• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩიტუნა

×
ავტორის გვერდი პაბლო ნერუდა 01 იანვარი, 2022 2710

თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

 

შენი სიცილი

თუ გსურს წაიღე საკვები ჩემგან,        

წაიღე ჰაერი მაგრამ

ნუ გამომტაცებ შენ სიცილს.

 

არ გამომტაცო ვარდი,

შენ მიერ დაკრეფილი ნეშტარის ყვავილი,

წყალი რომელიც უცაბედად იელვებს სიხარულით,

უეცარი ტალღა

შენში დაბადებული ვერცხლის.

 

ჩემი ბრძოლა ულმობელია და ვბრუნდები

დაღლილი თვალებით

შეუცვლელი დედამიწის დანახვისთანავე,

მაგრამ როცა შენ იცინი

ზეცაში აღწევს და მე მპოულობს,

და მიღებს ცხოვრების თითოეულ კარს.

 

ჩემი სიყვარული, შენი სიცილის ყველაზე ბნელი ჟამისას

იბადება, და თუ შენ უეცრად დაინახავ

 ჩემი სისხლით შეღებილ ქუჩის ქვებს,

გაიცინე, რადგან შენი სიცილი

ჩემი ხელებისათვის

ახალ მახვილს შობს.

 

ზღვასთან ახლოს, შემოდგომისას,

შენმა სიცილმა უნდა აამაღლოს

მისი ქაფით დაფარული ჩანჩქერი,

და გაზაფხულზე, სიყვარული,

შენი სიცილი მწყურია

იმ ყვავილის მსგავსად, რომელსაც ვუცდი.

ლურჯ ყვავილს, ვარდს,

ჩემი ხმაურიანი ქვეყნის.

 

იცინე ღამით,

იცინე დილით, იცინე შებინდებისას,

იცინე კუნძულის დაგრეხილ ქუჩებზე,

გაუცინე მოუქნელ

ბიჭს, ვისაც უყვარხარ,

მაგრამ როცა მე ვაღებ

და ვხუჭავ ჩემ თვალებს

როცა ჩემი ნაბიჯები მიდიან

და კვლავ უკან ბრუნდებიან,

უარყავი საკვები, ჰაერი,

სინათლე,  გაზაფხული,

მაგრამ არაფრით, არასდიდებით,

 თქვა უარი შენ სიცილზე,

რადგან მოვკვდები.

 

 

ჩიტუნა

დღის სრული საჩუქარი

ერთი ჩიტუნადან მეორეს გადაეცემოდა.

დღე ფლეიტიდან ფლეიტამდე გასრულდებოდა

გაეხვეოდა მცენარეულ საფარს,

იმ ფრენებში, რომელთაც გვირაბი შვეს,

და ქარი იელვებდა იქ

სადაც ჩიტები გაარღვევდნენ მკვრივ ცისფერ ჰაერს-

და შობდნენ ღამეს.

 

როცა ამდენი ლაშქრობიდან დავბრუნდი,

შეჩერებული და მწვანე გავხდი

მზესა და გეოგრაფიას შორის-

დავინახე თუ როგორ ირხეოდა შენი ფრთები,

როგორ ხდებოდა სურნელების გადაცემა

ბუმბულით დაფარული ტელეგრაფით,

და ზეციდან დავინახე ბილიკი,

ნაკადულები და სახურავის ფილები,

მეთევზეები ვაჭრობის ჟამს,

ზღვის შარვალი,

ეს ყველაფერი ჩემი მწვანე ციდან დავინახე.

არ ვფლობდი მეტ ანბანს

მერცხლების დინების გარდა,

პაწაწუნა, მოელვარე წყალი

 მღელვარე პატარა ჩიტუნას,

რომელიც მტვრიანების ცეკვიდან ამოიზრდება.

 

სონეტი Xlii:  მე შენ დაგეძებ

მე ყველაში შენ დაგეძებ,

დაგეძებ ქალთა ტალღოვან და აჩქარებულ მდინარის დინებაში,

ნაწნავებში, მორცხვ ღრმა თვალებში,

მსუბუქ ნაბიჯში, რომელიც ჭრის,

მცურავი ქაფით.

 

უეცრად ვფიქრობ რომ შენი ფრჩხილების გაკეთებას შევძლებ,

მოგრძო, ჩქარი, ალუბლის დისწულნი:

და შემდგომ ეს შენი თმაა, რომელიც ეშვება, და ვფიქრობ,

მე ვხედავ შენ იმიჯს, კოცონს, წყალში აალებულს.

 

მე ვეძებდი, მაგრამ არვის აღმოაჩნდა შენი რიტმი,

შენი სინათლე, ტყიდან მოტანილი ლანდისებრი დღე;

არვის ქონდა შენსავით პაწაწუნა ყურები.

 

შენ მთელი ხარ, მტკიცე და ერთადერთი,

და ამგვარად მივაბიჯებ და შენთან ერთად მივცურავ, სიყვარულო,

ფართო მისისიპის ფემინური ზღვისაკენ.

 

ოდა იმედს

ოკეანური ალიონი

ჩემი ცხოვრების

ცენტრი,

ყურძნის დარი ტალღები,

ცის მარტოობა,

შენ მავსებ

და სრულ ზღვას ფარავ,

შეუკუმშავ ცას,

ტემპს

და სივცრეს,

ზღვის ქაფის თეთრ

ბატალიონებს,

ფორთოხლისფერ დედამიწას,

მზის

ცეცხლოვანი წელის

აგონიაში,

უთვალი

საჩუქარი და ნიჭიერება,

ჩიტუნები სიზმრებში ნავარდობენ,

და ზღვა, ზღვა

ჩამოკიდებული სურნელით,

მდიდართა გუნდი, ჟღერადი მარილი,

და ამავდროულად,

ჩვენ, ადამიანები,

ვეხებით წყალს,

ვიბრძვით,

იმედით,

ვეხებით ზღვას,

იმედით.

 

და შეუდრეკელი სანაპიროს ტალღები გვიამბობენ:

'ყველაფერი ახდება.'

 

გემახსოვრება

გემახსოვრება ეს მორაკრაკე ნაკადული,

სადაც ტკბილი სურნელება იზრდებოდა და თრთოდა,

და ზოგჯერ ფრინველი, დაქანცული წყალი

და სიზანტე,  ზამთრის ბუმბულებში გახვეული.

 

გემახსოვრება დედამიწისაგან მიღებული საჩუქრები:

წარუშლელი სურნელება, ოქროს თიხა,

სარეველები და ფესვები უღრან ტყეში,

მახვილისებრი ჯადოსნური ეკლები.

 

გემახსოვრება შენ მიერ დაკრეფილი თაიგული,

ჩრდილები და მდუმარე წყალი,

ქაფით დაფარული ქვის დარი თაიგული.

 

ეს იყო ჟამი, ვით არასდროს, და ვით ყოველთვის,

და ჩვენ ვპულობთ ყველაფერს იქ

სადაც არაფერს ველით.

 

შენში დედამიწა

პატარა

პაწაწუნა

ვარდი,

ზოგჯერ,

პაწაწა და შიშველი,

თითქოს ჩემ ერთ ხელში

დაიბუდებდი,

თითქოს  მსგავსად ჩაგიხუტებდი

და ჩემ პირამდე მიგიზიდავდი,

მაგრამ

უეცრად

ჩემი ფეხები შენ ფეხებს ეხება და ჩემი პირი შენ ტუჩებს:

ამაღლდი,

შენი მხრები ორი გორაკის დარია,

შენი მკერდი ჩემ მკერდზე იკლაკნება,

ჩემი მკლავი ძლივსღა ახერხებს გარშემოერტყას

შენი გამხდარი წელის ახალმთვარეობის დარ კონტურს,

სიყვარულში ზღვის წყლის დარად ვრცელი ხარ:

მე ძლივსღა ვზომავ ცის უკიდურესად ფართო თვალებს:

და ვიხრები შენი პირისაკენ რათა ვაკოცო დედამიწას.

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული