• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

95 თეზისი

×
ავტორის გვერდი მარტინ ლუთერი 00 , 0000 9195

თარგმანი: ზაზა სუთიძე

 

1. ჩვენი ღმერთი და მასწავლებელი იესო ქრისტე ამბობს :"მოინანიეთ",  რომ მორწმუნეების მთელი ცხოვრება იყოს განუწყვეტელი მონანიების პროცესი.

2. ეს სტიტყვა "მონანიება" არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც მონანიების საიდუმლოსთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვა, როგორც აღსარება, ან ცოდვების მიტევება, რომელსაც ახორციელებს მღვდელმსახურება.

3. ეს სიტყვა არ არის დაკავშირებული მარტო შინაგან მონანიებასთან; პირიქით, შინაგანი მონანიება არაფერია, თუ ის არ წარმოადგენს ცხოვრებაში სხეულის სიკვდილს.

4. ამიტომ სასჯელი რჩება ადამიანის ცხოვრებაში იმ პერიოდამდე, ვიდრე რჩება ადამიანის ანტაგონისტური დამოკიდებულება ამ სასჯელის მიმართ. სწორედ ასეთი ფორმა წარმოადგენს ჭეშმარიტ ფორმას შინაგანი მონანიებისა. სანამ ადამიანი არ მოხვდება სამოთხეში.

5. პაპს არ უნდა და არ შეუძლია აპატიოს ვინმეს რაიმე სასჯელი, რომელიც არ არის განსაზღვრული ან პაპის ძალაუფლებით ან ეკლესიის კანონებით.

6. პაპს არ აქვს იმის ძალაუფლება, რომ ვინმეს მიუტევოს რაიმე ცოდვა ისე, რომ არ განაცხადოს ამ ცოდვის შესახებ და არ დაადასტუროს ეს ცოდვა ღვთის სახელით; გარდა ამისა, ის ამას აკეთებს მარტო გარკვეულ, მისთვის ხელსაყრელ პირობებში. მაგრამ თუ ის ამას არ აკეთებს არც ასეთ შემთხვევაში, მაშინ ეს ცოდვაც მიუტევებელი რჩება და აგრძელებს თავის არსებობას.

7. ღმერთი არავის არ პატიობს ცოდვებს, თუ ამასთანავე ამ ცოდვების მიტევების პროცესს არ უქვემდებარებს ღვთისმსახურს, როგორც ღმერთის შემცვლელს მიწიერ სამყაროში.

8. საეკლესიო კანონები და წესები ვრცელდება მარტო ცოცხალ ადამიანებზე და ამ კანონების და წესების შესაბამისად,ეს წესები და კანონები არ უნდა გავრცელდეს მომაკვდავ ადამიანებზე.

9. ამიტომ ჩვენი სიკეთისათვის, სული წმინდა,რომელიც მოქმედებს და ცოცხლობს პაპში, დეკრეტებში, რომელსაც გამოსცემს პაპი, ყოველთვის გამორიცხულია პუნქტი, რომელიც შეეხება სიკვდილს და სხვა უკიდურეს გარემოებებს.

10. უკიდურესად უპატივცემულოდ და უწმინდურად იქცევიან ის ღვთისმსახური მღვდლები,რომლებიც სალხინებელში ტოვებენ მომაკვდავი ადამიანების სასჯელებს.

11. ყველა ეს უწმინდურება, რომლებიც მოცემულია ეკლესიის სწავლებებში - ეკლესიური სასჯელის შცვლა იმ სასჯელით, რომელიც მოცემულია სალხინებელში, გარკვეულწილად დათესილია მაშინ, როდესაც ეპისკოპოსებს და ეკლესიას ეძინა.

12. ადრე საეკლესიო სასჯელებს ადებდნენ ადამიანებს ცოდვების მიტევების წინ, ეს იყო, როგორც გამოცდა ჭეშმარიტი მონანიებისა.

13. მომაკვდავი ადამიანები თავიანთი სიკვდილით ახდენენ თავიანთი ცოდვების გამოსყიდვას და მათ, როგორც მომავალ მკვდარ ადამიანებს, საეკლესიო კანონების მიხედვით, აქვთ უფლება ამ საეკლესიო კანონებისაგან გათავისუფლების.

14. არასრულყოფილი ცნობიერება, რომელიც არის არასრულყოფილი მადლი მომაკვდავისათვის, ყველა შემთხვევაში, არის საკუთარ თავში დიდი შიშის მატარებელი და ეს არასრულყოფილი მადლი წარმოადგენს უფრო მეტს მომაკვდავისათვის, ვიდრე თვითონ სრულყოფილი მადლი.

15. თვითონ ასეთი შიში და საშინელება თავისთავად საკმარისია, რომ მან გავლენა მოახდინოს სალხინებლის საჯელზე, რომელიც ძალიან ახლოს დგას თვითონ სასოწარკვეთილების საშინელებასთან.

16. როგორც ჩანს, ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც სხვადასხვა სასოწარკვეთილებანი.

17. როგორც კი ადამიანთა სულებში მცირდება შიში სალხინებელში, ამასთანავე იმატებს მადლი.

18. დამტკიცებული არ არის, არც გონივრული დასაბუთებით და არც საღვთო კანონებით,რომ ადამიანთა სულები არ მოიპოვებენ დამსახურებულ მდგომარეობას სალხინებელში და განსაკუთრებულ მადლს.

19. ასევე არ არის დამტკიცებული გონივრული დასაბუთებით, რომ ადამიანთა სულები სალხინებელში იმყოფებიან აბსოლუტურ ნეტარებაში და სიმშვიდეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ.

20. ამგვარად პაპი, რომელიც იძლევა ყველა სასჯელის აბსოლუტურ პატიებას, არ ითვალისწინებს აბსოლუტურად ამ ყველაფერს, არამედ მარტო იმას, რასაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ.

21. ამიტომ ცდებიან ის ინდულგენციების მქადაგებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ უშუალოდ პაპის ინდულგენციების წყალობით, ადამიანი გათავისუფლდება ყოველგვარი სასჯელისაგან და მოიპოვებს ხსნას.

22. და ადამიანური სულები, რომლებიც იმყოფებიან სალხინებელში, არ თავისუფლდებიან თავიანთი სასჯელებისაგან, საეკლესიო კანონების თანახმად, რომელი დანაშაულებიც მათ ჩაიდინეს მიწიერ ცხოვრებაში.

23. და თუ მაინც, ვინმეს შეიძლება ეპატიოს ეს მიწიერი დანაშაულებები, ეს აუცილებლად შეეხება მარტო სრულყოფილ რჩეულ ადამიანებს.

24. შესაბამისად, ხალხის დიდ ნაწილს ატყუებენ, ამ თითქოს თანაბარი დაპირებებით, რომ ვითომ ყველა თანაბრად გათავისუფლდება სასჯელისაგან.

25. როგორ ძალაუფლებასაც ფლობს პაპი სალხინებელზე, ზუსტად ასეთივე ძალაუფლებას ფლობენ ეპისკოპოსები და მღვდლები.

26. პაპი ძალიან გონივრულად იქცევა, როდესაც ის არა გასაღებით (რომელიც მას საერთოდ არ გააჩნია) ათავისუფლებს ადამიანების სულებს საჯელებისაგან, არამედ საკუთარი შუამდგომლობით.

27. ამბობენ, რომ იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მონეტები იწყებენ ჩხარუნს შესაწირ ყუთში, ადამიანური სულები ტოვებენ სალხინებელს.

28. ჭეშმარიტად, ოქროს ჩხარუნს შესაწირ ყუთში, შეუძლია გაზარდოს მოგება და მერკანტილიზმი;

29. ვინ იცის უნდათ თუ არა ყველა ადამიანურ სულს სალხინებელში რომ იქნან გამოსყიდულნი, როგორც წმიდა სევერინის და პასქალიას შემთხვევაში მოხდა ეს. 

30. არავინ არ უნდა იყოს დარწმუნებული,ცოდვების მიტევების ჭეშმარიტობაში და უფრო მეტად არ უნდა იყოს დარწმუნებული,სასჯელისაგან აბსოლუტურად გათავისუფლებაში.

31. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჭეშმარიტად უნდა, რომ მოინანიოს თავისი ცოდვები, ასევე ძალიან ცოტაა ისეტი ადამიანების რიცხვი, ვისაც საეკლესიო კანონების მიხედვით უნდა იყიდოს ინდულგენციები და ამით გამოისყიდოს საკუთარი ცოდვები.

32. საუკუნოდ იქნებიან გასამართლებულნი თავიანთ მასწავლებლებთან ერთად ისინი, რომლებიც ასწავლიან ხალხს რომ ინდულგენციების მეშვეობით გათავისუფლდებიან სასჯელებისაგან.

33. განსაკუთრებულად უნდა ვერიდოთ ისეთ საეკლესიო სწავლებებს, რომლებიც ასწავლიან ხალხს, რომ პაპის ინდულგენციები, ეს არის ღვთაებრივი განძი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ ღმერთთან შერიგება.

34. რადგან ამ ინდულგენციების მადლი და ღირებულება მიმართულია მარტო საეკლესიო ცოდვების მონანიებაზე, რომელიც განსაზღვრულია ადამიანების მიერ.

35. არაქრისტიანია ის, ვინც ასწავლის რომ სალხინებელიდან სულების გამოსყიდვისათვის საკმარისია პაპის ინდულგენცია და რომ მონანიება ამისათვის საჭირო არ არის.

36. ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იღებს აბსოლუტურ გათავისუფლებას საჯელებისაგან ინდულგენციების გარეშეც.

37. ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი - ცოცხალიც და მკვდარიც - იღებს ყველა იმ სიკეთეს, რაც ეკუთვნის მას ქრისტესაგან და ეკლესიისაგან, ინდულგენციების გარეშეც.

38. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პაპის მიტევების და სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში პაპის მონაწილეობის უარყოფა, რადგან როგორც ვთქვი, ის არის ღმერთის მოთხოვნების შემსრულებელი.

39. მეტნაკლებად განსწავლული თეოლოგებისათვისაც კი ძალიან რთულია ინდულგენციების სიკეთის ქება-დიდება ხალხის წინაშე.

40.ჭეშმარიტ მონანიეს უყვარს სასჯელი და ეძებს მას, ხოლო ინდულგენცია ასუსტებს ამ სიყვარულს და მისწრაფებას.

41. მნიშვნელოვანია ინდულგენციების პროპაგანდას ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რომ არ გავრცელდეს ხალხში მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ინდულგენციები ყველა სხვა ღვთაებრივ სიკეთეებზე მაღლა დგას.

42. ყველა ქრისტიანმა უნდა ისწავლოს, რომ სულაც არ წარმოადგენს ინდულგენციების შეძენა პაპის იმ აზრს, რომ თითქოს ინდულგენციები შეიძლება იყოს ქველმოქმედების საქმის ეკვივალენტი.

43. ყველა ქრისტიანმა ასევე უნდა ისწავლოს, რომ ის ვინც ეხმარება გაჭირვებულებს, იქცევა უკეთესად, ვიდრე ის ვინც,  ყიდულობს ინდულგენციებს.

44. ღვთაებრივი მადლის მეშვეობით, უმჯობესდება ადამიანი და ხდება უფრო უკეთესი; ხოლო ინდულგენციების შეძენით ის კი არ ხდება უკეთესი, არამედ თავისუფლდება საეკლესიო სასჯელისაგან.

45. ყველა ქრისტიანმა უნდა ისწავლოს ასევე, რომ თუ ის დაინახავს გაჭირვებულ ადამიანსდა არ დაეხმარება მას, წავა და ინდულგენციას შეიძენს, ის ამით პაპის მიტევებას კი არ დაიმსახურებს,არამედ ღვთის რისხვას საკუთარ თავზე.

46. ყველა ქრისტიანმა უნდა ისწავლოს, რომ თუ ის ცხოვრობს გაჭირვებაში, მაშინ ჯობს თავის ოჯახში შეიძინოს რაიმე, ვიდრე შეიძინოს ინდულგენცია.

47. ყველა ქრისტიანმა უნდა ისწავლოს, რომ ინდულგენციის შეძენა ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი.

48. პაპს ყველაზე ძალიან სჭირდება არა გაყიდული ინდულგენციებიდან მიღებული ფული, არამედ ლოცვა.

49. პაპის ინდულგენციები სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ კი მათზე არ ამყარებენ ადამიანები დიდ იმედებს.

 50. პაპმა რომ იცოდეს ინდულგენციების პროპაგანდისტების ბოროტმოქმედებანი, მაშინ ის აუცილებლად დაწვავდა წმინდა პეტრეს ტაძარს.

51. პაპს ევალება, რომ თუ ამისი საჭიროება იქნება, გაყიდოს წმიდა პეტრეს ტაძარი და ეს ფული დაურიგოს ინდულგენციებით დაზარალებულ ხალხს.

52. ინდულგენციების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაპი დააგირავებს თავის სულს.

53. ქრისტესა და პაპის მტრებს წარმოადგენენ ინდულგენციების პროპაგანდისტები, რომლებიც თავიანთი მოქმედებით ებრძვიან ღვთის სიტყვას.

54. ღვთის სიტყვას ებრძვიან ისინი, ვინც თავიანთ ქადაგებებში ინდულგენციების პროპაგანდას უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ღვთის სიტყვას.

55. ღვთის სიტყვების პროპაგანდას უნდა ეთმობოდეს ყველაზე დიდი დრო და არა ინდულგენციების პროპაგანდას მღვდელმსახურებით.

56. ეკლესიის სიმდიდრე, საიდანაც პაპი გასცემს ინდულგენციებს, ქრისტიანებისათვის ცნობილი არ არის.

57. ამ საეკლესიო სიმდიდრეს საიდანაც ხდება ინდულგენციების გაცემა, პრაქტიკულად დანაკარგი არ გააჩნია, რადგან ინდულგენციების პროპაგანდისტები, უფრო აგროვებენ ამ სიმდიდრეს, ვიდრე გასცემენ ისინი ღარიბ ადამიანებზე.

58. ეს საეკლესიო სიმდიდრე, ადამიანებს ანიჭებს მადლს, რომელიც არავის დამსახურებას არ წარმოადგენს. .

59. "ეკლესიის სიმდიდრეები", როგორც წმიდა ლავრენტი ამბობს, არიან ეკლესიის ღატაკი მორწმუნე ადამიანები

60. ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეკლესიის საგანძური არის ეკლესიის გასაღები,რომელიც ქრისტეს დამსახურებით მიენიჭა ეკლესიას. 

61. ინდულგენციების პროპაგანდა ამბობს, რომ სასჯელებისაგან გათავისუფლებისათვის საკმარისია პაპის ძალაუფლება.

62. ეკლესიის ჭეშმარიტ სიმდიდრეს  წარმოადგენს ევანგელე.

63. ევანგელე, ეკლესიის ეს ჭეშმარიტი სიმდიდრე კი იწვევს სიძულვილს, რადგან ის პირველებს უკანასკნელებად აქცევს.

64. ინდულგენციების სიმდიდრე კი ძალიან დიდ სიყვარულს იწვევს, რადგან ის უკანასკნელებს აქცევს პირველებად.

65. ევანგელეს სიმდიდრეს წარმოადგენს ის, რითაც ადრე ხელიდან ჰგლეჯდნენ მიწიერ სიმდიდრეს ადამიანებს.

66. ინდულგენციების სიმდიდრე კი წარმოადგენს ბადეს,რომლითაც ადამიანებს ჰგლეჯენ ხელიდან სიმდიდრეს.

67. ინდულგენციების პროპაგანდისტები აცხადებენ რომ ინდულგენციების შეძენა დიდი მადლია ადამიანებისათვის,რადგან მოაქვს დიდი მოგება.

68. სინამდვილეში კი ამ ინდულგენციებს არავითარი სულიერი სარგებელი არ მოაქვს, გარდა მოგებისა.

69. ეპისკოპოსები და მღვდლები, ვალდებულნი არიან მიიღონ ინდულგენციების დამცველები დიდი პატივისცემით.

70. მაგრამ ეპისკოპოსები და მღვდლები უფრო მეტად ვალდებულნი არიან თვალყური ადევნონ ამ ინდულგენციების დამცველებს, რომ მათ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ პაპის მითითებები.

71. ანათემას უნდა გადაეცეს და დაწყევლილ იქნას სამუდამოდ, ვინც კი გამოდის ინდულგენციების ჭეშმარიტების წინააღმდეგ.

72.მაგრამ ვინც ინდულგენციების პროპაგანდისტების ჭეშმარიტების დასაცავად გამოდის,კურთხეული იქნება სამუდამოდ.

73.პაპი სამართლიანად და უმკაცრესად დასჯის იმას,ვინც განიზრახავს ინდულგენციების ჭეშმარიტების წინააღმდეგ წასვლას.

74. პაპი უმეტესად ცდილობს ანათემით გაანადგუროს ის,ვინც ინდულგენციების ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოდის.

75. აბსოლუტური სისულელეა ისეთი გავრცელებული აზრი, რომ თითქოს ინდულგენციებს შეეძლოს ყველაზე საშინელი ცოდვების მიტევებაც კი,მაგალითად როგორიც არის ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა.

76. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვამბობთ რომ პაპის ინდულგენციებს არ შეუძლია ყველაზე უმნიშვნელო ცოდვების მიტევებაც კი.

77. იმის მტკიცება რომ წმიდა პეტრეც კი, ის რომ პაპი ყოფილიყო, ვერ შეძლებდა ისეთი მადლის მიცემას ადამიანებისათვის, როგორსაც იძლევა ინდულგენცია, არის აბსოლუტური ცილისწამება.

78. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვამბობთ,რომ პაპი ევანგელეთი უფრო დიდ მადლს გასცემს ადამიანებისათვის, ვიდრე ინდულგენციებით.

79. ისეთი გავრცელებული აზრი რომ პაპის ინდულგენციაზე გამოხატული გერბიანი ჯვარი წარმოადგენს ქრისტეს ჯვარის ეკვივალენტს, არის ღვთისგმობა.

80. ეპისკოპოსები და ინდულგენციების პროპაგანდისტები პასუხს აგებენ ასეთი პროპაგანდისათვის.

81. ასეთი პროპაგანდის გამო, ყველას გაუჭირდება პაპის და ეკლესიის ღირსების დაცვა.

82. რატომ არ ათავისუფლებს პაპი სალხინებლიდან ფულის გარეშე ადამიანების სულებს ? მაშინ რატომ ათავისუფლებს ის ინდულგენციებით ფულის გამო, ტაძრის ასაგებად ადამიანურ სულებს ?

83. მაშინ რატომ არ უბრუნებს ადამიანებს პაპი მიცვალებულებისათვის განკუთვნილ ფულს,რომლებიც ამ მიცვალებულების სულის მოსახსენიებლად დაიხარჯა,რადგან ძალიან დიდი თაღლითობაა,ერთხელ უკვე გამოსყიდულ სულებში, კიდევ დამატებითი ფულის აღება ?

84. მაგრამ ეს რა ახალი ღვთაებრივი წესია,როდესაც ადამიანების სულების გამოხსნა,ფულის გარეშე არ შეიძლება,ხოლო ვისაც არ შეუძლია გაჭირვების გამო ამ ფულების გადახდა, ის სულის გამოსყიდვის გარეშე რჩება ?

85. საეკლესიო კანონები,რომელიც ცოდვების მონანიებას ეხება და რომელიც გაუქმებულიადა მკვდარია, ამ კანონების დიდი ხნის გამოუყენებლობის გამო, რატომ მოქმედებს მაშინ, როდესაც საკითხი ინდულგენციებს და ფულს ეხება ?

86. პაპის პირადი სიმდიდრე, ყველაზე მდიდარი ადამიანების სიმდიდრეს აღემატება და რატომ აშენებს პაპი წმიდა პეტრეს ტაძარს ღარიბი ადამიანების ფულით ?

87. ან კი როგორ მიუტევებს პაპი ინდულგენციებით ცოდვებს ადამიანებს, როდესაც ადამიანებმა უკვე მოინანიეს ინდულგენციების გარეშე თავიანთი ცოდვები ჭეშმარიტი მონანიებით და უკვე მიეტევათ მათ ეს ცოდვები ?

88. ეკლესიისათვის განა უფრო უკეთესი არ იქნებოდა, თუ პაპი ასჯერ უფრო მეტჯერ მიუტევებდა ცოდვებს ადამიანებს, ვიდრე  ის ამას აკეთებს?

89. თუ პაპი ინდულგენციების გაყიდვით მართლა ადამიანების სულებზე ზრუნავს და არა ფულზე, მაშინ რატომ აუქმებს ის ადრე მიღებულ ბულებს, რომელიც იგივე შინაარსის არის, რაც ინდულგენცია ?

90. თუ ეკლესია მარტო ძალის გამოყენებით ეცდება, ეკლესიის მტრების წინააღმდეგ ბრძოლას და  არ მოინდომებს თავისი სიმართლის რაციონალური გონებით დაცვას, მაშინ ხომ ის უფრო გააძლიერებს ეკლესიის მტრებს და მათ დასაცინად გაიხდის თავს, ხოლო ქრისტიანებს დააკნინებს შემდეგ ამით?

91. მაგრამ ამ ინდულგენციების პროპაგანდა რომ პაპის შეხდულებებისამებრ ხდებოდეს, მაშინ ეკლესიის მტრების კრიტიკის დაძლევა უფრო მარტივი იქნებოდა.

92. ყველა ის ვინც ქრისტიანებს ეუბნება: "მშვიდობა, მშვიდობას", უნდა იქადაგოს უფრო შორს, რადგან მშვიდობა არ არის არსად.

93. დალოცვილი იყოს ყველა, ვინც ქრისტიანებს ეუბნება :"ჯვარი,ჯვარი", ხოლო ჯვარი კი არსად არ არის.

94. ქრისტიანებს უნდა ვუთხრათ, რომ მისდიონ ქრისტეს გზას, ჯოჯოხეთის, ტანჯვის და სიკვდილის გზით.

95. ამგვარად ცათა საუფეველში ყველა შევა მხოლოდ დიდი ტანჯვის გავლის შემდეგ და არა ყალბი სიმშვიდის მოპოვების შემდეგ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული