• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ზღვარი

×
ავტორის გვერდი 26 თებერვალი, 2026 70

მთარგმნელი: ალექსანდრა აროშვილი

ქალი სრულიქმნა.
მის მკვდარ 

სხეულზე 
დაგვირგვინების ღიმილია,
ბერძნული განწირულობის ილუზია

რომაულ ტოგის ნაკეცებში მოედინება 
მის შიშველ

ტერფებს თითქოს თქმა სურთ: 
ძალზე შორს წავედით. მორჩა.

თითო მკვდარი ბავშვი ჩახვეული თითო თეთრ გველად, 
თითო რძის ბოთლთან, ახლა დაცლილთან.
მან  ჩაიკეცა 

თავის ტანში თითოეული, როგორც ფურცლები 
ვარდის იხუჭება, როდესაც ბაღი 

გაშეშდება და სურნელები 
ღამის ყვავილთა ტკბილი და ღრმა ხორხებიდან
სისხლად გადმოვა.

არაფერი აქვს სათქმელი მთვარეს, 
ცივი თავის ქალა იყურება ძვლის ქვაბულიდან.

ასეთ რამეს მიჩვეულია.
გუგუნებს მისი სიბნელენი, მძიმედ და ნელა.

სილვია პლათი

თებერვალი, 1963
ბოლო ლექსი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული