- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული ლიტერატურული წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი ლიტერატურა, უზრუნველყონ ავტორის/მკითხველის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ შემოქმედებითი დამოუკიდებლობა და სხვა შემოქმედებით დარგებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართული ინტელიგენციის მრავალსაუკუნოვან შემოქმედებით ტრადიციებს და საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.
1. საქართველოს ლიტერატურა არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი შემოქმედების დარგი, რაც დადასტურებულია 2010 წლის 7 ივლისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
3. საქართველოს ლიტერატურის შემოქმედების სახელწოდებაა ’’ლიტერატურა’’.
მუხლი 2
2. ავტორები წერითი ჩვეულებების პრინციპებს განსაზღვრავენ საკუთარი შეხედულებისამებრ, მართლწერის სუვერენიტეტის შეულახავად.
მუხლი 3
საქართველოს ლიტერატურის უმაღლეს გამგებლობას მიეკუთვნება:
2. პოეზია
4. კრიტიკა
6. პუბლიცისტიკა
8. ავტორომანი
10. ნოველა
12. პოემა
1. საქართველოს ლიტერატურის შემოქმედების წყაროა მკითხველი .
ლიტერატურული შემოქმედება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
3. არავის აქვს უფლება უკანონოდ მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ლიტერატურა.
1. საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუცია ლიტერატურული შემოქმედების უზენაესი კანონია. ყველა სხვა ლიტ. სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუციას.
აგრეთვე - აფხაზური.
მუხლი 9
საქართველოს ლიტერატურის მართლწერის წესები და სიმბოლოები დადგენილია ქართული ენის გრამატიკული ფორმებით.
თავი მეორე
საქართველოს ლიტერატურის მკითხველის
სტატუსის მოპოვება. მკითხველის ძირითადი უფლებანი
და თავისუფლებანი.
მუხლი 10
2. საქართველოს ლიტერატურის მკითხველი შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის ლიტერატურის მკითხველიც. უცხო ქვეყნის ლიტერატურის მკითხველი შეიძლება გახდეს საქართველოს ლიტერატურის მკითხველი თუ იგი გაეცნობა ქართულ ლიტერატურას.
მუხლი 11
2. მკითხველის სტატუსის ჩამორთმევა დაუშვებელია.
მუხლი 13
2. კითხვის უფლების ჩამორთმევა აკრძალულია.
მუხლი 14
2. დაუშვებელია მკითხველის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვის მიზნით.
მუხლი 15
2. მკითხველისათვის კითხვის იძულება დაუშვებელია ლიტერატურული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
მუხლი 16
2. დაუშვებელია მკითხველის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება განსაზღვრული ლიტერატურული ნაწარმოების შესხებ.
მუხლი 17
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
1. მკითხველს აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის ლიტერატურული კავშირების შექმნისა და მათში გართიანების უფლება.
მუხლი 19
1. ლიტერატურა ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მკითხველის შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.
მუხლი 21
ყველას აქვს ლიტერატურული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
ავტორი
მუხლი 23
საქართველოს ლიტერატურის უმაღლესი წარმომადგენლობითი ”ორგანოა” ავტორი, რომელიც ახორციელებს შემოქმედებით ხელისუფლებას, განსაზღვრავს საკუთარი ნაწარმოებების ძირითად მიმართულებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 25
2. ავტორი პასუხისმგებლობაში არ მიეცემა თავისი ნაწარმოებების წერისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო.
მუხლი 26
ავტორს უფლება აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 27
ყოველი ავტორი დაბადებით თავისუფალია და ლიტერატურის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 28
2. დაუშვებელია ავტორის დაკავება თუ თავუსუფლების სხვაგვარად შეზღუდვა, პირის პიზიკური ან ფსიქიკური იძულება ლიტერატურის შექმნის მიზნით.
მუხლი 29
2. დაუშვებელია ავტორის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე იძულება საკუთარ ნაწარმოებში გამოთქვას აზრი რომელსაც იგი არ ეთანხმება.
მუხლი 30
2. ავტორის შემოქმედებითი საქმიანობის ვადა განისაზღვრება მისი დედამიწაზე ცხოვრების უფლებამოსილების ვადით.
4. უფალი უფლებამოსილია ავტორს ნებისმიერ დროს ჩამოართვას მისთვის მინიჭებული წერის უნარი.
მუხლი 32
საკუთარი ლიტერატურული შემოქმედების განხორციელების ინიციატივის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ავტორს, გარდა ლიტერატურული კოდექსით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 33
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
ავტორის შემოქმედება საჯაროა მისი გამოქვეყნების მომენტიდან.
საქართველოს ლიტერატურული სასამართო ხელისუფლება
მუხლი 35
2. ლიტერატურული სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ ლიტერატურული სასამართლოები.
4. ლიტერატურულ სასამართლოებში საქმეები შეიძლება განსაზღვულ შემთხვევებში განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მიერ.
1. ლიტერატურული სასამართლოს მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.
მუხლი 37
2. ლიტერატურული სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
1. ლიტერატურული სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი ლიტერატურული განათლება, გამოირჩევა მაღალი ზნეობრივი თვისებებით და ლიტერატურული და სამართლებრივი ანალიზის უნარით.
მუხლი 39
ლიტერატურული სასამართლო საქმეებს განიხილავს 3 მოსამართლის კოლეგიური შემადგენლობით. განსაკუთრებით რთულ საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს ლიტერატურული სასამართლოს დიდი პალატის მიერ, 9 მოსამართლის შემადგენლობით.
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40
2. საქართველოს ლიტერატურის კინსტიტუციას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს ლიტერატურისა და ზოგადად ლიტერატურის გულშემატკივარი.
ლიტერატურის გულშემატკივარი: ანასტასია ინასარიძე