არ მახსოვს, ზუსტად ვინ წერდა, მაგრამ ერთხელ რომელიღაც ესეში წავიკითხე დაახლოებით ასეთი ტექსტი:
მალევიჩის შავი კვადრატი, თავისი არსით, ხელოვნების დასასრულის მაუწყებელია. ეს არის შავი ხვრელი, წერტილი, რომლის იქით არაფერი არ არის.
მახსოვს რომ კრიტიკოსის წინადადებას - მისი გულწრფელი ემოცია მოყვებოდა, რომელიც მე ბოლომდე ვერ გავიზიარე. ჩემი თაობისთვის მე მგონი, ბუნებრივია, რომ ყოველი მოვლენის, ორგანიზმის, ფერის თუ აბსტრაქციის უკან -- მისი კოდია. [ციფრული, გენეტიკური,ქიმიური და ა.შ.]
შესაბამისად, მალევიჩის შავი კვადრატის იქით -- შავი კვადრატის კოდია, რომელიც ბევრი სახის შეიძლება იყოს - გააჩნია, რა დისციპლინიდან მიუდგები. :]
ბინარულ და გენეტიკურ კოდს მერე ავაწყობ, ამ შემთხვევაში კი, ყველაზე მარტივი - ვებ-დიზაინის გადმოსახედიდან -- მალევიჩის შავი კვადრატის "იქით" მისი
Html [click] კოდია, რომელიც ასე გამოიყურება: