ჟურნალისტი ხართ და გაქვთ კითხვები განათლების სამინისტროსთან? რიგითი მოქალაქე ხართ და წყურვილი გკლავთ, ონლაინ ესაუბროთ მთავრობის წევრებს? მასწავლებელი ან მოსწავლე ხართ და გაინტერესებთ, რა სიახლეებია საგანმანათლებლო სისტემაში?
მაშინ გაიცანით რობო-კოკა,
ბატონი კოკა სეფერთელაძის ციფრული კლონი – სამამულო წარმოების პირველი, ჭეშმარიტად ქართულენოვანი ჩეთ ბოტი.
ჩვენ სპეციალურად ავაციფრულეთ კოკა სეფერთელაძის ცნობიერება იმისათვის, რომ მან გიპასუხოთ ყველა საჭირბოროტო კითხვაზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ.
ინტერაქციის ასეთი სისტემა ნელ-ნელა უკვე ინერგება მსოფლიო აბლაბუდაში – კომპანიები იყენებენ ბოტებს, რათა მან მომხმარებლებს აუწყოს კომპანიის სიახლეები, პორნო-საიტები ქმნიან ვირტუალურ გოგოებს, რომლებიც არასოდეს დაიზარებენ თქვენთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს, ჩვენ კი გვეყოლება მინისტრის მოადგილე, რომელიც ყველა მოქალაქეს უშუალოდ ესაუბრება.
რობო-კოკა ციფრული დემოკრატიის ახალი ნიმუშია.
ადვილად ხელმისაწვდომი, დაუღალავი ხელოვნური ინტელექტი,მოთავსებული თქვენს მონიტორზე -- ხალხისა და ქვეყნის სამსახურში.
შეეცადეთ, ქართული შრიფტით ესაუბროთ რობო-კოკას, არ გამოიყენოთ უწმაწური სიტყვები და თუ საშუალება გაქვთ, გახსენით ლინკი Google Chrome-ში, რათა დიზაინი ადეკვატურად გამოჩნდეს ეკრანზე.


