• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლონდონის ხანძარში დაღუპული გოგონას დატირებაზე უარის თქმა

×
ავტორის გვერდი დილან ტომასი 15 მარტი, 2019 3034

თარგმნა ლუკა კუჭუხიძემ

 

მანამ სანამ, ადამიანის,

ფრინველთა, ცხოველთა და ყვავილთა შემომქმედი,

უკანსაკნელი წყვდიადი,

მდუმარედ არ გვიჩვენებს სამყაროსა და საუკუნის დასასრულს

და საღამო ჟამი არ წარსდგება

ზღვის ხმაურიდან, როგორც მისივე ტალღა.

 

არ მივაშურებ მე, წყლის წვეთის სამყოფელს, სრულქმნილს

და სიმინდის ტაროს მარცვალთა სინაგოგას.

არცერთ ბგერით ჩრდილს არ დავუთმობ მე ლოცვას,

ჩემი მარილის არცერთ ნამცეცს,

არ ჩავასვენებ გლოვის აკდლამაში, დასატირებლად.

 

გოგონას ცეცხლის და მისი სიკვდილის სიდიადის.

და არ გავწირავ მე კაცობრიობას, ჩემი საუკუნო სიმართლის მისაღწევად.

და სუნთქვის სადგურების სირბილით შემოვლისას,

არ შევურაცხყოფ, კიდევ ერთხელ მე მას

და არ მივუძღვნი მე ელეგიებს

უბიწობას და ახალგაზრდობას.

 

იქ, მიწის სიღრმეში, პირველ მკვდრებთან ერთად თვლემს

ლონდონის ქალიშვილი,

მეგობართა გრძელ მანტიებში,

უდროობის მარცვლეულში, დედის შავ ძარღვებში,

უცრემლო ტემზის მოლივლივე წყლის საიდუმლოს ნაზიარები.

პირველი სიკვდილის შემდგომ,

მეორეს ნუღარ ელი.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული