• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ფსიქოზი 4.48

×
ავტორის გვერდი სარა კეინი 05 მარტი, 2018 23940
მთარგმნელი: ნანა გაგუა
 
(ძალიან ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
_მაგრამ შენ მეგობრები გყავს.
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
ბევრი მეგობარი გყავს.
 
რას სთავაზობ შენს მეგობრებს ასეთი მხარდაჭერისთვის?
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
რას სთავაზობ შენს მეგობრებს ასეთი მხარდაჭერისთვის?
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
რას სთავაზობ მათ?
 
(სიჩუმე.)
 
---------------------------------------
 
კონსოლიდირებული ცნობიერება ბინადრობს ჩაბნელებულ საბანკეტო დარბაზში ჩემი გონების ჭერთან ახლოს რომლის იატაკი იცვლება როგორც ათი ათასი ტარაკანი როცა სინათლის სვეტი შემოდის  ყველა ფიქრი ერთიანდება ჰარმონიის წამში სხეული უკვე არ განდევნილი როცა ტარაკნები ჭეშმარიტებას იცავენ რომელიც ოდესმე არავის უთქვამს
 
მქონდა ღამე რომელშიც ჩემთვის  ყველაფერი ნათელი გახდა
ისევ როგორ ავლაპარაკდე?
 
განადგურებული  ჰერმაფროდიტი რომელიც მარტო თავის თავს ენდობოდა ოთახს პოულობს რეალობაში ფუთფუთებს და ითხოვს  კოშმარიდან არასოდეს გამოაღვიძონ
 
და ყველანი იქ იყვნენ
ყველა უკანასკნელი მათ შორის
და მათ ჩემი სხეული იცოდნენ
როცა ხოჭოსავით დავრბოდი მათი სკამების ზურგს უკან
გახსოვდეს სინათლე და გწამდეს სინათლის
სიცხადის წამი მარადიულ ღამემდე
                  არ დამავიწყო
 
-------------------------------------------------------------
 
მოწყენილი ვარ
ვგრძნობ მომავალი უიმედოა და არაფერი შეიცვლება
მოწყენილი ვარ და ყველაფრით უკამაყოფილო
სრულიად არშემდგარი პიროვნება ვარ
დამნაშავე ვარ და ვისჯები
თავს მოვიკლავდი
ადრე ტირილი შემეძლო მაგრამ ახლა ცრემლებიც დამიშრა
ადამიანებისადმი ინტერესი დავკარგე
გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ
ვერ ვჭამ
ვერ ვიძინებ
ვერ ვფიქრობ
ჩემს მარტოობას, შიშს და ზიზღს ვერ ვერევი
მსუქანი ვარ
ვერ ვწერ
შეყვარება არ შემიძლია
ჩემი ძმა კვდება, ჩემი საყვარელი კვდება, ორივეს მე ვკლავ
საკუთარ სიკვდილში ეჭვმიტანილი ვარ
მკურნალობის მეშინია
სექსი არ შემიძლია
ტყვნა არ შემიძლია
სხვებთან ყოფნა არ შემიძლია
იმხელა თეძოები მაქვს
საკუთარ სასქესო ორგანოებს ვერ ვიტან
 
 
4.48-ზე
როცა დეპრესია მსტუმრობს
თავს ჩამოვიკიდებ
ჩემი საყვარლის სუნთქვის ხმაზე
      სიკვდილი არ მინდა
ჩემი მოკვდაობის ფაქტის გამო ისეთი დეპრესიული გავხდი რომ თვითმკვლელობის ჩადენა გადავწყვიტე
      სიცოცხლე არ მინდა
ჩემს მძინარე საყვარელზე ვეჭვიანობ და მის გამოწვეულ არაცნობიერ ფიქრებს ვმალავ
როცა გაიღვიძებს ჩემი უძილო ღამის ფიქრის შეშურდება და  გასაგებად ამეტყველდება მკურნალობის საშუალებით
     ამ წელს სიკვდილი გადავიფიქრე
ზოგი ამას თვით-შეწყალებას ეძახის
(გაუმართლათ რომ მისი სიმართლე არ იციან)
ზოგი ტკივილის უბრალო ფაქტს მიხვდება
ეს  ჩემი ნორმალურობა ხდება
 
--------------------------------------------------------
 
 
100
                                                                        91 
 
          84                   58                                           81
 
                              37
72
                                                      
             69
                                                                              38
                                                                                28     
 44            21           
 
                                                                                    7                                   
 
         
--------------------------------------------------------
 
 
 დიდხანს არ გაგრძელებულა, იქ დიდხანს არ ვყოფილვარ. მწარე  შავი ყავის სმისას ანტიკური თამბაქოს ღრუბლებში სამედიცინო სუნს ვიჭერ და რაღაც მეუფლება  ამ მშვიდ ადგილას  და ორი წლის წინ მიყენებული ჭრილობა გვამივით იხრწნება და გრძელი დამარხული სირცხვილის გრძნობა ღრიალით მოთქვამს მის ტალახიან დამპალ მწუხარებას 
 
არაფრის მთქმელი სახეების ოთახი პირდაპირ ჩემს ტკივილში ესობა, ასე რაიმე ბოროტი განზრახვის მნიშვნელობას თავიდან იცილებს
 
ექიმი ეს და ექიმი ის და ექიმი რა არის ეს ეს ესაა გადის და გაიფიქრა რომ მოსაფსმელად შეირბენდა სადმე. შიშის ცხელ გვირაბში ვიწვი, საკმარისია ჩემი დამცირება როცა მე უმიზეზოდ ვკანკალებ  და სიტყვებზე ვბორძიკობ და არაფერია სათქმელი ჩემს ” დაავადებაზე” რომელიც მხოლოდ იმის ცოდნას უტოლდება, რომ არაფერს აქვს აზრი, რადგან სიკვდილს ვაპირებ.  და ახლა ჩიხში მომწყვდეული ვარ ამ ნაზი ფსიქიატრიული გონების ხმით რომელიც მიმტკიცებს რომ ობიექტური რეალობა არსებობს რომელშიც ჩემი სხეული და სული ერთია. მაგრამ აქ არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ. ექიმი ეს ამას იწერს  და ექიმი ის თანაგრძნობის გამომხატველ ჩურჩულს იწყებს. მაკვირდებიან, განმსჯიან, ჩემი კანიდან მომდინარე დამახინჯებულ მარცხს ყნოსავენ, ჩემი სასოწარკვეთა იკაწრება და ყოვლისმომცველი პანიკა მიპყრობს როცა სამყაროს შეშინებული მივშტერებივარ და მიკვირს ყველა რატომ მიღიმის და მაკვირდება ჩემი მტკივნეული სირცხვილის საიდუმლოს ამოსაცნობად.
 
     სირცხვილი სირცხვილი სირცხვილი
     შენს საშინელ სირცხვილში ჩამხრჩვალი
 
იდუმალი ექიმები, გონიერი ექიმები, ეგზოტიკური  ექიმები,  ექიმები რომლებიც პაციენტები გეგონებოდა დამამტკიცებელ სამხილს  რომ არ წარმოადგენდე, იგივე შეკითხვები დასვი, სიტყვები პირში ჩამიდევი, თანდაყოლილი მწუხარებისათვის ქიმიური მკურნალობა შესთავაზე და ერთმანეთის ტრაკები დაფარეთ სანამ მინდა დაგიყვიროთ, ერთადერთი ექიმი ვინც ოდესმე თავისუფლად შემხებია, ვინც თვალებში ჩამხედა, ვინც დასცინა ჩემს სიცილისაგან გამგუდავ იუმორს ახალგათხრილი საფლავიდან ამოსული ხმით ნათქვამს, ვინც დამცინა თავი რომ გადავიპარსე, ვინც მოიტყუა და თქვა რომ სასიამოვნოა ჩემი ნახვა. გენდობოდი, მიყვარდი, და შენი დაკარგვა გულს კი არ მტკენს, არამედ შენი შიშველი ცხადი  სიყალბე რომელსაც სამედიცინო ისტორიებივით აყალბებ.
 
       შენი სიმართლე, შენი ტყუილები, და არა ჩემი.
 
და სანამ მწამდა რომ განსხვავებული იყავი და შესაძლოა მწუხარებასაც კი გრძნობდი რომელიც შენს სახეზე ციმციმებდა და აფეთქებას იმუქრებოდა, შენს ტრაკსაც ფარავდი. ყველა სულელი მოკვდავი მუტელი.
 
ჩემი აზრით ეს ღალატია. და ჩემი გონება ამ დაბნეული ნაწილების საგანია.
    
ჩემს მრისხანებას ვერაფერი ჩააქრობს.
    
და ჩემს რწმენას ვერაფერი აღადგენს.
 
ეს არაა ის სამყარო რომელშიც ცხოვრებას ვისურვებდი.
 
 
------------------------------------------------------------
 
-რამე დაგეგმე?
 
-ზედმეტ დოზას მივიღებ, მაჯას გადავიხსნი და შემდეგ თავს ჩამოვიკიდებ.
 
-ეს ყველაფერი ერთად?
 
-შეუძლებელია არასწორად იყოს განმარტებული, როგორც ტირილი დახმარებისთვის.
 
(სიჩუმე.)
 
-არ გამოვა.
 
-რა თქმა უნდა კი.
 
-არ გამოვა. ზედმეტი დოზის მიღება ძილს მოგგვრის და მაჯის გასაჭრელად ძალა არ გეყოფა.
 
(სიჩუმე.)
 
-კისერზე ყულფით სკამზე ვიდგები
 
(სიჩუმე.)
 
-მარტო რომ ყოფილიყავი თავს რამეს დაუშავებდი?
 
-მეშინია უნდა დავუშავო.
 
-ეს დაგიცავდა?
 
-კი. ეს შიშია რომ მაკავებს მატარებლის ლიანდაგისაგან. ღმერთის იმედი მაქვს რომ სიკვდილი საშინელი დასასრულია. თავი ოთხმოცი წლის მგონია. ცხოვრებით დავიღალე და ჩემს გონებას სიკვდილი უნდა.
 
- ეს მეტაფორაა, და არა რეალობა.
 
-მსგავსია.
 
-ეს რეალობა არაა.
 
-ეს მეტაფორა არაა, მსგავსია, მაგრამ ასეც რომ იყოს, განმსაზღვრელი ნიშანი მეტაფორის ისაა რომ ის ნამდვილია.
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
-ოთხმოცი წლის არ ხარ.
 
(სიჩუმე.)
 
ხარ?
 
(სიჩუმე.)
 
ხარ?
 
(სიჩუმე.) 
 
თუ ხარ?
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
-ყველა უბედური ადამიანი გძულს თუ განსაკუთრებით მე?
 
-არ მძულხარ. შენი ბრალი არაა. უბრალოდ ავად ხარ.
 
 
-მე ასე არ ვფიქრობ.
 
-არა?
 
-არა. დეპრესიაში ვარ. დეპრესია რისხვაა. აი, რა გაუკეთე, ვინც იქ იყო და ვისაც ადანაშაულებ.
 
-და შენ ვის ადანაშაულებ?
 
-საკუთარ თავს.
 
----------------------------------------------------------------
 
სხეული და სული შერწყმას ვერასდროს შეძლებენ
საჭიროა გავხდე ის ვინც უკვე ვარ და მუდამ ვგოდებდე
 
ამ შეუთავსებლობაზე რომელმაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დამწვა
ამოუხსნელი იმედოვნება ვერ დამეხმარება
 
მე ჩავიძირები დისფონიაში
ჩემი მეს ცივ შავ გუბეში
ჩემი არამატერიალური გონების ორმოში 
 
როგორ დავუბრუნდე ფორმას
ახლა ჩემმა ფორმალურმა აზრებმაც მიმატოვეს?
 
ეს ცხოვრება ვერ გამახალისებს
ისინი შემიყვარებენ იმისთვის რაც მანადგურებს
მახვილი ჩემს სიზმრებში
ჩემი ფიქრების მტვერი
 
უძლურება რომელიც ჩემი გონების ნაკეცებს კვებავს
ყოველ შექებას ჩემი სულის ნაწილი მიაქვს
ექსპრესიონისტი პონი
გაჩხერილი ორ სულელს შორის
მათ არაფერი იციან
ყოველთვის თავისუფლად დავაბიჯებდი
ბოლოს ლიტერატურული კლეპტომანების გრძელ რიგში
აღიარებული ტრადიცია
ქურდობა წმინდა აქტია
გამომეტყველების   დაკლაკნილ ბილიკზე
ძახილის ნიშნების სიჭარბე მოახლოებულ ნერვულ შეტევაზე მიანიშნებს
უბრალო სიტყვა ერთ გვერდზე და დრამაც იქაა
ვწერ მიცვალებულთათვის
არ დაბადებულთათვის
4.48  საათის  შემდეგ ისევ დავმუნჯდები
მივაღწიე დასასრულს მის გაუხარებელ და საძაგელი გონების ამბავს უცხო კარკასში მოთავსებულს  და მორალური უმრავლესობის ღვარძლიანი სულით გამოთაყვანებულს
დიდხანს ვიყავი მკვდარი
უკან ჩემი ფესვებისაკენ
საზღვარზე მდგარი უიმედოდ ვმღერი
მიპასუხეთ გეთაყვა სწრაფად რამდენადაც შესაძლებელია
 
 
--------------------------------------------------------------------
 
ხანდახან მოვტრიალდები და შენს სურნელს ვიჭერ და ვერ ვაგრძელებ არ შემიძლია ამ ჯანდაბის გაგრძელება ამ საშინელი გამომეტყველების გარეშე ასეთი საშინელი ფიზიკური ტკივილის  საშინელი მონატრება შენი და არ მჯერა რომ ამას ვგრძნობ შენთვის და შენ არაფერს გრძნობდე.  ნუთუ არაფერს გრძნობ?
 
(სიჩუმე.)
 
და დილის 6 საათზე გავდივარ სახლიდან და შენს ძებნას ვიწყებ. ქუჩის ან ლუდხანის ან სადგურის ნიშანი თუ მესიზმრა იქ მივდივარ. და გელოდები.
 
(სიჩუმე.)
 
შენ იცი,  თავს მართლა სხვის მიერ მართულად ვგრძნობ.
 
(სიჩუმე.)
 
ცხოვრებაში არასოდეს მქონია პრობლემა რომელიც სხვას აძლევდა იმას რაც მათ სურდათ. მაგრამ არავის შეეძლო ამის  გაკეთება ჩემთვის.  არავინ მეხება, ჩემს ახლოს არავინაა. მაგრამ ახლა შენ შემეხე სადღაც ისე საშინლად ღრმად არ მჯერა და არ შემიძლია  ვიყო ის შენთვის. რადგან ვერ გპოულობ.
 
(სიჩუმე.)
 
როგორ გამოიყურება?
 
და როგორ ვიცნობ მას როცა ვნახავ?
ის მოკვდება, ის მოკვდება, ის უბრალოდ საშინელი სიკვდილით მოკვდება.
 
(სიჩუმე.)
 
რას ფიქრობ შეიძლება არასწორ სხეულში დაიბადო?
 
(სიჩუმე.)
 
შეგეცი. შეგეცი. შეგეცი. ყლეზე დაკიდებისთვის რომ არასოდეს იყავი ჩემთან, შეგეცი რომ თავი მძღნერად მაგრძნობინე, შეგეცი რომ ეს დედამოტყნული სიცოცხლე და სიყვარული გამომწოვე, მამაჩემის დედას შევეცი, იმიტომ რომ დედა მომიტყნა, ცხოვრება დამიმახინჯა და დედაჩემს შევეცი რომ მამაჩემი არ მიატოვა, მაგრამ პირველ რიგში, შენ შეგეცი ღმერთო, ის ადამიანი რომ შემაყვარე, რომელიც არ არსებობს. შეგეცი. შეგეცი. შეგეცი.
 
--------------------------------------------------------------------
 
 
-ხელზე რა დაგემართა?
 
-გავიჭერი
 
-ბავშვობ და ყურადღების მიპყრობას ცდილობ. მოგეშვა?
 
_არა
 
_მოგეშვა? 
 
_არა
 
(სიჩუმე.)
 
_არ მესმის ეს რატომ გააკეთე.
 
_მკითხე
 
_დაძაბულობა მოგიხსნა?
 
(ხანგრძლივი სიჩუმე)
 
_შეიძლება ვნახო?
 
_არა
 
_ შემახედე, ინფექცია ხომ არ შეგეჭრა?
 
_არა
 
(სიჩუმე.)
 
_გავიფიქრე რომ ამის გაკეთება შეგეძლო. ბევრი აკეთებს ამას. ეს დაძაბულობას ხსნის.
 
_ოდესმე გაგიკეთებია?
 
_....
 
_არა. ძალიან შორს ამ დაწყევლილი სიგიჟისაგან და გონიერებისაგან. არ ვიცი ეს სად ამოიკითხე, მაგრამ დაძაბულობას არ ხსნის.
 
(სიჩუმე)
 
_რატომ მეკითხები რატომ?
 
-რატომ გაიჭერი?
 
_გინდა მითხრა?
 
_დიახ
 
_მაშინ მითხარი
 
_მკითხე.
 
_რატომ.
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
_მკლავი რატომ გაიჭერი?
 
_იმიტომ რომ  მაგარი შეგრძნებაა. იმიტომ რომ საოცრად ასწორებს.
 
_შეიძლება შევხედო?
 
_შეგიძლია. მაგრამ არ შეეხო.
 
_(უყურებს) არ ფიქრობ რომ ავად ხარ?
 
_არა.
 
-მე კი. ეს შენი ბრალი არაა. მაგრამ საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. გთხოვ ეს მეორედ არ ჩაიდინო.
 
--------------------------------------------------------------------
 
 
 
მეშინია იმის დაკარგვის რასაც არასდროს შევხებივარ
სიყვარული მონად მამყოფებს  ცრემლების გალიაში
ვიღრღნი ენას რომლითაც მასთან ვერასდროს შევძლებ ლაპარაკს
მენატრება ქალი ვინც არასდროს დაბადებულა
წლებია ვკოცნი ქალს რომელიც ამბობს რომ ერთმანეთს ვერასდროს შევხვდებით
 
ყველაფერი წარმავალია
ყველაფერი ხრწნადია
ყველაფერი მოსაბეზრებელია
 
ჩემი ფიქრი სასიკვდილო ღიმილით მშორდება
ტოვებს შეუფერებელ შფოთვას
რომელიც ჩემს სულში ღრიალებს
არ არის იმედი, არ არის იმედი, არ არის იმედი, არ არის იმედი,
არ არის იმედი, არ არის იმედი, არ არის იმედი.
 
სიმღერა ჩემი შეყვარებულისათვის, ეხება მის არ ყოფნას
მისი გულის მოძრაობა, მისი ღიმილის წინწკლები
გავა 10 წელი იგი ისევ მკვდარი იქნება. როცა მე ამასთან ვცხოვრობ,  მას ვუმკლავდები როცა რამდენიმე დღე გადის როცა მასზე არც კი ვფიქრობ, იგი ისევ მკვდარი იქნება. როცა მე მოხუცი ქალბატონი ვცხოვრობ ქუჩაზე საკუთარი სახელი მავიწყდება ის ისევ მკვდარი იქნება, ის ისევ მკვდარი იქნება, ეს უბრალოდ
დაწყევლილი
 
დასასრულია
 
 და მე მარტო უნდა ვიდგე
 
ჩემო სიყვარულო, ჩემო სიყვარული, რად მიმატოვე?
 
იგი იმ საწოლის ადგილია სადაც არასდროს წამოვწვები
და აზრი არა აქვს ჩემი დანაკარგების სიმსუბუქეში ცხოვრებას
 
მარტოობისთვის გაჩენილი 
არ არსებულის შეყვარება
 
მიპოვე
გამათავისუფლე
სულის მღრღნელი ეჭვისაგან
ამაო სასოწარკვეთისაგან
შიში სიმშვიდეში
შემიძლია ჩემი სივრცე ამოვავსო
ჩემი დრო ამოვავსო
მაგრამ ვერაფერი ამოავსებს ამ სიცარიელეს ჩემს გულში
 
სასიცოცხლო საჭიროება იმისა რისთვისაც მოვკვდებოდი
 
(ჩამოშლა)
 
 
--------------------------------------------------------------------
 
_არავითარი თუ ან მაგრამ.
 
_მე არ მითქვამს თუ ან მაგრამ, მე ვთქვი არა.
 
_არ შეიძლება უნდა არასოდეს უნდა ყოველთვის არა უნდა არა.
 
_მიუდგომელი
 
_დღეს არა.
 
(სიჩუმე)
_გთხოვ. ნუ რთავ ჩემს გონებას ჩემი გამოსწორების მცდელობით. მოისმინე და გაიგე, და როცა სიძულვილს გრძნობ არ გამოხატო იგი, სულ ცოტა ვერბალურად მაინც, სულ ცოტა ჩემთან მაინც არა.
( სიჩუმე.)
 
_სიძულვილს არ ვგრძნობ.
 
_არა?
 
-არა. ეს შენი ბრალი არაა.
 
_შენი ბრალი არაა, სულ ეს მესმის, შენი ბრალი არაა, ეს ავადმყოფობაა, შენი ბრალი არაა, ვიცი ეს ჩემი ბრალი არაა. ამას ისე ხშირად მეუბნები რომ უკვე დავიწყე ფიქრი რომ ეს ჩემი ბრალია.
 
_შენი ბრალი არაა.
 
_ვიცი.
 
_მაგრამ შენ ამას უშვებ.
 
(სიჩუმე.)
 
_შენ არა?
 
_დედამიწაზე არ არსებობს წამალი რომელიც სიცოცხლეს აზრს მისცემდა.
 
_შენ ამ სასოწარკვეთილი აბსურდული მდგომარეობის ნებას უშვებ.
 
(სიჩუმე.)
 
შენ ამას უშვებ
 
(სიჩუმე.)
 
_ფიქრს ვერ შევძლებ. მუშაობას ვერ შევძლებ.
 
_თვითმკვლელობის მერე მართლა ვერ შეძლებ მუშაობას.
 
(სიჩუმე.)
 
_დამესიზმრა რომ ექიმთან წავედი და მან 8 წუთის სიცოცხლე მომცა. ნახევარი საათი ვიჯექი იმ დაწყევლილ მოსაცდელ ოთახში.
 
(ხანგრძლივი სიჩუმე)
 
 კარგი მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი წამლები  გავიკეთოთ, მოდი ქიმიური ლობოტომია გავიკეთოთ, მოდი გავთიშოთ ჩემი ტვინის მაღალი ფუნქციები და ალბათ ცოტახანს მაინც შევძლებ ამ დაწყევლილ სიცოცხლეს.
მოდი ასე მოვიქცეთ.
 
 
--------------------------------------------------------------------
 
აბსტრაქცია მიზნით
უსიამოვნოს
მიუღებლის
არა შთამაგონებლის
შეუღწევადის
 შეუსაბამოს
უპატივცემულოს
არა რელიგიურის
არა მომნანიებლის
ვერ წარმომიდგენია
(ნათლად)
რომ კაცი შვილმა
შეძლო
შეეძლო
უნდა
ან შეძლებს
 და თუ მათ გააკეთეს
არა მგონია
(ცხადად)
რომ მეორე არსებამ
ჩემნაირმა არსებამ
შეძლო
შეეძლო
უნდა 
ან შეძლებს
 
შეუსაბამო
 
ძალიან კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ
არა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე
ირაციონალური
არა შესამცირებელი
გამოუსწორებელი
ვერ შესაცნობი
 
ავის მომასწავებელი
შეშლილი
დამახინჯებული
გათავისუფლებული
ბუნდოვანი მნიშვნელობის
მართალი სწორი ზუსტი
ნებისმიერი ან  ვიღაცა
თითოეული ყოველი ყველა
ლოგიკის ზღვაში ხრჩობა
ეს მახინჯი  პარალიზებული მდგომარეობა
 
ისევ ავად ყოფნა.
 
სიმპტომები: უჭმელობა, უგუნებობა, არა აღგზნებადობა, სასოწარკვეთა, სიკვდილი უნდა.
დიაგნოზი: პათოლოგიური მწუხარება.
სეტრალინი, 50მგ. გაუარესებული უძილობა, სასტიკი შფოთვა, ანორექსია (წონაში დაკლება 17 კგ. -ით),  თვითმკვლელობაზე მეტს ფიქრობ, გეგმები და მიზნები. მომდევნო ჰოსპიტალიზაციის შეწყვეტა.
ზოლფიკლონი, 7,5მგ. ეძინა. მომდევნო გამონაყარის შეწყვეტა. პაციენტმა საავადმყოფოდან წასვლა სცადა სამედიცინო რჩევის წინააღმდეგ. მასზე ორი ზომით დიდმა სამმა მამრობითი სქესის ექთანმა შეაჩერა.ურჩი და თანამშრომლობაზე უარის მთქმელი პაციენტი. პარანოიდი ფიქრები- დარმწმუნებულია რომ საავადმყოფოს პერსონალი მის მოწამვლას ცდილობს.
მალერილი, 50 მგ---თანამშრომლობს.
ლოფეპრამინი, 70 მგ, 140 მგ-ით გაზრდილი, შემდეგ 210 მგ-ით, მიღწეული წონა 12 კგ. მოკლე დროით მახსოვრობის დაკარგვა. სხვა არანაირი რეაქცია.
კამათი უმცროს ექიმთან ვინც მან ღალატში დაადანაშაულა. რომლის შემდეგ მან თმა გადაიპარსა და სამართებლით  მაჯები გაიჭრა.
 პაციენტი ჩაიღვარა საზოგადოების ზრუნვაში მკვეთრად ფსიქოტური პაციენტის მოსვლა კრიტიკული შემთხვევების კლინიკაში საავადმყოფოს საწოლის დიდ აუცილებლობაში.
სიტალოპრამი, 20 მგ. დილის ჟრჟოლა. სხვა არანაირი რეაქცია.
ლოფეპრამინის და სიტალოპრამის მიღება შეწყდა მას შემდეგ რაც პაციენტს გვერდითი მოვლენები და აშკარა გაუმჯობესების ნაკლებობა აღენიშნა. შეწყვეტილი სიმპტომები: თავბრუსხვევა და შფოთვა. პაციენტი ისევ ბორძიკობდა,   გული მისდიოდა და მანქანების სავალ გზაზე ფეხით დადიოდა.
დელუზიური იდეები --  სწამს რომ მრჩეველი ანტიქრისტეა.
ფლუქსეტინის ჰიდროქლორიდი, სავაჭრო სახელი პროზაკი, 20 მგ გაზრდილი 40 მგ-ით. უძილობა, მერყევი მადა, (წონაში დაიკლო 14 კგ,) სასტიკი შფოთვა, უძლურია მიაღწიოს ორგაზმს, მტრული  ფიქრები რამდენიმე ექიმის და წამლის მწარმოებლის მიმართ. შეწყვეტილი. 
განწყობა: საშინლად გაბრაზებული.
გავლენა: ძალიან გაბრაზებული.
ტორაზინი, 100 მგ. ეძინა. უფრო მშვიდია.
ვენლაფაქსინი, 75 მგ, 150 მგ-ით გაზრდილი, შემდეგ 225 მგ-მდე. თავბრუსხვევა, დაბალი სისხლის წნევა, თავის ტკივილები. სხვა არანაირი რეაქცია. შეწყვეტილი.
პაციენტმა სეროტაქსის მიღებაზე უარი თქვა. იპოქონდრია- მიუთითებს კრუნჩხვის ნიშნებზე და მკაცრი მახსოვრობის დაკარგვაზე როგორც საფუძველს მოსალოდნელ დისკინეზიაზე და  მოსალოდნელ მარადიულ სასჯელზე. 
ყველა სამომავლო მკურნალობაზე უარის თქმა.
100 აბი  ასპირინი და ერთი ბოთლი 1986 წლის ბულგარული კაბარნე სოვინიონი. პაციენტს  საკუთარი ნერწყვის გუბეში გამოეღვიძა და თქვა ”ძაღლთან დაიძინე და რწყილებით სავსე ადგებიო.” ძლიერი მუცლის ტკივილი. სხვა არანაირი რეაქცია.
 
------------------------------------------
 
კარი იღება
აბსოლუტური სინათლე
ტელევიზორი საუბრობს
სავსე თვალები
ხედვის სულები
და მე ახლა ისე მეშინია
ვხედავ რაღაცეებს
მესმის რაღაცეები
არ ვიცი ვინ ვარ
    ენა გამოყოფილი 
      ფიქრი ჩაკირული
ჩემი გონების საკვების ულუფის ნამცეცი
სად ვიწყებ?
სად ვჩერდები?
როგორ ვიწყებ?
      (რადგან გაგრძელებას ვგულისხმობ)
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
როგორ შევჩერდე?
                                       ტკივილის ყუნწი
                                       სერავს ჩემს ფილტვებს
                                       სიკვდილის ყუნწი
                                       კუმშავს ჩემს გულს
მოვკვდები
    ჯერ არა
    მაგრამ ის აქაა.
მოწონება..
ფული..
ცოლი..…
 
ყველა აქტი სიმბოლოა
რომლის წონა მანადგურებს
წერტილის ხაზი ყელზე
           აქ გაჭერით
არ მისცე უფლება ამან მომკლას
ეს  მომკლავს და გამანადგურებს და ჯოჯოხეთში გამაგზავნის
 
 შენ გევედრები მიხსენი ამ სიგიჟისაგან რომელიც მჭამს
    წინასწარ განზრახული სიკვდილი
გავიფიქრე რომ ისევ არასოდეს ვილაპარაკო
მაგრამ ახლა ვიცი არის რაღაც უფრო ბნელი ვიდრე სურვილია
        ალბათ ის გადამარჩენს
        ალბათ ის მომკლავს
სევდიანი სტვენა რომელიც მწუხარების ტირილია
ჯოჯოხეთური თასის ირგვლივ ჩემი გონების ჭერზე
 ნაფოტების საბანი         
             შეწყვიტეთ ეს ომი 
ჩემი ფეხები ცარიელია
არაფერია სათქმელი
და სიგიჟის რიტმია
 
--------------------------------------------
 
მე  მოვწამლე გაზით ებრაელები, მე ამოვხოცე ქურთები, მე ავაფეთქე არაბები, მე გავაუპატიურე პატარა ბავშვები სანამ ისინი მოწყალებას ითხოვდნენ, მკვლელობის ადგილები ჩემია, ჩემს გამო დატოვა  წვეულება ყველამ, მე ამოვწოვ თქვენს თვალებს და დედათქვენს ყუთით გავუგზავნი და როცა მოვკვდები  გარდავისახები თქვენს ბავშვად მხოლოდ ორმოცდაათჯერ უფრო უარესად და ყველა გაჟიმვასავით შეშლილად ვაპირებ თქვენი არსებობა საშინელ ჯოჯოხეთად ვაქციო უარვყოფ უარვყოფ უარვყოფ ნუ მიყურებ
 
-ყველაფერი კარგადაა.
-ნუ მიყურებ.
-ყველაფერი კარგადაა. აქ ვარ.
-ნუ მიყურებ.
 
-----------------------------------------
 
გაოგნებული რატომ ვარ?
     ღვთის ხატება  გამომეცხადა
 და სიკვდილის დროც მოვა
 
ფხიზლად იყავით 
   რადგან ნაკუწებად დაიშლებით
   სიკვდილის დროც მოვა
 
შეამჩნიეთ სასოწარკვეთის სინათლე
ტანჯვის კაშკაში
და თქვენ გაგიძღვებიან უკუნეთში
და თუ იქ აფთქებაა
    (იქ იქნება აფეთქება)
დამნაშავეთა  სახელებს სახურავების წვეროებიდან დაიყვირებენ
  გეშინოდეთ ღვთის
      და მისი ბიწიერი საეკლესიო კრების
 
ქერტლი ჩემს ხელზე, დუღილი ჩემს გულში
ნაფოტების საბანი რომელზეც ვცეკვავთ
ეს ჯოჯოხეთური მდგომარეობა ალყაში
 დრო მოვა და ეს ყველაფერი გაივლის
ყველა სიტყვა ჩემი ხმაურიანი სუნთქვის
 
გახსოვდეს სინათლე და გწამდეს სინათლის
ქრისტე მკვდარია
              და ბერები ექსტაზში არიან
 ჩვენ ვართ ის სულმდაბალი არსებები
 ვინც წინამძღოლი ჩამოაგდო 
 და  ბაალს საკმეველს უნთებს 
მოდი ახლა, მოდი ერთად დავფიქრდეთ
კეთილგონიერება ნაპოვნია ღვთის სახლში მთებში
ჰორიზონტზე სულისა რომელიც მუდამ უკან იხევს
 
გონება უძლურია, გულის ბუდე დაფლეთილი
შეღწევა მიწაში სადაც სიბრძნე დაიარება
ლამაზ ტყუილებს ეალერსება---
კეთილგონიერის  ქრონიკული სიგიჟე
 
                 ტანჯვა  იწყება
 
_ 4.48- საათზე 
როცა კეთილგონიერება მსტუმრობს
ერთი საათით და თორმეტი წუთით საღ გონზე ვარ
როცა ის გაივლის მე ისევ გავუჩინარდები,
დანაკუწებული თოჯინა, გროტესკულად სულელი.
ახლა აქ ვარ შემიძლია საკუთარი თავის დანახვა
მაგრამ როცა ბედნიერების საძაგელი დელუზიებით მოხიბლული ვარ,
მყრალი ჯადო ამ გრძნეულობის ძრავა
ნამდვილ საკუთარ მეს ვერ ვეხები.
 
რატომ გწამს ჩემი მხოლოდ   დროგამოშვებით?
 
გახსოვდეს სინათლე და გწამდეს სინათლის.
სხვა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი.
შეწყვიტე გარეგნობით განსჯა და სწორად განსაჯე.
 _ ყველაფერი კარგადაა. გამოკეთდები.
_შენი ურწმუნეობა არაფერს კურნავს.
ნუ მიყურებ
 
---------------------------------------------
 
კარი იღება
აბსოლუტური სინათლე
ერთი მაგიდა ორი სკამი და ფანჯრები არაა
      აი აქ ვარ
      და ჩემი ტანი იქაა
               მინაზე მოცეკვავე
შემთხვევით დროში სადაც უბედური შემთხვევა არაა
    შენ არა გაქვს არჩევანი
    არჩევანი მერე მოდის
 
 ენა მომაჭერი
თმები დამაგლიჯე
ნეკნები ჩამიმტვიე
მაგრამ სიყვარული დამიტოვე
მირჩევნია ფეხები დავკარგო
კბილები ამოვიღო
თვალები დავითხარო
ვიდრე სიყვარული დავკარგო
 
გაელვება ციმციმი ხმლით ჩეხა წვა დაგრეხა შეკუმშვა დარტყმა ხმლით ჩეხა
გაელვება ციმციმი მუშტით ცემა წვა ტივტივი ციმციმი დარტყმა ციმციმი
მუშტით ცემა ციმციმი გაელვება წვა დარტყმა შეკუმშვა დაგრეხა შეკუმშვა
მუშტით ცემა ტივტივი წვა გაელვება ციმციმი წვა
 
                                     ეს არასოდეს გაივლის
 
დარტყმა ციმციმი მუშტით ცემა ხმლით ჩეხა დაგრეხა შეკუმშვა მუშტით ცემა ხმლით  ჩეხა
ტივტივი ციმციმი გაელვება მუშტით ცემა დაგრეხა შეკუმშვა გაელვება შეკუმშვა
დარტყმა ციმციმი წვა ციმციმი დარტყმა გაელვება დარტყმა ტივტივი
წვა შეკუმშვა წვა ციმციმი წვა გაელვება
                                      მარადიული  არაფერია
                               
           ( გარდა არაფრისა)
 
ხმლით ჩეხა დაგრეხა მუშტით ცემა წვა ციმციმი დარტყმა ტივტივი დარტყმა
ციმციმი წვა მუშტით ცემა წვა გაელვება დარტყმა შეკუმშვა დარტყმა
დაგრეხა ციმციმი ტივტივი ხმლით ჩეხა ტივტივი ხმლით ჩეხა ციმციმი წვა დარტყმა
 
                                       მსხვერპლია. დამნაშავეა. მოწმეა.
 
მუშტით ცემა წვა ტივტივი ციმციმი გაელვება ციმციმი წვა ხმლით ჩეხა
დაგრეხა შეკუმშვა დარტყმა ხმლით ჩეხა გაელვება ციმციმი დარტყმა ციმციმი
მუშტით ცემა ციმციმი გაელვება წვა დარტყმა შეკუმშვა ციმციმი დაგრეხა
შეკუმშვა მუშტით ცემა გაელვება ციმციმი წვა ციმციმი გაელვება
 
                                                დილას მარცხი მოაქვს
 
დაგრეხა ხმლით ჩეხა მუშტით ცემა ხმლით ჩეხა ტივტივი ციმციმი გაელვება მუშტით ცემა დაგრეხა დარტყმა ციმციმი მუშტით ცემა ხმლით ჩეხა შეკუმშვა გაელვება შეკუმშვა დარტყმა ციმციმი დაგრეხა წვა ციმციმი დარტყმა გაელვება დარტყმა ტივტივი წვა შეკუმშვა წვა გაელვება ციმციმი ხმლით ჩეხა
 
                                                სასიამოვნო ტკივილი
                                                   რომელიც ამბობს რომ ვარსებობ ან  (რომელიც ჩემს არსებობაზე მიანიშნებს)
 
 ციმციმი მუშტით ცემა ხმლით ჩეხა დარტყმა დაგრეხა შეკუმშვა წვა ხმლით ჩეხა
შეკუმშვა ხმლით ჩეხა მუშტით ცემა გაელვება შეკუმშვა წვა ხმლით ჩეხა
Dდარტყმა ციმციმი ტივტივი გაელვება ციმციმი დარტყმა შეკუმშვა წვა ხმლით ჩეხა
შეკუმშვა ხმლით ჩეხა მუშტით ცემა გაელვება ციმციმი წვა
 
 
                               და ხვალიდან უფრო გონივრული ცხოვრება იწყება 
                                 ----------------------------------------------------
 
 
 
100
93
86
79
72
65
588
51
44
37
30
23
16
9
2
კეთილგონიერება ნაპოვნია კონვულსიის ცენტრში, სადაც შეშლილობა გატრუსულია რომ გარდაქმნას ორად გაჭრილი სული
 
საკუთარ თავს ვიცნობ
საკუთარ თავს ვხედავ
 
ჩემი ცხოვრება გაჭედილია კეთილგონიერების ქსელში
Mმოქსოვილ გონებასთან მოკამათე ექიმის მიერ
 
4.48  საათზე
             დავიძინებ
 შენთან მოვედი ჭრილობის მოშუშების იმედით
შენ ხარ ჩემი ექიმი, მხსნელი, ყოვლისშემძლე მოსამართლე, მღვდელი,
ჩემი ღმერთი, ჩემი სულის ქირურგი.
D     და მე ვარ შენი მოციქული კეთილგონიერებისაკენ
-------------------------------------
Mმიზნების და ამბიციების მიღწევა
Dდაბრკოლებების გადალახვა და მაღალი სტანდარტის დაკავება
ნიჭის წარმატებული ვარჯიშით საკუთარი ნდობის გაზრდა
მოწინააღმდეგის დაძლევა
სხვებზე კონტროლის და გავლენის ქონა
ჩემი თავის დაცვა
ჩემი ფსიქოლოგიური სივრცის დაცვა
ეგოს დაცვა
ყურადღების მიღება
იყო ხილული და მოსმენილი
აღტაცება, გაოცება, აღრფრთოვანება, გაოგნება, ეშმაკობა,
შექცევა, გართობა ან სხვების  ცდუნება
იყო თავისუფალი სოციალური შეზღუდვებისაგან
წინააღმდეგობის გაწევა იძულების და ზეწოლისათვის
იყო დამოუკიდებელი და იმოქმედო სურვილის შესაბამისად
ჩვეულების უგულებელყოფა
ტკივილის არიდება
სირცხვილის არიდება
ძველი შეურაცხყოფის ამოშლა განახლებული ქცევით
საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება
შიშის ჩახშობა
სისუსტის დაძლევა
მიკუთვნება
იყო მისაღები
დაახლოება და ერთმანეთისთვის სამაგიეროს მიზღვა მხიარულად
მეგობრული მანერით საუბარი, ამბების მოყოლა, გრძნობების, იდეების, საიდუმლოს გაზიარება
კომუნიკაცია, საუბარი
სიცილი და ხუმრობა
სასურველი ობიექტის სიყვარულის მოპოვება
სხვის ერთგულად და მომთმენად დარჩენა
ენერგია მოზღვავებულთან სექსუალური გამოცდილებით გაერთო
დააპურო, დაეხმარო, დაიცვა, დაამშვიდო, ნუგეში სცე, მხარი დაუჭირო, მოუარო ან განკურნო
იყო დაპურებული, ნაშველი, დაცული, დამშვიდებული, ნუგეშცემული, მხარდაჭერილი, მოვლილი ან განკურნებული
გართობის, ატანის, თანამშრომლობისა და სამაგიეროს მიზღვევის ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება სხვასთან, თანაბართან
იყო მიტევებული
უყვარდე
იყო თავისუფალი
 
------------------------------------
 
-ჩემზე უარესიც გინახავს.
 
-კი.
 
-შენზე არაფერი ვიცი.
 
-არა.
 
-მაგრამ მომწონხარ.
 
-მეც მომწონხარ.
 
(სიჩუმე.)
 
-შენ მეგობარი არ გჭირდება ექიმი გჭირდება.
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
-შენ ისე ცდები.
 
(ძალიან ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
-მაგრამ შენ მეგობრები გყავს.
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
ბევრი მეგობარი გყავს.
 
რას სთავაზობ შენს მეგობრებს ასეთი მხარდაჭერისთვის?
 
(ხანგრძლივი სიჩუმე.)
 
რას სთავაზობ?
 
(სიჩუმე.)
 
ჩვენ პროფესიული მეგობრობა გვაქვს. ვფიქრობ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. 
 
მაგრამ ეს პროფესიულია.
 
(სიჩუმე.)
 
შენი ტკივილი მესმის მაგრამ შენს ცხოვრებას  ვერ გავაკონტროლებ.
(სიჩუმე.)
 
კარგად იქნები. ძლიერი ხარ. ვიცი კარგად იქნები რადგან მომწონხარ და არ შეიძლება მოგწონდეს ვინმე ვისაც საკუთარი თავი არ მოსწონს. ასეთი ხალხის მეშინია არ მომწონს ისინი რადგან მათ საკუთარი თავი იმდენად სძულთ რომ არავის აძლევენ მათი მოწონების უფლებას. მაგრამ მე შენ მომწონხარ. მომენატრები და ვიცი კარგად იქნები.
 
(სიჩუმე.)
 
ჩემი კლიენტების უმრავლესობას ჩემი მოკვლა უნდა. როცა აქედან გამოვდივარ დღის ბოლოს მჭირდება სახლში წასვლა ჩემს საყვარელთან და დასვენება. მეგობრებთან ყოფნა მჭირდება და დასვენება. ჩემი მეგობრების  მართლა ერთად ყოფნა მჭირდება.
 
(სიჩუმე.)
 
საშინლად მძულს ეს სამუშაო და მჭირდება რომ ჩემი მეგობრები ნორმალურები იყვენ
 
(სიჩუმე.)
 
მაპატიე.
 
-ეს შენი ბრალი არაა.
 
-მაპატიე, ეს შეცდომა იყო.
 
-ეს ჩემი ბრალი არაა.
 
-არა. შენი ბრალი არაა. მაპატიე.
 
(სიჩუმე.)
 
-ახსნას ვცდილობდი
 
-ვიცი. გაბრაზებული ვარ რადგან მესმის, და არა იმიტომ რომ არ მესმის.
 
________________________
 
გასიებული
გამაგრებული
  გაძლიერებული
 
ჩემი ტანი დამახინჯდა
ჩემი ტანი ცალკე მიფრინავს
 
გზა არ არის
უკვე ვცადე გასვლა
 
ჩემი ნაწილი ყოველთვის შენ გექნება
რადგან ჩემი ცხოვრება შენს ხელში იყო
 
იმ სასტიკ ხელებში
 
ეს ბოლოს მომიღებს 
 
 სიჩუმე მეგონა
სანამ გაჩუმდა
 
ეს ტკივილი როგორ გამოიწვიე?
 
არასოდეს მესმოდა
რა არის ის რაც არ უნდა ვიგრძნო
როგორც ჩიტმა ფრთაზე გასიებულ ცაში
ჩემი გონება დაგლეჯილია სინათლის მიერ
როცა ის მიფრინავს უკან მეხს ქმნის
 
 
კარი იღება
აბსოლუტური სინათლე
და არაფერი
არაფერი
სანახავი არაფერია
 
      მე როგორი ვარ?
            უარყოფილი ბავშვივით
 
 
ერთი ტანჯვის ოთახიდან მეორეში
საძაგელი შეცდომების თანმიმდევრობა მიტევების გარეშე
გზის ყოველი ნაბიჯი მე რომ წავიქეცი
 
სასოწარკვეთა თვითმკვლელობისკენ მაქეზებს
ტანჯვა რომლისთვისაც ექიმებმა წამალი ვერ იპოვეს
არც დარდი გაგების
იმედი მაქვს ვერასოდეს გაიგებ
რადგან მომწონხარ
 
მომწონხარ
მომწონხარ
 
ისევ შავი წყალი
მარადისობასავით ღრმა
ცასავით ცივი 
ჩემი გულივით მშვიდი როცა შენი ხმა წასულია
ჯოჯოხეთში გავიყინები
რა თქმა უნდა მიყვარხარ
შენ შემინარჩუნე სიცოცხლე
 
 
ნეტავ არ
ნეტავ არ
ნეტავ არ დაგეტოვებინე მარტო
 
 
შავ თეთრი ფილმი კის ან არას კის ან არას კის ან არას კის ან არას კის ან არას კის ან არას
 
            ყოველთვის მიყვარდი
                       მაშინაც როცა მძულდი
     ვის ვგავარ?
                ზუსტად მამაჩემს
ოჰ არა ოჰ არა ოჰ არა
 
 კარი იღება
აბსოლუტური სინათლე
                            განხეთქილება იწყება
 
 არ ვიცი სად ვეძიო ვინმე  
      ბრბოს ძებნით დაღლილი
           ტელეპათია
              და იმედი
ცას უყურე
წარსული იწინასწარმეტყველე 
     და შეცვალე სამყარო ვერცხლის დაბნელებით
მუდმივი მხოლოდ ნგრევაა
ყველა გავუჩინარდებით
ვცდილობ დავტოვო ნიშანი უფრო მუდმივი ვიდრე მეა
 
საკუთარი თავი ჯერ არ მომიკლია ამრიგად პრეცედენტებს ნუ ეძებ
თავიდან იყო მხოლოდ დასაწყისი
 
 
 
 წრიული შიში
 ეს მთვარე არაა ეს დედამიწაა
 რევოლუცია
        ძვირფასო ღმერთო, ძვირფასო ღმერთო, რა ვქნა?
ყველაფერი რაც ვიცი
ესაა თოვლი
        და შავი სასოწარკვეთა
 
 მოსაბრუნებელი ადგილი არსადა
    უნაყოფო სასიკვდილო სპაზმი
     ერთადერთი ალტერნატივა მკვლელობაა 
  
გთხოვთ არ გვამი არ გაკვეთოთ იმის გასაგებად თუ როგორ მოვკვდი
გეტყვით როგორ მოვკვდი
ასი აბი ლოფეპრამინი, ორმოცდახუთი აბი ზოფიკლონი, ოცდახუთი აბი ტემაზეპამი, და ოცი აბი მელერილი
 ყველაფერი რაც მქონდა
გადავყლაპე
ნაპრალი
ჩამოკიდებული
გაკეთებულია
      შეამჩნიეთ საჭურისი
           კასტრირებული ფიქრის
ქალა
არ დაჭრილი
 
 დაპყრობა 
   მოხიბვლა
       განხეთქილება
           სულის
 
სოლო სიმფონიის
 
თბილი სიბნელე
რომელიც ჩემს თვალებს ასველებს
 
არ ვიცი არც ერთი ცოდვა
 
ეს დაავადება დიდად გახდომის
სასიცოცხლო აუცილებლობა  იმისა რისთვისაც მოვკვდებოდი
                                            რომ ვუყვარდე
 
ვკვდები იმისთვის ვისაც არ ვუყვარვარ
ვკვდები იმისთვის ვინც არ მიცნობს
                  შენ მე მანადგურენ
 
ილაპარაკე
ილაპარაკე
ილაპარაკე
 
             მარცხის ათი იარდის რინგი
              ნუ მიყურებ
ჩემი საბოლოო სადგომი
               არავინ საუბრობს
განმამტკიცე
დამემოწმე
დამინახე
შემიყვარე
 
              ჩემი ბოლო დამორჩილება
               ჩემი ბოლო მარცხი
 
წიწილები ისევ ცეკვავენ
წიწილები არ გაჩერდებიან
 
                ვფიქრობ შენ ჩემზე ფიქრობ
                ისე როგორც მე ვფიქრობ შენზე
 
ბოლო პერიოდი
ბოლო წერტილი
 
                ახლა შენ დედაზე იზრუნე
                 დედაზე იზრუნე
 
                                 შავი თოვლი ეცემა
                                 სიკვდილის დროს ხელი ჩამკიდე
                                  არასოდეს გამათავისუფლო
 
 სიკვდილის სურვილი არა მაქვს
არც თვითმკვლელობა მიცდია ოდესმე
 
 
 
 უყურე ჩემს გაქრობას
           უყურე ჩემს
             გაქრობას 
 
 
მიყურე
 
მიყურე
 
 
                 უყურე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ეს მე ვარ ვისაც არასდროს შევხვედრივარ, რომლის სახე ჩაწებებულია ჩემი გონების სულის ქვეშ
 
 
 
 
 
 
 
                          გთხოვთ, გახსენით ფარდები
                          _______________________
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული