- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი ინგლისურიდან: ალექსანდრე გაბელია
ნეტავ, გცოდნოდა
შორს ჩემგან, როგორც ვარსკვლავები, ზღვა და პოეტური მითის ყველა სამკაული,
შორს ჩემგან, თუმცა აქ შენი შეცნობის გარეშე ყველაფერი უცვლელი რჩება.
შორს ჩემგან და ჩნდება უფრო მეტი ჩუმი დაისი, რადგან უსასრულოდ წარმოგიდგენ,
შორს ჩემგან, ჩემო საყვარელო მოჩვენებავ და სამარადისო სიზმარო.
ნეტავ გცოდნოდა!
შორს ჩემგან, და კიდევ უფრო შორს, რათა ყოფილიყავი ჩემი უცოდინრობა და კვლავ გაუფრთხილებელი.
შორს ჩემგან, რადგან შენ უთუოდ არ გიყვარვარ, ან რა გაუტოლდება იმავეს, რაც შენში ეჭვს შემატანინებს.
შორს ჩემგან, რადგან შენ შეგნებულად თქვი უარი ჩემ მგზნებარე სურვილებზე.
შორს ჩემგან, რადგან შენ ხარ სასტიკი.
ნეტავ გცოდნოდა!
შორს ჩემგან, მდინარეში მოცეკვავე მიუწვდომელო, ნათელო ყვავილო,
და სევდიანო, მსგავსად შვიდი საათის ჟამს სოკოს საწოლში.
შორს ჩემგან, და ჯერ კიდევ სუფევს სიჩუმე ჩემ არსებობაში და მაინც ბედნიერი ვარ,
მსგავსად იმ დროისა, როცა ტანწერწერა წერო სიმაღლიდან ეშვება.
შორს ჩემგან, იმ მომენტში, როცა სიჩუმე მღერის,
იმ მომენტში, როცა ჩუმი და ხმამაღალი ზღვა თეთრ ბალიშებს ახვევს.
ნეტავ გცოდნოდა!
შორს ჩემგან, ჩემო ყველგანმსუფევო ტანჯვავ. შორს ჩემგან, ხამანწკის ნაჭუჭების გასაოცარო შიშინო, განთიადისას რესტორნის კართან ჩავლილი მთვარეულის მიერ დამსხვრეულო.
ნეტავ გცოდნოდა!
შორს ჩემგან, ჩემო თავნება სხეულებრივო მოჩვენებავ.
შორს ჩემგან, სადაც კუნძულია, რომელიც გვერდს იცვლის, როცა ხომალდები ტოვებენ.
შორს ჩემგან, მშვიდო რქოსანი საქონელის მწყემსო. არასწორ ბილიკზე მიმავალი ჯიუტად მიერეკები მათ ციცაბო კლდის მწვერვალზე,
შორს ჩემგან, სასტიკო ქალო.
შორს ჩემგან, მსგავსად მოწყვეტილი ვარსკვლავისა, რომელიც პოეტის ღამის ბოთლში ეცემა.
ის მარხავს მას და შემდგომ ვარსკვლავებზე დაკვირვებას ტელესკოპი განსაზღვრავს,
თანავარსკვლავედები იბადებიან მათ კედლებზე.
შორს ჩემგან, უსაშველოდ შორს ხარ ჩემგან.
ნეტავ გცოდნოდა!
შორს ჩემგან, როცა სახლი სრულიად აშენდა.
ხარაჩოს კენწეროში მდგარი თეთრ კომბინიზონში გამოწყობილი კალატოზი
მღერის ძალიან სევდიან პატარა სიმღერას,
კირხსნარით სავსე ლანგარი კი სახლის მომავალს აჩენს:
შეყვარებულების კოცნებსა და ორმაგი თვითმკვლელობის სიშიშვლეს,
უცხო ლამაზი ქალების საძინებელ ოთახებში.
ხოლო პარკეტი მათ ღამის სიზმრებსა და ავხორცულ საიდუმლოებებს ამჟღავნებს.
შორს ჩემგან, ნეტავ გცოდნოდა!
ნეტავ გცოდნოდა, თუ როგორ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენც შეგეყვარე!
როგორი ბედნიერი ვარ, როგორი ძლიერი და ამაყი, ჩემ გონებაში შენი წარმოსახვით,
რათა დავტოვო სამყარო.
როგორი ბედნიერი ვარ, რათა ამის გამო მოვკვდე.
ნეტავ გცოდნოდა, თუ როგორ მიმორჩილებს ქვეყნიერება.
და შენ! ლამაზო ჯიუტო ქალო... ხარ ჩემი ურჩი ტუსაღი.
ოჰ, შენ! შორს ჩემგან... ვინც სრულიად დამიმორჩილა.
ნეტავ გცოდნოდა!
ღამის თავშესაფარი
ღამის თავშესაფარში შენი აჩრდილის წინაშე დამიცდა ფეხი.
გავყევი ფანჯრიდან გარდმოსულ ფეხისნაბიჯებსა და აჩრდილებს.
მოელვარე აჩრდილი, ეს ხომ შენ ხარ და არვინ სხვა!
ეს შენ ხარ.
არ შემოაღო ფანჯარა, რომლის ფარდებსაც არხევ.
დახუჭე თვალები.
მე მსურს დავხუჭო ისინი ჩემი ტუჩებით!
მაგრამ ფანჯარა იღება და ნიავი შემოდის,
ნიავი ქრის და უცნაურად აწონასწორებს ჩემ ალს,
ალამი კი გარს ერტყმის მის ლაბადაში გაუჩინარებას.
ფანჯარა იღება: ეს შენ არ ხარ.
ეს მე ყოველთვის ვიცოდი.