• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მოცარტი იყო წითელი

×
ავტორის გვერდი მიურეი როთბარდი 14 მარტი, 2018 2449

 

მთარგმნელი: შოთა თხელიძე

მორალის პიესა ერთ მოქმედებად

 

თანამედროვე მდიდრული აპარტამენტი ნიუ-იორკში, ზემო ისთ-საიდში.  ტროპიკული მწვანე კედლები სპირტიანი სასმელის სუნითაა გაჟღენთილი. დივანი, რამდენიმე სავარძელი და გრძელი სკამები ისეა მოწყობილი, რომ მათზე კომფორტულად დაჯდომა ვერავინ მოახერხოს. საზურგეზე მიყრდნობის შემთხვევაში რვა ფუტზე დაბალი ადამიანი იატაკს ფეხს ვერ შეახებს. მაშასდამე ოთახში მყოფისთვის მხოლოდ ორი ალტერნატივაა:

1.      სახიფათოდ ჩამოჯდეს დივანის ნაპირზე ან სავარძელზე და ერთი ხელი საზურგეზე ჩამოდოს ან

2.      ტერფები თეძოებამდე აწიოს და ფეხებმოკეცილი დაჯდეს.

აპარტამენტის მფლობელ კარსონ სენდისთვის ეს არჩევანი პრობლემას არ წარმოადგენს. ის ახლა ფეხებმოკეცილი ერთ-ერთ გრძელ სკამზე ზის და მუნდშტუკი ზემოთ აუწევია. მისი ეს პოზა ადამიანების მიმართ დამცინავი ზიზღის, მტრული განწყობისა და მაშასადამე, რაციონალურობის და მაღალი რომანტიკული სტანდარტების გამომხატველია.

კარსონი პატარა ქალია, რომელსაც სწორი თმები სახის ერთ მხარეს გადაუწევია. მისი ფიგურა შეიძლება აღიწეროს, როგორც პროტოპლასტიკური და ამორფული. მისი ასაკი გაურკვეველია, მაგრამ ორმოცდაათს გადაცილებული იქნება. მოდის ასამაღლებლად, ის უფორმო, ეპოლეტებიან კოსტიუმს ატარებს (მოსკოვი 1925). მისი თვალები მძივისებრია, მზერა დაჟინებული, გაუნძრევლად ზის და მუდამ შეტევისთვისაა მზად.

კარსონმა სახელი ერთი ნოველის ავტორობით მოიხვეჭა, რომლსაც დიდწილად მასში აღწერილი, მისივე გაუპატიურების სცენის გამო დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ. ის დარწმუნებულია, რომ მისი პოპულარობა მასის მიერ მისი ფილოსოფიური მესიჯების მხარდაჭერითაა განპირობებული.

მარჯვნივ, ასევე მოკეცილები, მისი ორი მოწაფე, ჯონათანი და გრეტა ზის. ისინი ოც წელს გაცილებულნი არიან, მაგრამ უკვე ეტყობათ პატრონის ქედმაღლობის აშკარა გავლენა. ჯონათანს ცხვირი გამუდმებით 45 გრადუსით დაუხრია, ხოლო სწორი ყავისფერი თმები წინ თეთრად გაუღიავებია.

გრეტა საკმაოდ ქერა და მუქკანიანი. კარსონთან არანაირი ფიზიკური მსგავსების მიუხედავად, ისიც მსგავს მუნდშტუკს და თხელ ასანთის კოლოფს ატარებს. მაგრამ მუნდშტუკი იმავე გრაციუზულობით ვერ დაუჭერია.

დივანის მარჯვენა ბოლოში მძინარე ჯორჯ კელი წევს. ჯორჯი მაღალი, გამხდარი კაცია. მის ერთ დროს ლამაზ სახეზე, მუდმივად დიდი თავაზიანობა, სისუსტე და მოწყნებილობა აღბეჭდილა. ჯორჯი კარსონის მეუღლეა. უკან ცენტრში რადიო-ფონოგრაფი, 27 ინჩიანი ტელევიზორი დგას. მის წინ დახვეულ შავ-ნაცრისფერ, ძვირფას კატას ალფონსო III-ს მოუკალათებია.

ტელევიზორის გვერდით, ბუხრის თავზე, ჩარჩოში ჩასმული ჯონათანის და გრეტას ფოტოებია, კარსონის ხელმოწერით.

გრეტას მზედ მიუწერია: „მადლობა კარსონ, მთელი სამყაროს ჩუქებისთვის“. ჯონათანს კი კეკლუცად დაუმატებია: „ქალს, ლამაზი კატით“.

კეით ჰეკლი, სასიამოვნო, სერიოზული, კარგად ჩაცმული 25 წლის ახალგაზრდა, ისტორიის ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტი, ყოყმანით მარცხნიდან შემოდის. ჯორჯი გამოიღვიძებს და მასთან რამდენიმე ნაბიჯით აღმოჩნდება.

ჯორჯი: აქეთ, გთხოვთ.

ჯორჯი კეითს ოთახში შეუძღვება.

ჯორჯი: კეით ჰეკლი - ჯონათანი, გრეტა და ... კარსონ სენდი.

ჯონათანი და გრეტა შეუმჩნევლად თავს უკრავენ. კარსონი მისალმების ნიშნად ხელს შლის და კეითს დივანზე დასაჯდომად მიუთითებს. მარჯვნივ ჯორჯი ძილს აგრძელებს.

კარსონი:(სუაბრობს ძლიერი რუსული აქცენტით, მაგ: მისი თ ისმის, როგორც ს) მისტერ ჰეკლი, მოხარული ვარ, რომ ჩემთან მოსვლა შეძელით.

კეითი: მადლობა, აჰ (დაბნეულია, ვერ გაუგია კარსონს მის-ით თუ მისის-ით მიმართოს)... მის სენდ. (პაუზის შემდეგ) მინდა გითხრათ რაოდენ მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩემი ნახვა ისურვეთ.

კარსონი: ოჰ, კეით, როგორ შემეძლო არ მეთხოვა თქვენი აქ მოსვლა, მას შემდეგ რაც ასეთი დიდებული წერილი გამომიგზავნეთ ჩემი ნოველის შესახებ.

კეითი: ოჰ, არაფერია.

კარსონი: (უკმაყოფილოდ) ოჰ?

კეით:(ცოტა დაბნეული) მინდა გითხრათ მის სენდ, რომ თქვენი წიგნი შთაგონება იყო. „ზევსის წარბი“ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნოველაა, რაც წლების განმავლობაში წამიკითხავს.

(შეშფოთებული და დაუჯერებლობის წამოძახილები ჯონათანისა და გრეტასგან. მართლაც, ჯონათანი და გრეტა ავისმომასწავებელ სიმღერას ღიღინებენ, რუსულ-კანადური აქცენტის შეპარვით.)

გრეტა: (მკვახედ) მისტერ ჰეკლი, თქვენ თქვით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნოველაო?

კეით: (დაბნეული) რატომ... დიახ.

ჯონათანი:(ბოროტად) შეგიძლია გვითხრა იმ ნოველის სახელი, რომელიც ოდნავ მაინც შეედრება „ზევსის წარბს“?

კეითი: (გაოფლილი) მე ნამდვილად არ -

ჯონათან: თუკი არის რამ, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით, მისტერ ჰეკლი, ეს ენობრივი უზუსტობაა. თქვენ თქვით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნოველა - რომელია სხვები?

კეითი: მე - ჰემინგუეი საკამოდ შთამბეჭდ...

ჯონათანი და გრეტა:(უნისონში) ჰემინგუეი! კარგი ღმერთო (სწარაფდვე)

ჯონათანი:(დაბალი, სწრაფი, რიტუალური ბუტბუტით) რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვამბობთ „ღმერთს“, ჩვენ არ ვგულისხმობთ ამ კონცეპტს. ჩვენ მას, როგორც იდიომატურ მეტაფორას ვიყენებთ.

კარსონი:(მალავს შინაგან მძვინვარებას) ოჰ, კეით, ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ჰემინგუეის დაწერილ ყველა სტრიქონში სიკვდილის წანამძღვრები მოსჩანს?

კეითი: ადმაინის ბრძოლა ხარის წინააღმდეგ, მომენტი -

ჯონათანი: ჰემინგუეი არის ანტისიცოცხლე, ანტიგონება, ანტირეალობა.

კარსონი:(ნაზად შესცქერის ჯონათანს) ჯონათან, გრეტა. ვფიქრობ მისტერ ჰეკლის მეტი შანსი უნდა მივცეთ. ბოლობოლო მას „ზევსის წარბი“ მოსწონს და ეს დიდი პლუსია.

გრეტა: დიახ, მართალი ხარ კარსონ.

ჯონათანი: რა თქმა უნდა, კარსონ.

კარსონი:(კეითს უბრუნდება) კეით, სიგარეტი ხომ არ გნებავთ? აი, ძალიან რაციონალური ბრენდი.

კეითი:(ცოტაგაოგნებული) „რაციონალური“ (უმნიშვნელო პაუზა) ოჰ, უკაცრავად, მადლობთ, არ ვეწევი.

(დაგმობის შეძახილები ჯონათანისა და გრეტასგან)

გრეტა: (გაკილვით) არ ეწევით? რატომ?

კეითი: მოკლედ ... იმიტომ, რომ არ მომწონს.

კარსონი:(შეკავებული მრისხანებით) არ მოგწონთ! თქვენ უბრალო სუბიექტურ სურვილებს და გრძნობებს ნებას აძლევთ გონის და რეალობის გვერდით დადგნენ?

კეითი: (გაოფლილი) რა თქმა უნდა, მის სენდ, სხვა რა მოწევის შესაძლო მოტივები უნდა გქონდეს, გარდა უბრალოდ მოწონებისა?

(შეშფოთებული და გაბრაზების გამოძახილები, გრეტას, ჯონათანისა და კარსონისაგან, „ოჰ“, „აჰ“ და ა.შ.)

ჯონათანი: (მიჯრით) მისტერ ჰეკლი, კარსონ სენდი არასდროს, არასდროს აკეთებს რაიმეს მისი სუბიექტური გრძნობებით, მხოლოდ გონით, რაც გულისხმობს რეალობის ობიექტურ ბუნებას. თქვენ უხეშად შეურაცხყოფთ ამ დიდ ქალბატონს, მის თავაზიანობასა და სტუმართმოყვარეობას. (ჯდება)

კეითი: მაგრამ ... მაგრამ ... რა შესაძლო გონი შეიძლება იყოს ...?

კარსონი: მისტერ ჰეკლი, რატომ გაურბიხართ აშკარად ცხად ფაქტს? მოწევა არის სიმბოლო ცეცხლისა გონებაში, სიმბოლო იდეების ცეცხლისა. ის, ვინც უარყოფს მოწევას, იდეებისა და გონების მტერია.

კეითი: სიმბოლო? მაგრამ მაშინ ასანთი უფრო დიდი სიმბოლო ...

(მრისხანების, სიბრაზისა და გაღიზიანების წამოძახილები)

ჯონათანი:(მიჯრით, ბოლთის ცემით) საკამრისია! როგორ ბედავთ კარსონ სენდის ასეთ ხულიგნურ დაცინვას? შენ ღმერთს არ უნდა დასცინოდე!

კარსონი:(კიდევ ერთხელ დამშვიდებულად) მოიცადე ჯონათან, გვაცადე მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე. შესძლოა მისი პრობლემა უფრო ღრმა საფეხურზეა.

ჯონათანი: რა თქმა უნდა, კარსონ. (ჯონათანი უკან ბრუნდება და ჯდება)

კარსონი:(უბრუნდება მთლიანად დასუსხულ კეითს) ახლა, კეით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაციონალისტი ხართ?

კეითი:(კვლავ დაბნეულად) მე - მე, ეს ძალიან რთულია ...

კარსონი: მიდი, მიდი, არ მიგაჩნია გონი, როგორც საკუთარი აბსოლუტი?

კეითი: კი, მაგრამ მე - ეს დამოკიდებულია თუ როგორ განვსაზღვრავთ რაციონალიზმს. ვფიქრობ -

ჯონათანი:(მიჯრით, ბოლთის ცემით) რაციონალისტი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ექსკლუზიურად მისი გონით, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი გონების ძალით შეეჭიდოს რეალობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ის მისი გონების ძალით ფიქრობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის საკუთარი ძალით ფიქრობს, რაც გულისხმობს ...

კარსონი: მოიცადე ჯონათან. (ჯონათანი წყვეტს ბოლთის ცემას და ჯდება) კეით, ხართ თუ არა რაციონალისტი?

კეითი: მე ვადასტურებ გონს და - და ფიქრს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად არ ვარ დარწმუნებული რას -

კარსონი:(აწეული ხმით) მისტერ ჰეკლი, ჩვენ ძალიან მომთმენნი ვართ თქვენს მიმართ, რადგან „ზევსის წარბის“ მოყვარული ხართ და დიდი თავაზიანობას და მხარდაჭერას ვიჩენთ. მოდით, ასე გკითხავთ: მისტიკოსი ხართ? (ეს შეკიხთვა თვალების ხამხამითდა ხმაში აშკარა სიძულვილით წარმოთქვა)

კეითი: მისტიკოსი? რატომაც არა, მე არ მჯერა ბუდისტი ბერების ან ...

კარსონი:(აღშოფოთებული იკლაკნება) ოჰ, მართლა, კეით, მე ვცდილობ სერიოზული საუბარი წარვამრთო თქვენთან.

კეითი: დიახ, კი, მაგრამ -

კარსონი: გთხოვთ, მოითმინეთ და არ შემაწყვეტინოთ შუა ფიქრისას,

კეითი: უკაცრავად, მე -

კარსონი: რა თქმა უნდა, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ მე სახვევებში გახვეულ, დაგრეხილ, კეთროვან, უქნარა აზიელს არ ვგულისხმობ. ეს ყველაზე აშკარა და მყვირალა მისტიციზმის სახეობაა.

კეითი: ვიცი, ლოს-ანჯელესი სავსეა გაფუჭებ...

ჯონათანი:მისტერ ჰეკლი, რატომ ჯიუტობთ კვლავ და კვლავ, გააზრებულად და წინასწარგანზრახულად რატომ გაურბიხართ მის სენდის გულწრფელ ღია კითხვებს? ჩვენ ორივემ ვიცით რომ აღარ შეგიძლიათ.

კეითი: მომხედეთ, მე არ ვიცი რაზე საუბრობთ -

კარსონი: კეით, მარტივად რომ ვთქვა, მისტიკოსი არის ის, ვინც სხვა ნებისმიერ რამეს ნებას რთავს მის გონსა და რეალობას შორის ჩადგეს. ის, ვინც მის გონზე მაღლა რამეს აყენებს. ხვდებით?

(არაკომფორტული პაუზა)

ჯორჯი:(დივანიდან ოდნავ თავს წამოწევს) რელიგიური ხართ კეით?

კეითი: (მადლიერი მზერით ჯორჯისკენ) ოჰ, რელიგიური ვარ თუ არა? მე მგონი ძალიან არა, ეკლესიაში წელიწადში ორჯერ მივდივარ, შობას და აღდგომას. იცით, რელიგია ძალიან პატარა როლს თამაშობს ჩემ ცხოვრებაში.

(სიჩუმე უფრო ღრმა და ავისმომასწავებელია. შრიალის ხმა გრეტას მხრიდან მოდის)

გრეტა: ორჯერ, ამბობს.

(გრეტა ჯონათანს უბრუნდება)

გრეტა: იცი, საიდანაა?

ჯონათანი: რა თქმა უნდა, ეს „ზევსის“ პასაჟია, გვერდი 236, პარაგრაფი 2, სადაც ნათლდაა ეს სინდრომი აღწერილი.

გრეტა: ხედავ როგორ ცდილობს ჩვენი და თან მისტიკის გულის მოგებას?

ჯონათანი: რა თქმა უნდა.

კეითი: მომხედეთ, არ ვიცი ასე მწარედ რატომ განიცდით რელიგიას.

კარსონი: კეით, ჩვენი გრძნობები აქ არაფერ შუაშია. ჩვენი გონი გვეუბნება, რომ რელიგია ბოროტებაა.

ჯონათანი: (მიჯრით, ბოლთის ცემით) რელიგია ბოროტებაა, რაც ნიშნავს ანტიგონებას, რაც ნიშნავს ანტისიცოცხლეს, რაც ნიშნავს ანტიგონს, რაც ნიშნავს ანტირეალობას. (ის კვლავ უკან ჯდება)

კარსონი: (ნაზად შეხედავს ჯონათანს). ყოჩარ, ამხანაგო.

კეითი: კი, მაგრამ, ხომ გითხარით, რომ რელიგიას სერიოზულად არ ვიღებ.

(ოთახში ჩამოწოლილი პაუზა მომაკვდინებელია)

კარსონი: (აფეთქდება, წამოდგება და წამოიძახებს) ღმერთო ჩემო, ჩვენ აქ სიცოცხლისა და სიკვდილის თემებზე ვმსჯელობთ და ის არც კი ... ოჰ!!! (კარსონი უკან სავარძელში განრისხებული ჯდება)

გრეტა:(ხმაში ოდნავი მუქარით) მისტერ ჰეკლი, რამეს თუ იღებთ სერიოზულად?

(კიდევ ერთი გრძელი პაუზა)

(კეითი დგება, რომ წავიდეს. კარსონი ბოლოჯერ იკრებს მოთმინებას და აჩერებს მას)

კარსონი: მოიცადეთ, მისტერ ჰეკლი, ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია თქვენ პრობლემას ესთეტიკის კუთხით მივუდგეთ. რომელი კომპოზიტორები მოგწონთ, მაგალითისთვის?

კეითი: (უკან ჯდება, ცოტა დამშვიდებული) ცნობილები. იცით, მე არ ვარ მუსიკის დიდი -

კარსონი:(სწრაფად) გასაგებია, არაუშავს. შენი გემოვნება შენ მუსიკალურ წანამძღვრებს ააშკარავებს.

კეითი: (დაბნეული) ოჰ, მომწონს ბეთჰოვენი, ბახი, მოცარტი, სტანდარტული -

გრეტა: ოჰ!

კარსონი: კეით, როგორ შეგეძლოთ? მე, რომელმაც ვიცი გარყვნილების სიღრმე, რომელშიც ადამიანები ჩაძირულან, მეც კი ვეკითხები ჩემ თავს, როგორ შეუძლიათ მათ? ბეთჰოვენი, მოცარტი, ნატურალიზმის სიმყრალე, ვისი მთელი შემოქმედებაც ღირებულებების გათელვაა, ვისი ყველა ნოტი ღვარძლიანი სამყაროსგამომხატველი სიმბოლოებია!

კეითი: (განცვიფრებული) ღვარძლ...?

კარსონი: ოჰ, კეით, ნუთუ არ შეგიძლიათ დაინახოთ მათ ყოველ მუსიკაში სიცოცხლის სიძულვილი?

ჯონათანი: მისტერ ჰეკლი, თქვენ კარსონ სენდს თქვენ წერილში მიწერეთ, რომ მოგწონთ „ზევსის წარბი“ რადგან ის უარყოფს კოლექტივიზმს და ტოტალიტარიზმს.

კეითი: (აინთება) დიახ, დიახ, ზუსტად, მე -

ჯონათანი: გონების სახელით ნუთუ არ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ მოცარტი ღვარძლიანი სამყაროს წანამძღვრების გამოხატვით, დგება იმ მხარეს, რომელსაც კოლექტივისტები უჭერებ მხარს და რომელიც თქვენ ასე გეზიზღებათ? ისინი ანტიგონების და ანტისიცოცხლის ნაწილნი არიან.

კეითი: (განცვიფრებული) გინდათ მითხრათ, რომ მოცარტი კოლექტივისტი იყო?

კარსონი: ოჰ, არა, არც ასე პრიმიტიულად. მაგრამ წანამძღვრების სისტემა ურთიერთდაკავშირებულია უფრო ღრმად და მაშასადამე, უფრო მნიშვნელოვან დონეზე. ხვდებით?

(კეითი, რომელიც უფრო და უფრო დარწმუნებულია, რომ უნდა წავიდეს, ნელ-ნელა ადგომას იწყებს)

(ჯორჯი წამოდგება და კეთილი ტონით იჭერს მას)

ჯორჯი: კეით, ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით ყოველ ახალ ადამიანს, ვისაც ვხვდებით, მის საყვარელ პერსონაჟზე „ზევსის წარბიდან“. თქვენი რომელია?

კეითი: ოჰ, მე ჯო ფონტანა მომწონს!

კარსონი, გრეტა, ჯონათანი:(უნისონში) ჯო ფონტანა !!!

კეითი: დიახ, რატომ?

კარსონი:(მშვიდად) რატომ შეარჩიეთ ის, კეით?

კეითი: ის კარგის მხარესაა, თავისუფლების მხარეს, ის კარგი, ნათელი, კარგი ბუნების, თავაზიანი ტიპია.

კარსონი: ოჰჰჰჰ!!! (აღარ შეუძია შექმნილი მდგომარეობის ატანა, დგება და სცენიდან მარჯვნივ გარბის)

გრეტა: (მომაკვდინებელი მუქარის ტონით) ჯო ფონტანა! ჩვეულებრივი, მესამე ხარისხოვანი კაცი. და ის ამოარჩიეთ ისეთი გმირებიდან, როგორებიც კარლ ქრეინი ან სებასტიან დელ რეია?

კეითი: მათაც არაუშვათ, მაგრამ ისინი ცოტა ხისთავიანებად და ერთგანზომილებიანებად მომეჩვენნენ. ისინი -

ჯონათანი:(დგება და კეითს მიმართავს) საკმარისია! კეით ჰეკლი, თქვენ გქონდათ იშვიათი შესაძლებლობა საღამო გაგეტარებინათ უდიდეს გონებთან, რასაც კი ოდესმე იმედოვნებთ, რომ შეხვდებით: კარსონ სენდთან, გრეტასთან და ჩემთან. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, თქვენ შეხვდით კარსონ სენდს, უდიდეს, ჩვენი და ყველა დროის, ყველაზე ორიგინალურ გონს, უდიდეს ადამიანს, ვისაც უცხოვრია და ვინც შეიძლება იცხოვროს. და როგორ მოეპყარით თქვენ ამ შესაძლებლობას? გარდა ამისა, როგორ მოეპყარით კარსონ სენდს? მე ვიჯექი აქ, როცა თქვენ ირაციონალური და მიუტვებელი ცოდვები ჩაიდინეთ კარსონ სენდის წინააღმდეგ. თქვენ აწყვეტინებდით მას და არ აძლევდით საუბრის საშუალებას. თქვენ ღიად აარიდეთ თავი ყველა კითხვას, რაც კარსონმა დაგისვათ. თქვენ ცადეთ ჩვენ და მისტიკას, ჩვენ და მოცარტს, ჩვენ და ჩვენი საზოგადოების ყველა გარყვნილებას ფეხქვეშ გაგებოდით.

თქვენ აკრიტიკებიდთ, კითხვების დასმის ნაცვლად. თქვენ ხულიგნრად დასცინოდით, სათანადო პატივისცემის გამოხატვის მაგიერ. და ვის? ქალს, რომელმაც სამყაროს მისცა ცოდნა, რომ A არის A და რომ ორჯერ ორი ოთხია. და ბოლოს, თქვენი უზრდელობის შედეგად, თქვენ ეს ქალი მწყობრიდან გამოიყვანეთდა ოთახი დაატოვებინეთ, თქვენი დანაშაულებების დაასრულეთ რა თქვენი საყვარელი პერსონაჟის ჯო ფონტანას დასახელებით, უფერული (ზიზღით), მეორეხარისხოვანი ადამიანის შერჩევით. ამიტომ, მისტერ ჰეკლი, თქვენ სამუდამოდ დაწყევლეთ საკუთარი თავი. თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და თქვენ დატოვებთ აქაურობას ერთადერთი ალტერნატივით, იმ მოთხოვნით, რომ ამ სახლში უკან აღარასოდეს დაბრუნდებით.

(კეით ჰეკლი გაფითრებული შებარბაცდება. მიდის კართან. ჯორჯ კელი მისი ქუდით და პალტოთი ხელში მიუახლოვდება)

კეითი: მისტერ კელი, მომიტევეთ, მაგრამ თქვენ კარგი ადამიანი ჩანხართ. როგორ შეგიძლიათ ეს ყველაფერი აიტანოთ?

ჯორჯი:(რბილად)ასეთები ყოველ ღამე ხდება. ეჩვევა ადამიანი.

კეითი: მაგრამ როგორ შეგიძლიათ ...?

ჯორჯი: წლების შემდეგ იხსენებ, ამ ყველაფერს მარტივად ღებულობ და დივანზე მწოლიარე ათასში ერთხელ სიტყვა “დიახს“ იტყვი ხოლმე. ჯანდაბა, ეს არის ცხოვრება.

 

ფარდები ეშვება

დასასრული

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული