- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
ყოველთვის
მე არ ვარ ეჭვიანი იმაზე
თუ რა იყო ჩემამდე
მოდი კაცთან ერთად
შენ მხრებზე მოფარფატე,
მოდი შენ თმებში დაბუდებულ ას კაცთან ერთად,
მოდი, შენ მკერდსა და ფეხებს შორის დაბუდებულ, ათასობით კაცთან ერთად,
მოდი როგორც მდინარე,
ბობოქარ ზღვაში ჩამდინარე
დამხრჩვალი კაცებით სავსე.
სამარადჟამო ზვირთცემისათვის, ჟამისათვის!
მოიყვანე ყველა იქ
სადაც მე შენ გიცდი;
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მარტონი,
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მე და შენ
მარტონი დედამიწაზე,
რათა დავიწყოთ ჩვენი ცხოვრება!