• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

პორნოვარსკვლავი, რომელმაც ენა გადაყლაპა

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2572

ინტერიერი. ყუთებით ავსებული ოთახი. კომპიუტერის ეკრანს მიღმა მაღალი, შავგვრემანი ქალი ზის. თითქოს თვლემს, მაგრამ არ გადის დრო და ის იწყებს ბუტბუტს, ძლივს გასაგონად: "არ მინდა მესამე მსოფლიო ომი! არ მინდა კიდევ ერთი ეკონომიკური კრიზისი! ყველგან არეულობაა, ყველგან, ყველგან!." არ გადის დრო და ის ამატებს: "ეს დღეც ჩავარდა!". მგონია, რომ ამ ქალში უამრავი სასოწარკვეთილი ადამიანის სიტყვა შეერთდა. სევდიანი დარაჯები, მიტოვებული ქარხნების, ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს რომ სეირნობენ აღმა-დაღმა ხრიოკ მიწაზე. ნესტიან საერთო საცხოვრებლებში მომწყვდეული ადამიანები კიბოს ქსოვილებით დაფარული ძვლებით, დასიებული ფეხებით, დამპალი კანით, ცარიელი კუჭით, დაკრძალვის ყოველწუთიერი შეგრძნებით თავში. საბარგო მანქანაში გამოკეტილი დევნილი ბავშვები, რომელთაც გადაზიდავენ უცნობია სად. ვეტერანები, დაკარგული კიდურების ხრწნაშეპარული კიდეებით. დაკეტილ სოფელთა უკანასკნელი მკვიდრნი ნისლიდან მოსულ სიკვდილთან პირისპირ. ის ლაპარაკობს იმათ მაგივრად, ვისი ენერგიაც დაიკარგა, ვისი ემოციებიც საბოლოოდ დაკონსერვდა დროში. ლაპარაკობს აწმყოს მინის მიღმა მოწყენილად მჯდომთა მაგიერ, ვინც გასცქერის წარსულისა და მომავლის სევდიან პეიზაჟებს, ვინც მიხვდა რომ იმდენად უნიათო და უშინაარსოა ყველაფერი, რომ შეუძლებელია რამე შეიცვალოს. არ გადის დროა და ის ამბობს: "ერთადერთი რაც გვინდა ბედნიერების ილუზიაა და რამდენიმე წუთი, როცა სამყარო ამ ილუზიაში დაგვარწმუნებს. რა გვემართება როცა ის ქრება?" 

ამ ქალს ვუყურებდი და ჩემი თვალები იყვნენ ჭრილობები, რომლითაც ვკითხულობდი მის ტკივილებს, ასე ნაცნობს ჩემთვის. ვკითხულობდი მათ დამარცვლით, უხმაუროდ. ვცდილობდი შევსულიყავი მის მდგომარეობაში, როგორც გაპარტახებულ, ბეტონის ცივ ბინაში, საიდანაც უბადრუკი ხედი იშლებოდა. შევდიოდი და გამოსასვლელს ვეღარ ვპოულობდი. შიში მიპყრობდა. ვფიქრობდი, ნეტავ ვისთვის არის განკუთვნილი ეს შამპანურივით გახსნილი პერსპექტივები, პირზე რომ აკერიათ პოლიტიკოსებს. ვის ჭირდება ეს გახედნილი ტენდენციები, რომელსაც ტრაკის ქიცინით მიუყვებიან გადაპრანჭულ ბრიყვთა ჯოგები.

როგორმე უნდა მოიგონო ის, რაც გადაგარჩენს. მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი სიგიჟეა, რომელიც გეხმარება სრულ ჭკუაზე დარჩე.

"ენა დაუჭირე" - უყვიროდნენ და გარს ეხვეოდნენ. ასე მის პირში ოცდაათამდე თითი და შესაბამისად სხვადასხვა გემო გაჩნდა: მარწყვის და სპერმის, ახლადშელესილი კედლისა და მათეთრებლის, ბეზინის თუ სპირტის. მაგრამ ვერავინ შეძლო მისი გადარჩენა. როგორც მერე თქვეს, კაიფში გაიპარაო. შავ მდინარეს აუყვაო, რომელსაც ზედ ებნია სოკოსავით შეგროვილი ქალაქის ნათებები. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ. უხეშმა რეალობამ გადაყლაპა ენა. დაფარულში გადაამუშავა, შემდეგ საჯარო სივრცეში მოინელა. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს განავალში ქექვას?
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული