- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კნუტი, - რუხ - თეთრი, - ყველა მოძრავ
საგანს ჯერ რომ ეფხორება, მერე
რომ ეთამაშება, კნუტი, საფერებ -
საფერებლად კალთაში რომ მოძვრება.
საკმაოდ ცელქი. სულ ორი დეკადის
წინ რომ გასცდა სააბაზანოს სიგრილეს.
კნუტი, რომ დაკარგა დედა კატა,
რომ იღეჭავს საკუთარ ურძეო დვრილებს.
კნუტი, ძროხის რძეში ჩამბალ პურით
სავსე ლამბაქში ერთიანად, კუდით
ულვაშამდე გაზინზლული, კნუტი, ყურებ -
დაცქვეტილი, მჩხავანა კნუტი.