• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შუაღამისას

×
ავტორის გვერდი დათო ყანჩაშვილი 00 , 0000 1774

შუაღამისას

როცა გვაკლდება ერთმანეთი

როცა ვსრულდებით

ველაფერი ხდება თავიდან –

დღე ეტევა ჩემ ოთახში

საკუთარ თავს ვალაგებ სახლში

უნდა მივხედო,

მოვუდუღო ფინჯანი ყავა, ჩამოვაჯინო,

შევურჩიო რამე საკითხად

ღამით უნდა გავუზომო, სიყვარულმა

არ აუწიოს.

შუაღამით კი

როცა დაგვაკლდება ზუსტად ერთმანეთი,

თავი უნდა მოვიმძინარო.

 

რამდეჯერ ვცადე გადაწევა

მაგრამ არ შველის.

კედლიდანაც ჩამოგხსენი

აგიტანე რამდენჯერ სხვენში

მაგრამ არა,

დაღამდება, თუ არა

დაგვაკლდება ერთმანეთი

და სიყვარული არ მეზომება

სასწრაფოს მოყავს თეთრი ექიმი

ის მხრებს იჩეჩავენ

ამბობს ახალი ვირუსია

და ვენაზე მიკეთებს სინჯებს

ვცდილობ ავუხსნა

რომ ჯანმრთელი ვარ

და სიყვარული მიწევს ხოლმე

შუარამისას

როცა გვაკლდება ერთმანეთი

ექიმი ითხოვს ჩემ გადაყვანას

ამბობს დარჩენა სახიფათოა

 

კარდიოგრამის აპარატი

წერს, ამბავს ჩვენი სიყვარულსა

ექთანი კითხულობს

მთხოვს მოვუყვე

როგორ მთავრდება

მე მხრებს ვიჩეჩავ

 

ექიმი ეძლევა სასოწარკვეთას

 

ფიქრობს რომ ორივემ გავაფრინეთ

ახლა ექთანს უკეთებს სინჯებს

რომელიც მე მომჩერებია

 

მე ვუყვები:

ყოველღამე, როცა დრო დგება

შუაღამისას

როცა გვაკლდება ერთმანეთი…

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული