• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღამის ანატომია

×
ავტორის გვერდი კლეიტონ ეშელმანი 31 იანვარი, 2021 1535
 
[1]
 
ცა აბაზანა    ინცესტუალური
                                ურნის და კოშკის გამხსნელი
           მიმოფანტული გვირგვინის ფურცლები აგემურევენ        უიტმენი გაღუნული
                                                 თავისი მენსტრუალური ქნარით,
           ალისფერი მთვარეშარფები,         ტალღის ქოჩორი ბრახუნობს,
გაცურე ჩვენ გველდალირსულ ხერხემლებში,
საფეხურები გადაჭდობილი და განხვნილი აღმართული შადრევნებით იქიდან
            ჩვენ რომ ანძები ვიყავით
 
მიწა
             ვარდისფერი დალიანდაგული იისფერი ბალახის კონებით,
      ყარყუმისბეწვი და ვარდი
                                                                                მე თვალს ვკრავ ვილჰელმ რაიხს
                                                                 თავისი ცხოვრების ბოლო ღამე,     3 ნოემბერი, 1957
                                                                         მწოლიარე თავის საკნის საწოლზე
 
ყველაფერი ცოცხალია მათ შორის სიკვდილის კარუსელი რომ ვტვირთავ ჩემი
ცნობიერების პროექტორში
 
ბაშოს ციკადაშთანთქმული კლდის კომპოტი
აფროდიტეს პუდენდა მორთმეული ღრუბლის ორქიდეაზე
 
                    ღამის ჰიდრბილტანიანი ენა მსუბუქად გეხება
 
[2]
 
მთელი ღამე არგიოპე ვიყავი
          ვქარგავდი ქსელებს, ვცრიდი
     ხილულ შუაშრეს სიტყვასპორისთვის,        ვადრაკონებდი
                                  ჩემს აგონს,          ვამუშავებდი
         ვარსკვლავგრეხილებს ფრაზულ ბაზრობებად,      ვექსკრეტირებდი
                   საქადაგო საწვავს, ძაფის ნახშირს,
                                  აჩრდილი მე შამანურ წყლულში. . .
 
          სადედოფლო პედიპალპმა მხარზე ხელი დამკრა,
                შემისწორა ძვლის ტვინის ფლორა
  „წამო,
გავაღიზიანოთ მიწის ჭურჭლები—
              გამოვხდით მათგან უცნაურ ღვინოს“
 
[3]
 
რა არის ღამის ბუნება?
 
იქნებ არსებობის უსაზღვრო ნგრევაა სამყაროს დასაბამში?
 
იქნებ ინფუზია ნადუღი კოსმიური სიბნელისგან, პირველად შენაწევრებული იმ შამანების მიერ, რომლებიც, გადებულები დაცემის უფსკრულზე, აღადგენდნენ კავშირს, თუნდაც მხოლოდ ხილვაში, კაცობრიობასა და მის ცხოველურ საშვილოსნოს შორის?
 
ნუთუ მიწა არაფერია გარდა ცრემლისა შეშლილი ოფელიას დასახიჩრებულ თვალში, სანამ ის მიხოხავს ირმის ნახტომის გადაღმა იმ შავი ხვრელის მარადიულ ძიებაში, სადაც ჩააბარებდა ღმერთ-კრიზისს თავის არსებობაში?
 
ო სინათლე, ოაზისი ხარ!
 
დაღმასვლა / აღმასვლა, შვეული ხაზი ჩვენი გონებების გასწვრივ, აქსის მუნდი ნატვრები რომ დაუკავშირდეს ის რქიანი შამანი დამარხული ყინულში ცისკრის ვარსკვლავებს ყველა მათგანი ერთად რომ მღერის ოსანა.
 
თუ არსებობს ძირითადი სიზმარი?
 
ცხოველი ღრმად ყვინთავს პირვანდელ წყალში, ამოაქვს მიწა...
მე ვვარდები ორმოში, ჩემ თავს ვაქცევ საშვილოსნოდ; სანამ აქ ვარ, ამ გამოქვაბულში
ვიწყებ მისი კედლების ლესვას,           ჩემი სხეულისგან
ვიწყებ სამყაროს შექმნას...
 
[8]
 
ჩრდილო ამერიკელის სითბურ, ხორცისმჭამლურ სიზმრის მიწაში
არის საკნები, რომლებშიც იაგუარები დააბიჯებენ. უძველესი ღმერთების ყბები,
წვერებიანი დრაკონები, თაღად იღებიან. ამ საფურთხებლიდან,
ჩონჩხა ბებრები ცკუმტავენ გაუთავებლად. გრძელ დანებს დაატარებენ,
დაეძებენ ჩვილ იაგუარ ღმერთებს. ეს ჩრდილები
ჯერაც დაეხეტებიან გონების პოპოლ ვუხ მხარეებში
სადაც ქსიბალბას ქალიშვილები გაუთავებლად
ორსულდებიან ფურთხით, მოკვეთილი თავებით. გაუთავებლად
უჩნდებათ იაგუარი შვილები. შურს იძიებენ გაუთავებლად, გაუთავებლად მშობიარობენ,
მოდიან არსებობაში სანამ არსებობას კარგავენ. . .
    შეხედე:
მაიმუნის თავიანი ადამიანური ჩონჩხი მსვლელობაში ეცეკვება
გლედის ეშელმანს, და
                  მკვდარი ჩვილი ეშელმანი მის მარჯვენა მხარზე.
 
[11]
 
რა იყო ჩემი ოცნება დედაჩემის საშვილოსნოში?
მცოდნოდა ჩემი მარჩბივორეული, ჩემი კლეიტონორეული, ირა?
მაგრამ მე მაშინ სახელდაურქმეველი ვიყავი, უსახელოს ვეკუთვნოდი,
გამომყოლებული, უმოძრაო ჩემი ქვესადების ქაოსის მიერ.
ოცნებობდა კი, საერთოდ, ჩემი ყოფნაში მოვლინება?
თუ ასეა, მკვებავი დედა მურენების ფეტალური ფანტაზია იყო, ჰო,
დედა მარჯვენა გველთევზები, არსებობაში გაიმარჯვო,
გველთევზების ოცნება, სვეტად მერყევი, დედა მარცხენა
ირყევა და მარცხდება. ვშიშობდი, რომ დედაში გველთევზად დავრჩებოდი?
ან გამოსვლისას დავკარგავდი ჩემ გველთევზას, ვიქნებოდი უგველთევზოდ,
შ ლიმონი, მ ეშლება? არა, მაშინ ეს არ ვიცოდი,
ვიცოდი მხოლოდ დაიმონი მურენა, რომ გროვდებოდა ჩემს უმბილიკუდში,
ამ გველთევზაში, რომ გამობმულიყო დედაჩემსა და მეანდრს შორის, რომელიც მე უნდა გამხდარიყო,
სალეკვე როდინი, მოსაყოლი ხის სოლი, მისი ქსოვილით მდიდარი,
ძღვენს, რომელსაც ვიღებდი, მის სიცოცხლეს, გარდავქმნიდი მურენა მამრად.
 
[16] 
 
იმაგინალური სიყვარული
გამოუსწორებლად დასნებოვნებული ძალადობით,
წყევლა ამაყი ადამიანურში,
გადაშენების დნობა,             უფორმო ჰორიზონტი:
ახლა ყოველდღიური ტელეპათია
 
ვუსმენ ქერილის სუნთქვას.
              რატომ არ ძალუძს მის არსებობას
დალოცოს სამყარო?   დალოცოს, რომ გამოიღვიძოს მან იმ ბედისხელობიდან
                            რომელიც რელიგიაა—
 
ბნელი იფერთხავს თავის „ბ“ს და ნელი ცისკრის კიდობანი,
თავიდან ჩემ გულში, შემდეგ ფანჯრის დარაბის ფაფუკ კიდეში,
ამჟღავნებს ქერილის მწოლიარე პროფილს.
 
ბნელი კიდე, კრძალვის გზა, სამყაროს ღერძი, რომელიც ნებას მრთავს
მისი სუნთქვა ვჭვრიტო.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული