ღრძილების მისი ძილისდროსაცკი მოელვარე კბილების ყურებამ.
საკუთარი მენჯის ტკაცუნით.
დამბიდან. მალტაში წავიდა. მალტიდან
მარსელში. მარსელიდან ისლანდიაში.
ისლანდიიდან ვიდრე Promontorium Vinlandiae.
ყვავილებმა ზღვას მიაშურეს. პრომონტორიუმის
მარცხნივ. პრომონტორიუმის
მე მაპპემუნდეს ვქმნი. მან ჩემი ყოფიერება უნდა შეიცვას.
მთვარე არის ნომერი 18
არის ლუსკუმა,
ლურჯი ძაღლის ყეფა,
და შვილი ზის,
დარდობს
კბილებდაკრეჭილი ღმერთია, არის
პირი, არის
მთვარის, არის მწვეთავი მთვარე
სანამ კოშკში კატა
თავს ისუფთავებს
და ყველა მოძრაობა
კრაბია
და არაფრის ქნა არ შეუძლია გარდა იმის რასაც ისინი შვებიან, უყურებს
წყლის ზედაპირს, და ცეცხლს
ლურჯი ძაღლის თათი,
ლოკავს ნაყარს, ცვარს
ან სისხლს, იმას, რაც
შედეგებია. და ღამე,
კრაბი, წრიულიკვალავს
კატასავით ყურდაცქვეტილი რომ ადამიანური ხმა
დაიჭიროს
ლურჯი ძაღლის ნაღველი,
როგორც ის, როგორც იყმუვლებდა, თვალს გაუსწორებდა
ქარს რომელიც არწევს რაც ის იყო, სანამ ლოცვები
თოვლს ბურცავენ, სიტყვები ქრიან
როგორც კითხვები კვეთენ სწრაფად, სწრაფად
როგორც ალები, როგორც ალები იკვრებიან, დნებიან
ნებისმიერი სიბნელის გასწვრივ
დაბადება ნიმუშია ისევე როგორც მასპინძელი, სახელდობრ, სიკვდილი
მთვარეს ჰაერი არ აქვს
წითელ კოშკში
იმ კოშკში სადაც ის აგრეთვე იჯდა
სწორედ იმ კოშკში სადაც ყურება & მოძრაობა არის,
იქ,
იქ სადაც რაც იქ იმარჯვებს არის, არის: იქ
ყოველი სუბსტანციაა, ყოველი ქმნილება
რაც კი არსებობს ბინძური მთვარის წინააღმდეგ, წინააღმდეგ
რიცხვის, ხატების, გრძნეულების—
მარტოსული კატასა & კრაბთან ერთად,
და ხმა არის, არის, მისი
ვარაუდი
*
ზემოთ ავიხედე და ვიხილე
მისი ფორმა
ყველაფრიდან გამოსჭვიოდა
—ჩაქსოვილია
ყოველ ნაწილში, ქვე
და ზედ
*
დავუმატე
სახელმწიფოს შექმნას
წყვდიადში საგუშაგო კოშკურის
კენწეროზე
არსებული ღირებულების მიწა რათა
ააგო, რიტმიდან
სახე-ხატამდე, და სახე-ხატი ცოდნაა, და
ცოდნას, თქვა კონფუციმ, მიყავხარ
მიზანთან: არაფერია შესაძლებელი
უამისოდ. ამაში მდგომარეობს გამოცდა, malgre
მთელი ფიქრის და მთელი დომხალის
შემოთავაზებისა. ანდა დროზე ადრე
მასზე ფიქრის ან მისი განცდის.
ვკითხულობ ჩემს სამყაროზე,
6 მარტი, 1968
*
სრულად შთანთქმული
ჩემსავე მიწისქვეშა გასასვლელებში
შინაგანი ბუნებისა თუ მიწისქვეშა ტბისაკენ
სიღრმეს თუ საზღვრებს რომლისაც მეტად და მეტად
ვიკვლევ და მეტს ვიგებ
მის შესახებ, იმ გაგებით რომ ამის გარდა ყველაფერი სხვა
გამოითიშა და უფრო ღრმად ვეცემი
ძვირფას ტბაში და მეტად მაბრმავებს
ასე ჯიუტად დროის ხარჯვა ამ მეტად პირად
საქმიანობაში და მასზე, რომლიდანაც
წარმოიქმნება რასაც ვიქმ უფრო ცხადი ვიდრე
სხვა გზები და სხვა გარე ადგილები რომლებიც
ამდენს არ მაძლევენ და მაცდენენ
ყურადღებას მაკარგვინებენ