• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მოთხრობის წერის 10 წესი

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 2808
(c) Guardian.co.uk
 
„გარდიანმა“ გააკეთა ციკლი „მოთხრობის წერის 10 წესი“, რომელშიც თავი მოუყარა თანამედროვე ავტორიტეტულ მწერლებს და საიტზე განათავსა წერის მათეული „რეცეპტები“. მეთოდები ერთმანეთისგან აშკარად განსხვავებული და ხშირად, ურთიერთგამომრიცხავიც კი აღმოჩნდა, რაც მკითხველთა დამატებითი დაინტერესების მიზეზად იქცა. demo.ge გთავაზობთ სამი ავტორის 10 წესს.  
 
თარგმანი: პაატა შამუგია
––––––––––––––––––––––––––
 
        რიჩარდ ფორდი
 
1. დაქორწინდი ვინმეზე, ვინც გიყვარს და ვინც ფიქრობს, რომ შენგან
        მწერალი დადგება.
2. არ იყოლიო ბავშვები.
3. არ წაიკითხო რეცენზიები შენ შესახებ.
4. არ დაწერო რეცენზიები (შენი მსჯავრი ყოველთვის არასწორი იქნება).
5. არ დალიო და არ წერო ერთდროულად.
6. არ მისწერო წერილი რედაქტორს (თავს მაინც არ შეიწუხებს).
7. არ უსურვო ცუდი შენს კოლეგებს.
8. სცადე, იფიქრო სხვების ბედნიერებაზე, როგორც საკუთარზე.
9. ყველანაირ ნაგავს ხელს ნუ მოჰკიდებ, თუ ეს შესაძლებელია.
 
 
 
 
        ენ რენქინი
 
1. იკითხე ბევრი.
2. წერე ბევრი.
3. ისწავლე თვითკრიტიკულობა.
4. ისწავლე კრიტიკის მიღება.
5. იყავი ჯიუტი.
6. მოყევი კარგად.
7. არ დანებდე.
8. შეისწავლე ბაზარი.
9. გახდი წარმატებული.
10. დარჩი წარმატებული.
 
 
        ზედი სმიტი
 
1. ბავშვობიდანვე იკითხე ბევრი. დაუთმე მას უფრო მეტი დრო, ვიდრე
        ნებისმიერ სხვა რამეს.
2. როგორც კი მოიზრდები, წაიკითხე შენი ნაშრომი, როგორც უცხომ, უფრო 
        მეტიც, როგორც მტერმა. 
3. ნუ გააზვიადებ შენს „ხელობას“. შენ შეგიძლია დაწერო კარგი ან ცუდი
        წინადადება. არ არსებობს „მწერლის ცხოვრების სტილი“. ყველაზე 
        მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ფურცელზე დატოვებ.
4. აერიდე სისუსტეებს, მაგრამ იმაზე ფიქრის გარეშე, რომ რასაც ვერ აკეთებ,
        არც ღირს კეთებად. დაბალი თვითშეფასება ზიზღით არ შენიღბო.
5. გააკეთე დიდი პაუზა წერასა და ჩასწორებას შორის.
6. აერიდე ჯოგს, კოლექტივს, ჯგუფებს. ბრბოსთან ყოფნა არ გახდის შენს
        ნაწერს უკეთესს, ვიდრე არის. 
7. იმუშავე კომპიუტერთან, რომელიც ინტერნეტში არაა ჩართული.
8. დაიცავი დრო და სივრცე, რომელშიც მუშაობ. გაყარე ყველა, საყვარელი
        ხალხიც კი. 
9. პატივი და მიღწევები ერთმანეთში არ აურიო.
10. თქვი სიმართლე. მოყევი ყველაფერს, რაც ხელში მოგყვება. შეურიგდი 
        მარადიულ წუხილს, რომელიც მოდის საკუთარი თავით უკმაყოფილებისგან. 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული