• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

მმკ - ქრისტოფაშიზმი

×
ავტორის გვერდი ნინო ტეფნაძე 00 , 0000 3182

http://aninaland.wordpress.com/2010/05/05/neo/

სულ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ( იქ, სადაც გუშინ საშინელი მოვლენები ვითარდებოდა) საუბარი მორალის კანტისეულ გაგებაზე გვქონდა და რა თქმა უნდა, ვახსენეთ კატეგორიული იმპერატივიც: ,,თუ გსურს მიხვდე, არის თუ არა შენი ქცევა მორალური , ჰკითხე შენს თავს, ისურვებდი, რომ შენი მაქსიმა უნივერსალურ კანონად ქცეულიყო?” კანტს სწამს, რომ  ადამიანი ბუნებით გრძნობს, რა არის სწორი და რა_ არა, შესაბამისად როგორც კი საკუთარ ქცევას განაზოგადებს, მიხვდება, არის თუ არა  მისი საქციელი მორალური.  დასკვნის გაკეთების ერთადერთ წინაპირობად კანტი განათლებას ასახელებს. გაჩნდა კითხვა:  იქნებ არსებობს გამონაკლისებიც? ჰიტლერი არ იყო გაუნათლებელი, მაშინ რატომ ვერ მიხვდა საკუთარი პოლიტიკის ამორალურობას?  პასუხი კი ასეთი იყო: ჰიტლერს არც უცდია საკუთარი საქციელისათვის მორალის თვალით შეეხედა. იგი, ისევე როგორც ნიცშე, ფიქრობდა, რომ მორალი ამორალურია : ) მე მაინტერესებს, მიაჩნიათ თუ არა მორალურად მმკ-ს (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) წევრებს საკუთარი საქციელი. ვფიქრობ, მიაჩნიათ. ამით განსხვავდებიან ისინი ჰიტლერისაგან.

 

ესეც ნაწყვეტი მათი ,,საპროგრამო” ტექსტიდან:

,,კავშირი თავის მთავარ მიზნად ისახავს წინაღუდგეს დიდ განდგომილებაში შესული დღევანდელი მსოფლიოს ფეხის ხმას აყოლილი ჩვენი ქვეყნის ზნეობრივ დეგრადაციასა და მისგან მომდინარე ქართველი ერის ფიზიკური განადგურების საფრთხეს”

ზნეობრივ დეგრადაციას შეიძლება სხვადასხვა გზებით ებრძოლო. თუ საზოგადოების ,,გაჯანსაღება” გსურს, მისი თითოეული წევრის გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნო. მმკ კი ირჩევს, ჯანსაღი საზოგადოება მათთვის ,,არაჯანსაღი” ადამიანების დისკრედიტაციით შექმნას. გუშინაც მუდმივად ისმოდა მოწოდებები:  თქვენი ადგილი აქ არაა, თქვენნაირები უნდა ამოხოცო და ასე შემდეგ.

რაც შეეხებათ ფაშისტებს: They identify violence and war as actions that create national regeneration, spirit and vitality. ისინი ძალადობასა და ომს იმ ქმედებებად მიიჩნევენ, რომლებიც უზრუნველყოფს ეროვნულ რეგენერაციასა და სიცოცხლისუნარიანობას.

არის რაღაც საერთო ფაშისტებისა და მმკ-ს წევრების ხედვას შორის.

ტერმინი_ ქრისტოფაშიზმი ჩემი მოგონილია არაა.  ასე მოიხსენიეს ერთ-ერთი ამერიკული რელიგიური მოძრაობა, კერძოდ_ ქრისტიანული რეკონსტრუქციონიზმი. ამ მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ,,ქრისტიანულ წიაღში აღმოცენებულ ბოროტებას მხოლოდ მოძველებული დემოკრატიული წესების გვერდით ავლით შეიძლება დაუპირისპირდე” .

ამგავარად, ქრისტოფაშისტების პრინციპია, არ დატოვონ ადგილი განსხვავებული ხედვის, დემოკრატიული შემწყნარებლობისა და პიროვნული თავისუფლებისათვის.

 

ხედავთ მსგავსებას?

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული