Build to spill-,,Everybody knows
Everybody knows
Everybody knows
Everybody knows
That you
That you
That you
That you are”
# # #
სამყარო დასრულდა.
სხვადასხვა გადარჩენილი ჯგუფების გამოგზავნილი
რადიოტალღები ჩვენამდე მოდის და
ნახშირად ქცეულ გულებზე ენით გვლოკავს.
ხალხის ხმა ისმის,
მაგრამ არ ჩანან.
#
ჩვენმა უმეცრებამ საპნის ბუშტებივით
გაამრავალა ქარის წივილი და ცივი სევდა.
ჩვენს შორის აღიმართა უძლეველი
ყინვა და შივასავით გადაგვიხსნა გული.
სქელკოლგოტიანმა ქალღმერთებმა,
რომლებიც ყველა საცირკო დასს
პირზე კოცნით იცნობდნენ მასობრივი ხოცვა მოაწყეს-
ყელში ამოუვიდათ ყველაფერი და გადაწყვიტეს
მორალის სადარაჯოზე დამდგარიყვნენ კალაშნიკოვებით.
70-იან წლებში, ვიღაც ევროპელის მიერ ნაყიდი შავი ლაქის
ფეხსაცმლიანი ბომჟები სათავეში მოექცნენ დიდ აჯანყებას.
ეს ჰგავდა ქორწილს ჭიანჭველების.
მათ ფეხს აბიჯებდნენ.
წვავდნენ.
წყალს და სიცივეს უსხამდნენ დიდ ოჯახებში.
ცემენტით ყურებამოვსებულმა მუშებმა
ბოლოს და ბოლოს ფრენა ისწავლეს,
ფრთები გამოიბეს და ზეციდან დაიწყეს შეტევა.
სასტუმროები გაივსო ზარბიჭების გამაყრუებელი
ყვირილით-,, გამიღეთ კარი,
გამიღეთ კარი,
გაიღიმეთ და ისე გამიღეთ კარი,
თორემ სულ ყველას ცოცხლად დაგმარხავთ“.
უხრწნელი სხეული, რომელიც ყარს, სამების ნარჩენებში გდია,
(რომელშიც ახლა კბილებამდე შეიარაღებული ტრანსგენდერთა
ჯგუფი დგას და მათი ცხენები ძოვენ ხავსიან ხატებს)
მას თვალებსშუა ბრილიანტებით მოჭედილი
ჯადოსნური ჯვარი არჭვია.
ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძე ტრაკში აქვს გაკეთებული
და ბანკის ქვითრებისგან გაკეთებულ ყულფში თავშეყოფილი
კიდია ბილტმორზე.
სამყარო დასრულდა.
აჯანყებულებს ხელში ოფლში და სისხლში გამოჭედილი
ხმლები ეჭირათ.
...
დამპალი კვერცხის სუნი აქვს სინამდვილეს.
აქოთებული, იაფასიანი ძეხვის და შენი
ცივი მძივების,
ჩემო ღამის გამცილებელო,
ჩემო მიწისქვეშა მატარებელო.
მე შენთან მინდა დავრჩე,
როგორც სიმსივნე ისე მოგეწებები.
მხოლოდ აქ გიყურებენ თვალებში და
ესმით იმ სისველის,
ყოველ ღამით რომ გიდგება თვალებში გუბესავით და
ლოყებთან რომ შეგახმა ერთადერთი პერანგივით.
სამყარო 180 გრადუსით ამოტრიალდა.
ახლა მიწისქვეშ ვცოცხლობთ.
მიწისქვეშ ყვავიან სიცოცხლის გადაღლილი მტრედები.
ზევით კი დაობებული იოგურტის ფერია ზეცა.
ზევით მკვდრები დადიან,
მოწყენილ მონსტრებად ქცეული,
გამურული, მდაღედ გლამურული ყოფილი ანგელოზები.
ზარების ნაცვლად,
მეჯართეები აჟღარუნებენ ნაგვის ყუთებს და არყის დარდებს უბნებში.
ჩვენ რა? ჩვენ არაფერი.
ჩვენ არ ვარსებობთ.
ეს ახალი კლასია.
ჩვენ, საზოგდოებრივი კიბის, როგორც ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი,
ნერდი და პოეტი,
ინჟინერი და მათემატიკოსი,
მუსიკოსი და ტრანსგენდერი,
ფეხბურთელი და მეოცნებე,
მღვდელი და მღვდლის შვილი,
უსინდისო და ბიზნესმენი,
მკითხველი და მკითხავი,
ჯადოქარი და უსახლკარო
მწეველი და მწოველი,
ვისაც არ გვაქვს ფული რომ კლუბებში ვიაროთ,
ოთახებში მოყოლილ ჭრელ სიზმრებთან და
პრიხოდიან მოჩვენებებთან ვთამაშობთ.
ეს ახალი კლასია-
გაწონასწორებულები, იმის გამო რომ სამყარო ცივია,
თუმცა უკიდეგანო.
სევდიანები, იმის გამო რომ,
ჩვენი ცხოვრება პატარა ლაქაა
სხვის კოპლებიან კაბაზე.
და ირონიულები, რადგან-სხვა რა დაგვრჩენია.
ჩვენ არ ვარსებობთ.
ელექტრონულ სივრცეში ჩვენი ატვირთვა ვერ მოხდა.
ვერიფიკაცია ვერ გავიარეთ.
ჩვენმა ხმამ კონტროლი ვერ გაიარა და უკან
ჩაგვიბრუნდა ყელში,
ზაფხულში გადაყლაპული ბუზივით.
ჩვენ არავინ ვართ.
მე არავინ ვარ.
ნახევრად ცარიელი ჭიქა ვარ.
ზოგჯერ მშვიდი ვარ და ხანდახან გაუწონასწორებელი.
ყოველ გაზაფხულს კომპლექსები კორპუსებივით მიმრავლდებიან.
მე პოლიტიკური ვარ და არანეიტრალური.
მე ნაბიჭვარი ვარ და უსაქმური,
ფაქტებს ვეძებ და ცარიელი კარადასავით გამოხსნილ სულში ვიწყობ.
მე ის დედამოტყნლის ერთი ვარ
შენ რომ ვერ ხედავ და გრძნობ მის არსებობას.
გრძნობ მის არსებობას მაგრამ არ აღიარებ.
მე ბორდიურებთან დაგდებული ფაქტი ვარ,
მშვიდი ჯეკპოტი,
რომელზეც ყველას თავისი აზრი აქვს,მაგრამ მოუთმენლად ელოდებიან.
ვგავარ მძინარეთა მდინარეს,
უძინართა კარავს- ქარებმიხვეტილს,
გზის ბოლოს მისული მგზავრის უმიზნობას
და ფანჯრებს გაღებულს.
სახელოებიდან მტრედისფერი შრამები მიფრინდებიან,
თმებიდან მტვერი ბეტონის.
ფეხები მიშვებული მაქვს ასი ულაყის სიდინჯესავით.
(ავხორცული სიცილი ისმის)
დიახ! მე ის ვარ, ვინც აქ არაა
და როგორც იმ რეკლამაშია,
მე არ ვარ ერთი,
მე ბევრი ვარ.
ჩვენ ცხოვრების დემო ვერსიაში აღმოვჩნდით და
კრეკის ფული არ გვაქვს.
ჩვენი სერიული ნომერი განადგურებულია.
ახალმშენებარე კორპუსების სარკეები
ჭუჭყს და შიმშილს ირეკლავს.
მტკვარი დიდი, სპარსული გემივით მიქანაობს ჩვენს
სტატიკურ, ურბანულ სუბტროპიკებში.
საქანელებზე მსუქანი ბავშვების დატოვებულ
ქადას მოყავს ზოგისთვის ახალი წელი.
ახალმშენებარე კორპუსების სარკეებს
ჩვენი გათენებული ღამეები დაამსხვრევს.
მათ გულში დინამიტს სიყვარულივით ჩავნერგავთ და
ბუხ!
ბადეში გახვეული ოქროს თევზები იციმციმებენ ქალაქის თავზე.
ანუ, საქმე რაშია,
მიჰქირს ქარივით,
ქარი ბარშია,
ჩვენს სევდას სვავენ ბარები.
და ვიღაც მძლეოსანი პოლიტიკოსები
სვავებივით გვიკორტნიან პასუხად მოქნეულ სიტყვებს,
სიტყვებს,
რომელმებმაც უნდა გადაგვარჩინონ.
ზოგჯერ ჩუმ, უცხო მგზავრებს უფრო ესმით ჩვენი
ვიდრე ღმერთებს.
ზოგჯერ ექსკალატორებზე სრიალებენ მისტიკური ბოშები.
აქ, სოციალისტური პერიფერიების ბინებში,
სადაც დაჭრილი ვეფხვებივით კანტი-კუნტად
იწვნენ და ირანული ხალიჩებივით ჭრელი უიმედობა ეფინათ
ვიღაცეებმა ფეხზე დაიხადეს მაყვალს
რომ ცეცხლი ეკიდა.
ვიღაცეებმა ამ ცეცხლში დამწვარი
ხალხისთვის შემოიხიეს ნერვები,
როგორც ღამით იხდი, დაწოლის წინ,
გაბერილ დარდს და დღიურ-გრამ ტკივილს.
ოთახში ჩაკეტილ სიზმრებს და უმუშევრობას
ჰგავს ჩვენი პერსპექტივები.
ჩვენ არარსებობას ვგავართ.
დედაჩემი ექსკალატორს გავს და
განათებულ გვირაბებს.
მე უძრავად ვდგავარ, ის მიმაქანებს.
ბოლოს რომ გულიანად გაიღიმა ცა გრეიფრუტივით
აენთო.
მამაჩემი გვიანი შემოდგომაა.
…
ვამპირები გავხდით,
ღამით მოსეირნე დარდისმსმელები,
სარკეებიც ვეღარ გვირეკლავს.
სარკეებზე დარჩა ნახშიროჟანგი ჩვენი არსებობისა.
#
თმა დაიმოკლე.
მანქანების ხმას ხანდახან ჭრიჭინები ენაცვლებიან.
სუპერ გმირები დაიხოცნენ.
საწოლი ისეთი ცივია ჯოჯოხეთს გაანელებდა.
რომ მკოცნი სამყაროები ფეთქავენ.
დღეს ძაღლები ვნახე, ნაგავს ეძებდნენ.
სამი დღის ტორტი კუჭს მიშლის და ვცდილობ მოწევა შევამცირო.
რიცხვები მოღრეცილი ანტილოპებივით დარბიან თავში.
საათი ფეთქდება.
ხმა ქარის.
აქ არის.
ხის ტუალეტები ყოველთვის მოითხოვენ ქურდულად.
მარტოსული ობობები ცეროზით კვდებიან.
ტუსაღების ხმა ტყეს აშრიალებს უცხოდ
მომზირალს, დიდ მთათა მტირალს.
ხან წრე იკვრება.
ხან პური,
ხან ვიკრავთ.
ხალხი არყით ისუფთავებს მატლიან ჭრილობებს.
წვიმის ხმა.
...რომ კითხვები უკვე ძალიან ბევრია
ფისო კუდით მინიავებს საღამოს დარდებს.
ისინი ჭერში ადიან და ჩრდილთა დასს უერთდებიან
და ჩურჩულს იწყებენ ცრემლიან მასტრუბაციებზე,
გადაადგილებულ ჭადრაკის ფიგურებზე,
ახალ,მაგრამ იაფასიან საპარსზე.
სახე და თვალები.
თმა დაიმოკლე.
სადარბაზოში, უამრავ მიჯღაბნილ ისტორიებთან მივაგდე ჩემი სათვალე.
მან მოიწყინა.
უკვე დიდი ხარ, თავში აღარ წაგითაქებენ.
ჩაიდანი დუღს.
ორთქლი და ოხვრა ერთად იასამნისფერია.
ყოველ საღამოს ჩვილი შველი სვავს რძიან კოსმოსს და ჩემს სამყაროს.
შიშის გარდა თვალებს აღარაფერი აფართოებს.
გუშინ ჩემი კორპუსის წინ დანთებულ გულს დავცინე.
( ნამეტან ავანგარდიზმში გადავარდნილიყო პერფორმანსის ავტორი).
ტაქსისტმა ჩემს უბანში მობიბინე ძროხებს გადახედა ,
,,აგე ხაშლამა“-ო თქვა და ოქროთი დააპირა ჩემი მოსყიდვა.
სევდა სამართებელივით სერავს ჰაშიშით მთვრალ, მიტოვებულ კნუტებს
და ცივა.
სადაც სახლები არ აქვთ მგლებივით ყმუიან.
და სხვები ექოდ აგზავნიან გაყინულ წერილებს უკან ამ მგლებთან.
სამყარო დასრულდა.
როცა სევდის ატომურმა ბომბებმა დაიწყო ცვენა,
პირველი ქუჩაში,
აქციაზე მდგომი ახალგაზრდების დამწვრის სუნი ავარდა.
სისხლიან სხეულებს აპოკალოფსის
სანახავად წამოწეულ სახეებზე ქარი ბანკის ქვითრებს ურახუნებდა.
და მე ვიდექი და ყველაფრის გამო ვიღიმოდი.
სამყარო დასრულდა.
გადარჩენილებმა თავი ისევ საკუთარ თავებს შეაფარეს.
და გაისმა ხმა საყვირების, რომელმაც
დაამსხვრია უკვე ფერფლი,
საბრალო მუშის.
ყველა კანონი წარსულს ჩაბარდა.
სევდა გახდა გაშლილი კარავი ტყეში უღრანში,
თავს რომ აფარებ.
და საღამოებიც ისე მიდიან,როგორც
მეტროს ვაგონში შემოსულები,
სქელი თითებით,სახლამდე გზას რომ
ყოველთვის მიიმთქნარებენდნენ.
მე ვცნობდი მათ სტატუსს,
ვცნობდი სახეებზე და თვალებზე,
როგორც ერთი თითით ცნობდნენენ ხოლმე
ხშირად ნაკლულ ქრომოსომიანს.
ხანდახან საუბარიც გაგვიბია ქალაქის ხმაზე,
ყოველ ღამით რომ ოხვრა ასდიოდა მკრთალი ნისლივით.
და რადგან ფიზიკის კანონია,არაფერი არ იკარგება-
ყველა უნაშო,უფულო და უსტატუსოს ტკივილები
დაიტენა ერთად, ერთ მჭიდში
და გაისროლეს ყველა ერთიანად
რომ დაენგრია ორგანიზმი და იქნებ,
ან როგორღაც, ჩვენც წამოვმდგარიყავით უკეთესები.
...
კავშირი წყდება-
და დაიწყება ახალი ფორმების ძიება.
#
და რას იზამ, თუ ცა აირგანმუხტვადი ნათურასავით აენთება
და ისე დაგაჭერს თავზე ცერა თითს
შენ რომ აჭერდი ჭიამაიებს?
ან თუ ვოლიერში აღმოჩნდები,მაგრამ ვოლიერი
სამყაროს კიდეებს გასწვდება?
ნუთუ ხველას დაიწყებ უხერხულობისა და ჩახუთულობისგან?
წარმოიდგინე რომ შენს ტკბილ, მეთექვსმეტე დაბადების დღეზე
მამიკომ სხვა გალაქტიკაში გაგიშვა დასასვენებლად,
ნუთუ გაგახსენდება ეს უფერული კადრები აქაური ცხოვრებიდან.
ნარკოტიკის მთელი არსი იმაშია,რომ შესაძლოა
ტრაკში იარაღს გტენიდნენ,
მაგრამ ამას სხვა მხრიდან შეხედო.
შესაძლოა დამწვარი კანის ბოლი გახრჩობდეს და
მაინც იმაზე დაიწყო ფიქრი
რათ გინდა კანი.
ტკივილის შემდეგ ყოველთვის შვებაა,
მაგრამ-
ის დამოკიდებულებას იწვევს.
ჩვენი ტკივილი კი ისეთი დიდია ,
როგორც ბიოს პარტია ბაზარზე.
ცხოვრება ბურბულატორის ბოთლებში
დატოვებულ ცხიმს ჰგავდა იმ დღეს და
ჩემი მეგობარი ნიანგივით გამწვანდა.
პირიდან ნუშის ყვავილებივით გადმოუვიდა
ქაფი და ისე მიმოიბნა ოთახში, რომ შევაგროვეთ.
და რას იზამ თუ გულში არწივივით გაშლის
ფრთებს მზესავით თბილი ნიაღვარი და
მოგინდება რომ სიყვარულმა ფიზიკური ფორმა მიიღოს?
ან თუ აღმოჩნდება რომ ცაზე ღრუბლებლის ძერწვა შეგიძლია?
ნუთუ არ მოგინდება რომ შენი სამყარო შექმნა?
ნუთუ არ მოგინდება რომ უკვდავებას ჭუჭუსავით გაეთამაშო?
თუმცა ხო, მთავარი დროა.
დრო არ გვაქვს,
კარიერა სიზმარში ნანახი მკვდარი ახლობელივით გვიხმობს.
იმ წრფეზე სადაც ერთმანეთს
უკვდავება და გამრალვება კვეთენ,
რატომღაც დროის მოსაგებად წერაც გამოდგება.
მგონი ცხოვრება მხოლოდ შესავალია,
შესასვლელ გამოსასვლელების გარეშე.
პოზები უნდა ცვალო,
კუნთების ატროფია გაქვს თუ რა ჯანდაბაა?!
ატროფირება იდეალური იქნებოდა,
როცა კონტროლი გინდა.
მე მინდა კონტროლი.
ახლავე მინდა და ამ წამს.
უნდა გავერთო.
საჭიროა კონტროლი.
გვინდა კონტროლი.
გვჭირდება კონტროლი.
გვაქვს კონტროლი.
სასარგებლოა კონტროლი.
CTRL.
ტროლი.
კო.
როლი,
ნტ,
კო.
ცოტას ავკენწლი, ცოტას დავარტყამ და
ცოტასაც მივზელ-მოვეფერები.
მერე სხვა სათამაშოებივით მივაგდებ.
კონტროლი მინდა,
ახლავე და ამ წამს!
ოღონდ გაფრთხილებთ,
იმ გოგოებივით მივაგდებ
პირველი გაზაფხულივით რომ მინდვრისფრად
გადავეშალე მომნუსხველ საწოლზე და
წვიმასავით გადამეცვარნენ ზედ საწოლზევე.
ლურჯ ნეონებად დავიშლები სოფლების თავზე და
კალიებად მოვედები მინდვრებს სიყვარულის,
მაგრამ ცხოვრებით შეწამლული ყველა გამაგდებს.
და რას იზამ, თუ უკონტროლოს მნახავ?
გაბრუებულს და გადაღლილს?
თვალებჩახეულს და განრისხებულს?
შემომხედე!
დიდი ხანია მე ვკარგავ დროს, და დროსთან ერთად მეხსიერებას.
და შენ, გირჩევ ჩემსავით დაკარგო მეხსიერება
და ჩახდილმა იარო ქუჩებში.
(ხოლო ის,რასაც იღებ პირში, ბერძნული სვეტია მარმარილოსი,
გასაღებია სვეტთა შორის შენი კბილების,
ალმასების გასაღებად,კარიბჭესავით.
და ნუ მოუსმენ,რომ თითქოს რამე ბილწავს
შენს რძისფერ სხეულს,
ან შემავალი პირში,
ანდა გამომავალი.)
გირჩევ ჩამოიძრო ეგ შენი ბოქვენზე აკრული ფოთლები,რომ
წრე შეიკრას და ძალიან დიდი ხსნი შემდეგ, ისევ გავშიშვლდეთ.
ჩვენი წრებრუნვა ქცევადია და არა შეუქცევადი.
ის ისე ბრუნავს, როგორც სამყარო,
ცოტათი ტარანტინოს მოპარული ეპიზოდივით-
ვიღაცის წარმთეულ ჯინსის ქურთუკებს ახლა
ჰიფსტერი აქტივისტები დაატარებენ აქციებზე.
და მოვა დრო,
როცა ჩვენი ნაკეთებნი დაგვიწყებენ საფლავების თხრას.
#
ღამეთა შორის ღამეა
დღევანდელი დღე.
და ეს სახლები,
რომლებშიც ვცხოვრობდით,
ჰგავდა არქიპელაგს ჩვენი სიმშვიდის.
მე გამოვაღე კარი მაცივრის და
ვერ გადავწყვიტე დილით მეჭამა კვერცხი თუ საღამოს.
მე ტუჩებში ვაკოცე ზამთრის სიცივეს და აგიზგიზებულ
გაზქურას.
მე კედელზე დავწერე-
აქ არ ვართ!
და აღარავინ მოსულა.
მე შეიძლება მოვკვდე ანონიმური,
როგორც მეზობელი ჩემი-
თემური,
მაგრამ ეს გაბნეული სიმშვიდე მაძლევს ნებას
ვიყო არაორიენტირებული.
სახურავებზე სძინავთ კატუნებს,
მათ ქვევით ჩვენ ვართ,
გარშემო მტ(ვ)რით და ყვავილებით კედლებზე,
სადაც არავინ დადის.
მეტროსთან მიგდებულ სხეულებს
ბალენსიაგას ბოტასებიანი და ჰუდიანი ანგელოზი გამოეცხადა
და გააფრთხლა მოწყენილები, რომ გადაეგდოთ
თორემ შეჯდებოდნენ.
და იფეთქა მოწყენის სენმა ისე,
როგორც ხავსის კვირტები სკდებიან ძველი
კორპუსების ბეტონის კედლებზე.
ჩვენც ისღა დაგვრჩენია შური ვიძიოთ
მონსტრებზე.
ბანკის მმართველებს ცოლები მოვუტყნათ,
გატლეკილი ბურჟუების შვილები
დავაფეხმძიმოთ და ბიოზე შევსვათ
(აბა მხოლოდ კლუბებში რატო აქანაონ ტკბილი ტრაკები,
ჩვენს ერთოთახიანებშიც მშვენივრად გამოსდით),
ვაჩვენოთ ნამდვილი თავისუფლების ფასი
უფულობის გავლით,
ძვირიან კაფეებში მოვეწყოთ და
ნერწყვის მდინარე ვასვათ მდიდრული
უდაბნოდან ჯიპით მოსულებს.
შიმშილი ჩამქრალი ქარხნების ექოებივით
ბობოქრობს. მითხარი რა ვქნათ?
მითხარი სად ვიქნებით თუნდაც ხვალ?
მითხარი ვისია, ჩემი ცარიელი საფულესავით
საწოლზე მიგდებული იმედი?
ნუთუ ვერაფერს ვიზამთ, რომ მოკრძალებული
თხოვნები ფართოსკამებიანთა კარებთან არ გადაიქცეს
ნერვიულ კაკუნად,
და შემდეგ ზვავივით არ დაატყდეს თავს ამ კარებს
ჩვენი მტკივანი ტერფები და გაცვეთილი კეტები.
მითხარი ხომ არ გაცვლი ჩემს დაშაშრულ ტუჩებს
სხვის ლამაზ პალტოზე?
მითხარი,
რა დაგვრჩა გარდა იმისა რომ გაჩაღებულ ომში თავით ჩავეშვათ?
მითხარი,
თუ გათბობა გვექნება, ხომ ისევ ჩამეხუტები?
მე, ასაკით პერსპექტიულს და ფილტვებდახეთქილს,
რომელიც ქრება,
სხვა მეკობრეთა შორის, ამ ზღვაში ერთფეროვნების და ტკივილის,
ნუთუ ჩავახშოთ ჩვენი ყვირილი და ჩუმი ქვითინია გამოსავლი?
კავშირი წყდება.
H1N1 ვირუსივით დაგვრია ხელი
საბანკო ვალებმა და მარტოობამ,
ის გადამდებია.
თვალების ჩასისხლიანებით იწყება,
შემდენი სიმპტომი კი საკუთარი თავის
და რეალობის დაკარგვაა.
გახელებული ცდა, რომ მცირე დეტალებში
იპოვო მაგიდაზე დაყრილი პურის ნამცეცებივით
პატარა სიამეები.
შენ მეკობრე ხარ,
დაცურავ ამ სიბინძურეში,
ცალი ფეხით კოჭლობ,
ცალითაც სამყაროში წონასწორობას ინარჩუნებ.
მთვარი მაინც მარტოობაა.
იმიტომ რომ ეს ქსელი აბსოლუტურად
ყველა კლასს-
ხელებდაცვეთილ დიასახლისებს,
მელოტ და ნერვიულ საშუალო ასაკის მამაკაცებს,
პრეტენზიულ ნაშებს,
ილონ მასკს,
დაბოლილ ძმაკაცებს,
მეტროებში მომღერალ ყავისფერ ბოშებს,
ჰაერში დამთავრებულ მლესავის კარიერას,
შენს ტუჩებს,
მგზავრს,
მიშელ უელბეკს,
კუთხეში ჩასაფრებულ პოლიციელებს,
ძველ ოპერატიულს,
ნაცნობ, მაგრამ მივიწყებულ ქუჩებს აერთიანებს.
როცა მკვლელობებს დასასრული არ უჩანს,
ესთეტიკის დანახავას იწყებ.
ეს ისეთივე შემზარავია როგორც
მინუსი ჩემს საბანკო კარტაზე.
და დაიწყეს მიწებმა რყევა,
და აყვნენ კორპუსები მარშად ამ რყევას,
და ისე გადაიხარნენ, რომ ხორცივით
თეთრი სული გამოუჩნდათ.
დინამიტის მარაგი ხალხის გულებში
ნაღველივით დაგროვდა.
და თითოეულმა გულიდან ამოიღო თავისი
წილი სათქმელი დინამიტი და შეუნთეს
ეს ფეთქებადი ნაღველი ლამაზ კოსტუმიანებს და
სამთავრობო ლოჟებს,
მარგალიტებით მორთლ სალოცავ კელიებს,
მამებს,
იმის ბანკს და ამის ბანკს და
ყველა ბანკს,
საფლავებს,
ყანებს,
დედას ქართლისას,
და ქალაქს და ქვეყანას.
და ისე იწვოდა ალით მრავალით,
როგორც ეს ხალხი დროში,
სანამ პროცენტი იქნება გადასახდელი
მათი არსებობისა.
SOS!
კავშირი წყდება.
#
არის ხოლმე დრო, სანამ ბალახი ამოვა და
სანამ ვინმე, ჩვენს შორის, ან შესაძლოა ჩვენგან მოშორებითაც,
დაიწყებს ქარგვას დიდი მოლოდინის, და ბალახიც
ისე ნელა იწყებს ამოსვლას,
სივდება გული, საშინლად,
ისე, როგორც სტაბილურად ნორმალურად ყოფნა იზრდება
ჩემში.
არის ხოლმე დრო,
ცხვრები ყუმუილს იწყებენ,
თვალების ლიცლიცს, პროგრამული ხარვეზებისგან
თავებს ყოფენ სიკეთის კოდთა ნაკადში და დიდძალი ქონებით
განებივრეებული და უემოციო ბაზრებად ქცეული სულები
იწყებენ სიტყვით გმოსლვას და ისეთი დროა, ალბათ სულაც
სულ ასეთი დროა.
ამ დროს, შენ გემი ხარ ნაქარგი და თვალწასული,
საკუთარ ეგოს კლიტორივით ეთამაშები,
და ეხვევი ყოვლისმომცველ აბრეშუმის დეპრესიაში,
სარეცლის ალმურში,
ხან კი, ხან არა,
ყველაფერმა რაც კი დაგდღალა-
ჰგავს ჯვარცმას, რომელიმც თან გღლის
და თან კი გათბობს.
მაგრამ მ ე ის მაღლევებს როდის დაიწყება
ჩვენი არსებობის სიმღერა.
ან იქნებ დაიწყო და უკვე მორჩა.
დაბადება.
,,მე იმდენ ნაგავს მოგიყვები
საკუთარ თავზე, აგეტირება“.
#
კასტრირებულმა ყვავილებმა შეანაცვლა ჩემი
თითები შენს ზურგზე.
არის ხოლმე დრო, დრო არის ხოლმე,
ხოლმე ხდება, ხდება ხოლმე და შესაძლოა
საერთოდაც არ ვიყოთ არსად.
აი დასკვნაც-
დამცინავი, მჟუტავი, ქრესტომათია ჩვენი სიმცირის-
ჩვენ არ ვართ.
ზუსტად ისე არ ვართ როგორც საზიზღარი,
გაუმართლებელი, სამყაროს მოდებული ბოროტება.
ან ისე, როგორც კლდეებს მიხეთქებული ტალღების ქაფი,
მდნარ ოცნებაბად და შიმშილად ქცეული
ჩემი ნაყიდი მარწყვის ტარტი შოკოლადში.
საუზმე-მსუბუქი.
ფილმი-მურნაუსი
სიზმრები- ღრმა და ოთახის კუთხეში ნაწყევი
საყოფაცხოვრებო ტკივილები.
#
პოეზია ისეთი, რომ სხეულის ყველა კიდური გაგეყინოს,
ან აფეთქდე, ან ცრემლი მოგადგეს, ან ცეცხლი წაგკიდოს ან
მოურიდებლად შეიგინო საჯაროდ.
ან მოგინდეს ერთად მოწიო ასობით სიგარეტი,
ან გაქვავდე,
ან ცხვრების ისტერიკული თვლა დაიწყო,
ან მაცივრის შეკეთება გადაწყვიტო,
ან მაგიდაზე დაყრილი ნამცეცები გადაწმინდო,
ან ქოლგის ქვეშ შეეყუდო უცნობ ქალბატონს,
ან თუნდაც ხიდი გააბა.
გრძელი და მშვიდი
ურთიერთობების.
ასფალტის გული.
#
სხვა ყველაფერი თანმიმდევრულად,
ნორმალურად, ასე თუ ისე,
ალბათ, ზოგჯერ, ხანდახან, სინამდვილეში.
და და.
და ვაა.
და უი.
დრო არის ხოლმე , მაგრამ ხოლმე არის დრო,
როცა მნიშვნელობა ეკარგება,
დრო არის ხოლმე თუ ხოლმე არის დრო.
რეალობა არც ასეთია და არც ისეთი, რეალობაა.
ზაფხულში, მზიან ფანჯრებში,
გარიჟრაჟის სიზმარში ვხედავ ცუდ სიზმრებს, კუჭი მაწუხებს.
ოთახში ზოგჯერ უსახსრობის დუმილი მო(ი)ნეტებით
სავასე მდინარესავით ჩხრიალებს.
ოცნებები უნდა დახატო და სულს სახეზე ააკრა,
მარტო მაგად ღირს ეგ უღიმღამო პროცესი.
…
ახლა ხელოვნება ბაწარია.
გინდა ქვევით ჩასასვლელად იხმარე,
გინდა მაღლა აცოცდი.
ყელზეც შემოუჭერ ვინმეს საქმე თუ გართულდა,
მაგრამ მთავარია ყულფად არ აქციო,
თუმცა ვინ დაეძებს-თუკი გადაიქცა.
#
გვიან ღამით,(ღამე ისეთია როგორც უფსკრულში ყრუთა
ხავილი, მუნჯების კვნესა.
მამაშენმა სახელი დაგარქვა- ,, მემკვიდრე“,
გრჩება კი რამე რასაცს მოიბავ ან რასაც გამოებმები,
მჩქეფარე ხასიათის, თითის წვერებზე აწეული ღამის სტუმრების,
ვალების და ინსტიქტის გარდა?!
არაორგანიზებული, გაუთვლელი, სარეცხაშლილი
კორპუსები ხარ- შენ აღარ გქვია აღაც შვილი,
აღარც ბავშვი, ხარ ვინმე, ველზე მყოფი ჯარისკაცივით,
როგორც ,,ერთ-ერთი“) გადაფსმა რომ მოგიდნება,
თვალებდასიებული წამოდგები,
იქნები მშიერი, გაბრუებული,
მოგინდება გადააფსა მახინჯი სიმზრები,
პოლიტიკოსები, მიწაზე მხოხავი ჰოლოგრამიული ანგელოზები,
ერთი და იმავე იერით და მოპირკეთებული ტვინებით,
იცი რომ მეხსიერება წრეა,
ხრიკი, კარგად დაგებული ხაფანგი,
შიში.
ეს ვოლიერია- შიგნით ხარ თუ გარეთ, როცა მას უყურებ?
#
ნუ გაგიკვირდება თუ დაინახავ,რომ ხატს მოსდის სისხლი,
ან მირონი,
აქეთ დააწუწე თუ გინდა რამე,
ანგელოზები მოვლენ და გაწმენდენ.
მე ვნახე როგორ გადიან სამუშაოდ შვიდი ნახევრიდან,
ამ ღამეს,
ისინი ჯგუფებად დადიან,
მაღალ იარუსებზე აპრიალებენ სკამებს,
სხვები კი მოვლენ, კუთვნილ ადგილებს დაიკავებენ
და დაეცემი ოთახში,
ბალიშზე, ატირებული და
დილის შვიდამდე დაგავიწყდება იარუსები,
გზააბნეული ვინ არის ყველა , ვის სახლშიც გაზი საყვარელივით
იპარებოდა, დადგება სუნი, მძაღე,
ფარდებაშლილი კოპრუსებიდან გავა წივილი, ღონემიხდილი
შეეცდები ფანჯრის დახურვას და მოგიტანენ გავსებულ
ცელოფნის პარკებით ყვირილს უბნის მშიერი ქარები, ამ ღამეს,
მე ვნახე - ბრედ პიტის კუნთებივით პრიალა სერიალებზე შემჯდარი თაობა,
რომელიც ჰგავდა მხოლოდ თავის თავს,
ვხედავდი მიწამიყრილ მამაჩემს , ის ლპებოდა-
სწრაფად და ხშირად.
მე ვხედავ, ამ ღამეს-
კეისრების შთამომავლობას,
ჩამოთესლილებს უკიდეგანო იმპერიების უკულტურო კუთხეებიდან,
წყალზე მოტივტივე სატალევიზიო აბრევიატურებს,
რომლებიც გულს მირევს,
სელებრითების ამაყი სახეები და ხინკლის ხვრეპა,
და ზომის სტანდარტები, როგორც მაგალითად ჯაზისა.
(პრიალა თოჯინების ეროტიზმი მოვტყან, შენი ტუჩების
ბუსუსები იმ ბალახივით შრიალებს ჩემი დაკარგული
სოფლის გორაკზე რომ ამოდის)
ლარის კურსების ნეონები იჩხვლიტებიან და გზას მიკარგავს
სამყაროს დუალიზმი, და ამ ქვეყნისაც.
ათასი გზა მაქვს,
სამი მამა ყავს, შვიდიც დედა, სამშობლო არ მაქვს,
სასტუმროა ეს ჩემი სახლი,
ან მე ვარ სტუმარი.
#
მე ვხედავ,
უზარმაზარ სულის კრატერებს,
ცხოვრების სანგრებს,
სადაც წევხარ და ელოდები როდის აგლოკავს მზე
ტყავის აცლამდე.
გარშემო ისვრიან,
აინტერესებთ შენი ხორციელი ლტოლვები და მათი
პლასტმასის თვალი მუდამ დაგაკვირდება.
წესი წესია.
აქ ღმერთს ისე ფასადურად და ჩუპა-ჩუპსივით კლავენ,
მართლა ჰგონიათ რომ მკვლელები არიან.
მე ვხედავ.
ყველაფრის შემდეგ,
მას შემდეგ რაც იყო დასასრული,
აფეთქებებისგან დარჩენილ
სულის კრატერებში ვწევართ და
იმ სიმღერას ვიხსენებთ,
რომ ჰგავდა მაინც ჩვენს არსებობას.
#
ჩვენ, აქ არ ვართ.
გადავწყვიტეთ რომ არ ვიყოთ,
და ისეც აღმოჩნდა რომ გავქრით.
გაგვაქრეს,
მაგრამ ქარები მოგიტანენ ასფალტიდან ახვეტილ
ჩვენს სისხლის სუნს და შენს ნასტვენ სიძულვილს.
კავშირის დასასრული.