• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ტექსტში მატლებივით მოფუთფუთე აზრები

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 2670
შურისძიება - დილიდან საღამომდე ამით ვარ დაკავებული. ვის? რისთვის? არ ვიცი. არ მახსოვს - სავარაუდოდ ყველაზე, ყველაფერზე. ძალაგამოცლილი მრისხანება - არავინ იცის ჩემზე უკეთ ეს შეგრძნება, საკუთარი უსარგებლობის განცდა.

">

ემილი სიორანი - რუმინელი მოაზროვნე და ესსეისტი.

თარგმანი: ალექსა ჩიღვინაძე

(უბის წიგნაკიდან)

ნამდვილი პოეზია პოეზიის მიღმა იწყება ისევე, როგორც ფილოსოფია, ისევე როგორც ყველაფერი დედამიწაზე.

მე ყელით ვფიქრობ. ჩემი ფიქრები - ღრიალია. ისინი არაფერს არ ხსნიან, ისინი ღრიალებენ.

მე ვეძებდი გამოსავალს უტოპიიდან და შვება მხოლოდ აპოკალიფსში ვპოვე.

შურისძიება - დილიდან საღამომდე ამით ვარ დაკავებული. ვის? რისთვის? არ ვიცი. არ მახსოვს - სავარაუდოდ ყველაზე, ყველაფერზე. ძალაგამოცლილი მრისხანება - არავინ იცის ჩემზე უკეთ ეს შეგრძნება, საკუთარი უსარგებლობის განცდა.

ისე ვცხოვრობ, თითქოს ეს-ესაა მოვკვდი.

ჩემს ძარღვებში სისხლის ნაცვლად, უკუნეთი სიბნელეა.

ვუყვირო - მაგრამ ვის? ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა.

სამყაროს შექმნა საბოტაჟის პირველი აქტი იყო.

მხოლოდ შრომაშია ჩემი შველა, მაგრამ შრომა არ შემიძლია. უსასრულო ქიმერული ჩანაფიქრები, რომლებიც არ შეესაბამებიან ჩემს შესაძლებლობებს.

მელანქოლია - სხვა სამყაროს მონატრებაა. ოღონდ არასდროს არ ვიცოდი, რომელი სამყაროსი.

უძილობას უნდა ვუმადლოდე ყველაფერს, რაც გამაჩნია, კარგსა თუ ცუდს.

ადამიანის ტიპი, რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს - გადამწვარი ადამიანია, უნაყოფობის ნამდვილი ოსტატი.

როცა ძალა გაქვს გამოცლილი, დაბნეული ხარ, საკუთარი თავი გძულს, უცბად აღმოაჩენ როგორი ხარ სინამდვილეში.

ხშირად ისეთი დანაშაულის შეგრძნებით ვიღვიძებ, თითქოს ათასი დანაშაული ჩამედინოს.

და გახდე მხოლოდ მწერალი? როგორი დამცირებაა!

შექსპირი: ვარდისა და ნაჯახის პაემანი.

"თუ ჭეშმარიტება მთლიანად არ განადგურებს, ის არ არის ჭეშმარიტება."

იყო ისეთივე არააქტუალური, როგორც ქვა.

სიკვდილის წინ სოკრატემ უთხრა კრიტონს: "არასოდეს ილაპარაკო არასწორად: ეს არა მხოლოდ გრამატიკას შეურაცყოფს, არამედ ზიანს აყენებს სულსაც."

ჩემი ძალა იმაშია, რომ აქამდე არცერთ შეკითხვაზე არ მიპოვნია პასუხი.

რადიოში ციგანთა მუსიკა დავიჭირე. რამდენი წელია, არ მომისმენია. ვულგარულობა, მოგონებები ლოთობაზე ტრანსილვანიაში, სადაც მოწყენილობის გამო პირველივე შემხვედრთან ვსვამდი. სულის სიღრმეში სენტიმენტალური ვარ.

"სიკვდილის შიში - ყველაზე ზუსტი ნიშანია არასწორი ცხოვრებისა". სამწუხაროდ ამ დასკვნამდე თვითონ მივედი, საკუთარი გამოცდილებით.

ახლა მოგზაურობა მხოლოდ ზამთარში შეიძლება. იშვიათად თუ შეგხვდებიან საზიზღარი ტურისტები. უკაცრიელი სოფლები, ცარიელი გზები, რა ბედნიერებაა!

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული