სიზმარი 3, 1415926535897932384626





პოეზია

სიზმარი 3, 1415926535897932384626




 

ფანქარი ობიანი. კოტოს ჰანგები. ჩავუნისკარტე პრობლემას. ჰადესს გავკარი კბილი

ყავა? დღეში ორ ჭიქას გეახლებით საუზმისას და ლანჩზე, ოფისში.

შავზეწარშემოხვეული, შავი მცენარე ღრმულში წევს. ითმენს. წერტილი. მწარე.

კი, ტკბილი მიყვარს დიდ ფინჯანში. სამი შაქარი, თუ შეიძლება.

ყოფნა ძალაა. ჩუმად ყოფნა - სტატიკა

(?)

ხმაური შეიქმს დინამიკას საცხედრეებით გაივსო მეტრო

მეტრო უდრის დიქტატურას ხოლო საცობი უშედეგო ნძრევაა, ვიცით.

დიქტატურას ემპირიული კვლევა იმორჩილებს

არაფერია მასში მიღმური და არც საცობის ღვთაებრიობა სჭირდება ვინმეს.

იცით, შევძლებდი თმენას, მერწმუნეთ მაგრამ მე რა ვარ? არაფერი.

არანაირი ვალდებულება არ მაკისრია.

გემრიელია თქვენი ყავა  - რატომ შეწუხდით?

კაპიტალისტური სინტაქსი მოსახვეჭს შეისწავლის

მოსახვეჭია ქვეყანა ან ქვეყანათა ჯგუფი რომელიც

შრომის საჭირო უნარს გამოხატავს.

შრომის უნარის განვითარებას მარკეტინგი მართავს.

მიმზიდველია ყავის შეფუთვა -  ის არომატი უნდა ჰქონდეს

მე რომ ვგიჟდები, მაგრამ ამ ყავას ვერ ვიყიდი თუ არ ვიშრომებ.

შეფუთვა, დაპირება, სიცრუე. ძღნერი -

ეს სიტყვა არტომ შემაყვარა. ოჰ, საოცარი ანტონენი!

უარყოფილი ვაგინის წყევლა სისხლისფრად მდენი სიმართლე მოწვეთს.

მოსწავლეების სპერმას ვგულისხმობ შტატები საშიშია. იმედი სულელებშია.

საგარეო ვალები განგვბანს.

სიგარეტი ერთადერთია რაზეც ვერასდროს ვამბობ:

არ მინდა. ცეცხლი, გეთაყვა.

თქვენ ჰომ გჯერათ რომ ჩვენ ვარსებობთ?

განსაკუთრებული ხალხი ვართ, მენდეთ!

სულგახსნილი ჭრილობა ფეთქავს ყოყმანი. შიში. შფოთვების ჯოგი.

მხილველი, ვნება, შეხება, ჩრდილი, რიცხვი 44, წიგნები პოეტის ნაჩუქარი

ფურაჟი, პერვერსია, სიკვდილი, ვარდნა, ქალი დახვეწილი, თვალი ასი წყვილი,

ნიშანი სენსორული, გაქცევა სხეულებში, სიზმარი მაგიური, მზე იის წნულში,

შემდეგი გაჩერება: პოეზია

/ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ,

როცა ხილვა ვარ/

,

ერთხელაც მომიკიდეთ, რა კეთილი ხართ!

სარკე საცობშია საცობი სარკეშია

ირმის სახება ქვაბულიდან გამომედევნა. წარსულის ექო ენად იქცა

შეხედე ენას - ნიშნების ამ უწყვეტ დინებას

დათესილია. ამოდის, ღელავს, აჰა, მოვდივარ კაკლის ხესთან

ვაგროვებ ფოთლებს  და სამი დღით ვწყდები ჩემს სხეულს

 ბრრ, ბრრ, ბრრ!

ჰამაკი. ცეკვა.

ენა სისხლია. დაგვაქვს ძარღვებით მსოფლიო სისხლი ერთი გულით ჩქეფს

აჰა, შევმართეთ ენა ომისთვის ომები გვთიშავს, გვანაწევრებს, გვასუსტებს, გვხოცავს.

ხარბი, ყალბი “მე” - მიზეზი ომის. ცეცხლოვანი ყლე. ჰედონისტური მოტივები.

პირმა მიიღო ეს ფალოსი, ორჯერ (?!) იქუხა მოჭარბებულმა სპერმამ ენაში

და ჩვენი გული შიშით დაგუბდა ჭექა-ქუხილი მრავალჯერადი გამოწვევის განცდაა ცისთვის. თუთუნი ხომ არ გაგვეღეჭა...

არაფერია მხოლოდ ჩემი ყველა ერთში ვართ რას ვაქნევთ რა გვსურს ცხადია ჩიხი

ვწყდები ჩემს სხეულს ჰამაკი ცეკვა

ბოლო გაჩერება

პოეზია

გთხოვთ

გავათავისუფლოთ ვაგონები

და ირმის შემქმნელს მოვუსმინოთ ქვიშაკედლებში:

 

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.