• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

მე არასოდეს გავუსამართლებივართ ოცნებისათვის

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 2223
ნაწყვეტი ები ჰოფმანის დაკითხვის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან:
 
- დაასახელეთ ვინაობა.
 
- მე მქვია ები. მე ამერიკის ობოლი შვილი ვარ.
 
- საცხოვრებელი ადგილი. 
 
- ვუდსტოკი.
 
- აგვიხსენით სად არის ვუდსტოკი?
 
- ეს არის თქვენს საზოგადოებას მოშორებული ახალგაზრდა ერი. ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავატარებთ ყველგან,  როგორც ცნობიერების მდგომარეობას. ეს ერი კონკურენციის ნაცვლად ადამიანთა ძმობას მიუძღვნის თავს, მიუძღვნის თავს იმ იდეას რომ ადამიანებს ერთმანეთისთვის რაღაც იმაზე უკეთესი მოეძებნებათ, ვიდრე საკუთრება და ფულია. 
 
- მაინც რომელ შტატშია ეგ თქვენი ვუდსტოკი?
 
- ეს – გონების მდგომარეობაა.
 
- ასაკი.
 
- სამოცდაათიანების უმანკო ბავშვი.
 
- საქმიანობის სფერო.
 
- კულტურული რევოლუციონერი.
 
- როგორი იყო თქვენი ფიქრების გამოხატულება ამ პერიოდში?
 
- გულისხმობთ ოცნებას?
 
- შეიძლება ასეც ითქვას...
 
- მაშინ მე არ ვიცი რა ვიფიქრო, მე არასოდეს გავუსამართლებივართ ოცნებისათვის. 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული