• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ციტატიუმი

საკუთარ შიშებთან გამკლავების ერთადერთი საშუალება მაქვს – გადავიღო მათზე ფილმი

×
ალფრედ ჰიჩკოკი
ავტორის გვერდი ალფრედ ჰიჩკოკი 04 იანვარი, 2012 8286

თარგმანი: პაატა შამუგია

 

ჰიჩკოკმა 50-წლიანი კარიერის განმავლობაში 50 ფილმი გადაიღო. საშინელი რეაქცია ჰქონდა, თუ მაყურებელი ან კრიტიკოსები ცუდად მიიღებდნენ მის რომელიმე ფილმს. ხშირად იმეორებდა: „მეშინია ოთხი რამის: ბავშვების, პოლიციელების, სიმაღლისა და იმის, რომ ჩემი მომდევნო ფილმი მთლად კარგი არ გამოვა“.

მას სასპენსის ოსტატად მიიჩნევდნენ. ხაზს უსვამდა, რომ უყვარდა, როცა „კეთილისმყოფელ შოკს“ განაცდევინებდა მაყურებელს. „ცივილიზაციამ წაგვართვა რეფლექსირების საშუალება, კვდომიდან თავის დაღწევა  და სულიერი წონასწორობის აღდგენა, შოკის საზღვარზე გავლა, მხოლოდ ხელოვნების და უფრო კონკრეტულად კი, კინოს საშუალებით არის შესაძლებელი.

 

ფრაგმენტები ალფრედ ჰიჩკოკის ჩანაწერებიდან:

„ხუთი წლისა ვიქნებოდი. მამამ პოლიციაში გამგზავნა, თან რაღაც წერილი გამატანა. პოლიციელმა როცა წერილი წაიკითხა, საკანში გამომკეტა შემდეგი სიტყვებით: „აი, ასე ვექცევით უწესო ადამიანებს!“

„მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. კატასტროფულად მეშინია პოლიციელების. ფიქრობ, რომ ისინი ყველანი კრეტინები არიან, მაგრამ, ამავე დროს, გჯერა: ძალა (ხელისუფლება) მართალია, შენ კი – არა“.

„შეამჩნევდით, რომ დღეის დეტექტივებში არცერთი გამომძიებელი გმირი აღარ გვყავს. ჩვენ მათი არ გვჯერა, უბრალოდ, გვეშინია. ეს სუფთა ინგლისური გაგებაა.“

„კარგი ფილმის შესაქმნელად საჭიროა სამი რამე: სცენარი, სცენარი და, რა თქმა უნდა, სცენარი“.

„მხატვრულ ფილმში რეჟისორი ღმერთია, დოკუმენტურში ღმერთია რეჟისორი.“

„ქალი რომელიც პუბლიკის წინაშე შიშვლდება, მაგონებს რეჟისორს, რომელმაც ფილმის დასაწყისშივე გაგვიმხილა ფინალი.“

„ინდივიდუალური სტილი – ეს პლაგიატია საკუთარ თავთან მიმართებით“.

„ყველაზე კარგი მსახიობები დისნეის ჰყავს. ცუდებს უბრალოდ შლის.“

„ფილმი უნდა იწყებოდეს მიწისძვრით და ამის შემდეგ ბიძგების ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს.“

„მე არასოდეს მითქვამს, რომ ყველა მსახიობი გონებაშეზღუდულია, უბრალოდ, მათ ისე უნდა მოექცე, როგორც გონებაშეზღუდულებს.“

„საკუთარ შიშებთან გამკლავების ერთადერთი საშუალება მაქვს – გადავიღო მათზე ფილმი.“

„სიყვარული ეს ბრიჯის პარტიაა. ყველა ბლეფზე მიდის – კაცები, რათა მოიგონ და ქალბიც, რათა არ წააგონ.“

 

ამ ლინკზე კი შეგიძლიათ, ჰიჩკოკის საიტს ესტუმროთ. 

http://hitchcock.tv/

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული