• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მოდერნის შემდეგ

×
ავტორის გვერდი თინათინ მჭედლიძე 00 , 0000 2485
„მე ვასკვნი, რომ ხელოვნების ნამდვილი მცოდნე და შემფასებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც ის მოკლებულია მნიშვნელობას“.(იუნგი)
 
თანამედროვე ხელოვნებაში სიმულაკრულია სექსის იდეა და ჩვენი ალისებად ქცევა ზღაპრულ სამყაროში. სიმულაკრულია ჰოლივუდური ღიმილი და საკუთარი სხეული, მაგრამ სანამ „რობოტების ქალაქში“, ზობმირებულ დისნეი ლენდში(უმბერტო ეკო) მოვხვდებით, ჯერ რიგი უნდა დავიცვათ. რიგი გრძელია, რადგან ადამიანია ბევრი. ისინი სხვა სამყაროს ელოდებიან, უტოპია ხელმისაწვდომია. გადაგვარებული უტოპიააო, ეკომ, იკონიზმის სამყარო, სადაც ტოტალური სიყალბე ნებადართულია.
 
შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ პოსტმოდერნის განსაზღვრება „ფლეიბოიში“ დაიბეჭდა. ამ ეპოქაში ინოვაციებს არ უნდა ველოდოთ. ის მთელი რიგი წვრილმანებითაა სავსე, იწყება იქ, სადაც მთავრდება მთლიანი. ლიოტარმა ტერმინ პოსტმოდერნში ჩავარდნა შემოიღო, რითაც თავისი პერიოდის ფონს გაუსვა ხაზი. ეს კონსუმერული ანუ სამომხმარებლო ეპოქაა. ის იძლევა ცოდნის კომერციალიზაციას.
აბსტრაქტული ექსპრეციონიზმიდან და პოპ–არტიდან მოდერნიზმი პოსტმოდერნში გადადის.
 
მოდერნისტული ხელოვნება ეპისტემოლოგიურია, პოსტმოდერნისტული – ონტოლოგიური (ბრაიან მიშელი).
 
მკვლევარს იმის თქმა უნდოდა, რომ პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმისგან ისტორიულ–შედეგობრივად დაიწყო, მთავარი, რაშიც ის მოდერნიზმს უარყოფს, არის ეგზისტენციალურ კითხვებში ჩაღრმავება. აღარ შეისწავლის შემეცნების თეორიის საფუძვლიანობას. თუ ნიცშესგან ღმერთის სიკვდილი ტრაგედიად აღიქმებოდა, ამჯერად პოსტმოდერნულ ხელოვნებას ეს ნაკლებად ადარდებს.
ონტოლოგია მეცნიერებაა ყოფიერების არსზე. ის სამყაროს თეორიული აღწერაა. ერთადაა სამეცნიერო და პოსტმოდერნული ფიქცია. ორივეს აქვს თავისი მთავარი ინტოლოგიური პოეტიკა. მაგრამ მათ შორისაცაა პარალელი. ზღვარი კარებზე გადის. დეტალების აღწერა აღარაა საჭირო. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე და დროზე ინფორმაციის მოძებნა და რომანი დეტალურობისგან დაცლილია.
პოსტმოდერნიზმი ეხება დუალისტურ ონტოლოგიას. სამეცნიერო რომანი არის ის, რაც დეტექტიური რომანი იყო მოდერნიზმში. ისტორიულ ნოველაში კი ხალხს აინტერესებს დაგეგმარებული სამყარო, მისი მოშლის მექანიზმები და სხვა.
 
მისი ტექსტის აგების ძირითად პრინციპად მიიჩნევენ ნონსელექციის ცნებას, ანუ ენობრივი და სხვა ელემენტების წინასწარ შერჩევაზე უარის თქმას და ტექსტის აგების კოლაჟისეულ ხერხს. უკვე სამყარო აღიქმება როგორც ქაოსი, სადაც ღმერთი, მეფე, ადამიანი, გონება, სახელმწიფოებრივობა, ენა, ისტორია, დრო, სივრცე აბსტრაქტული ცნებებია. ამგვარად, იქმნება ქაოსი და მკითხველი ვერ უნდა მიხვდეს, თუ როგორ განვითარდება ტექსტი.
 
პოსტმოდერნიზმი გლობალიზაციას მიადგა. მისი სფერო მასშტაბურია და ლოკალურობას სცდება. იღებენ ფილმებს, სადაც უცხოპლანეტელები გვიტევენ და მთელი მსოფლიო საერთო მტრის წინაშე ერთიანდება. შემთხვევითი არაა, ნიუ–იორკული არქიტექტურა, მინის ნაგებობები ერთმანეთში გადადიან და შენობა–შენობაში ითქვიფება.
 
დებულებამ, რომლის თანახმადაც, ისტორია და საზოგადოება შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ტექსტი, განაპირობა კულტურის, როგორც ერთიანი ინტერტექსტის აღქმა. ამ შემთხვევაში ავტორი და მკითხველი მკვდრები არიან და მათი ცნობიერება ციტატებისგან შედგება. ანუ სამყაროში უკვე ნათქვამია ყველაფერი ყველაფრის შესახებ, პოსტმოდერნიზმი მოკლებულია ინოვაციებს და ტექსტი იქმნება კალეიდოსკოპის პრინციპით.
პოსტმოდერნი ნაკლებადაა სკანდალური და თავისი უფლებების დამცველი. მისთვის ჭეშმარიტება პირობითი ცნებაა და არც ძველ მწერლობას უარყოფს, როგორც ამას მოდერნისტები აკეთებდნენ. აქ უკვე სინამდვილე მხოლოდ წარმოდგენაა სინამდვილის შესახებ და ის შერჩეულ თვალთახედვაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა სტილი და ჟანრი ერთ ტექსტში ერთიანდება. პოსტმოდერნული ტექსტი არის ფესვთა ჯგუფი, რომელსაც ღერო არ აქვს.
თუმცა ეს განსაზღვრებები ზოგადია. ასევე ქვემოთაა მოდერნი პოსტმოდერნისგან განსასხვავებელი ცხრილი. შენიშვნა: თუ დააკვირდებით, ამის მიხედვით, ავანგარდი მოდერნიზმის კუთვნილება არ არის.
 
 
 
„პოსტმოდერნს“ განიხილავენ, როგორც ახალ ტექნოლოგიათა ეპოქას, კოსმიურ იდეოლოგიას, მეორენი ამ ნიშნით სწორედ ტექნოლოგიათა მოზღვავებას ემშვიდობებიან, მათთვის პოსტმოდერნი „მწვანეთა“, ეკოლოგთა, ალტერნატიულთა იდეოლოგიაა.“(ვოლფგანგ ველში)
 
პოსტმოდერნი შენელების პერიოდია. ჩემთვის მოდერნულია ის ხელოვნება, რომელიც თავის „მცირე ტექნიკას“ წარმოაჩენს იმისთვის, რომ წარმოუჩენელი არსებობს. მალევიჩის თეთრი კვადრატი შეიძლება დავინახოთ იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს რამის დანახვა. პოსტმოდერნი არ არის მოდერნის დასასრული, არამედ მისი დასაბამი. „ავანგარდი მილიტარული ქვეტექსტით. (ჟ.ფ. ლიოტარი).
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული