• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გამოფხიზლება

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 05 იანვარი, 2012 2550

მე არ ვარ ის ვინც იცის გზები ცაში

მე ვარ ის ვინც იცის გზები საკუთარ თავში

ამიტომაც ფიქრი ჩემი სახელია.

 

მე ახალგაზრდა კომკავშირელის მონდომებით

ვფილტრავ საკუთარ თავს

მინდა საუკეთესო დარჩეს

სხვა ყველაფერს მოგონებების არქივში მშვიდად ვათავსებ

და ველოდები როდის

გავხდები უფრო ნაკლები

რათა მეტის შეცნობა შევძლო.

 

მე შემოვუარე საკუთარ თავს

და გავჩერდი..

სამთვიანი ფიქრის, შემოქმედებითი კრიზისისა

და რამდენიმე შეუმდგარი ურთიერთობის შემდეგ დავასკვენი

რომ საკუთარი თავით შეპყრობილი ვარ.

რომ საკუთარ თავს ვღეჭავ

და საკუთარ თავს ვსუნთქავ

და ოთახშიც ჰაერზე მეტი ვარ.

როცა სექსი მაქვს, მგონია რომ საკუთარ თავს ვჟიმავ

როცა ვმასტურბირებ, საკუთარ თავს წარმოვიდგენ,

როცა მიყვარდება, საკუთარი თავი მიყვარდება

როცა განშორების ზარი უეცრად ჩამოკრავს

( როგორც ეს ვუდი ალენის ფილმებშია),

ისეც საკუთარ თავს მივტირი.

ყველა მწერალი რომელსაც პატივს ვცემ

სინამდვილეში მე ვარ,

ღმერთი, რომელის სახელის გაგონებაც არ მინდა

ისევ მე ვარ

და ა.შ

 

აქამდე ყველას ვატყუებდი

"მე შენ მიყვარხარ"

"მე შენ მჭირდები"

"ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, როგორც რომეო და ჯულიეტა

როგორც ტრისტანი და იზოლდა

( კონკრეტულ შემთხვევებში ჩემს კედებზე გაცვეთილი შედარებების გამოყენებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია)

როგორც სიდი და ნენსი,

მაგრამ მე შენ არ მოგკლავ

რადგან თვითმკვლელობა არ შემიძლია..

მე ხომ საკუთარი თავით შეპყრობილი ვარ.

 

საბოლოოდ იქამდე მივედი

რომ საკუთარი თავი შემძულდა

ბოლოს და ბოლოს ღრუბლებზე მონარნარეც ხომ

იმიტომ დავივიწყე , რომ ყოველთვის მართალი, გამარჯვებული და წარმატებული იყო

მე კიდევ ასეთ ტიპებს ბავშვობიდან ვერ ვიტან.

ამიტომაც კარგად იყავი გიორგი შონია

მე სეპარატისტულად ვარ განწყობილი

და ავტონომიურად ვიწყებ ცხოვრებას.

 

 

P.S.  ვის ვატყუებ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული