• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მოგვთა მოგზაურობა

×
ავტორის გვერდი ტ.ს. ელიოტი 07 ივნისი, 2021 2080
მთარგმნელი - ლუკა კუჭუხიძე
 
 
 
„და სიცივე ჩამოწვა, 
წლის ყველაზე უფრო ულმობელი დრო
მოგზაურობისთვის, მით უფრო, ასეთი მოგზაურობისთვის:
გზები არს გრძელი, ამინდი მკაცრი
ბნელა ისე, როგორც ზამთარში“.
აქლემნი იფურთხებოდნენ, ხვრინავდენ, იმართებოდნენ წელში.
წვებოდნენ ჩამომდნარ თოვლში.
რამდენჯერ დაგვწყდომია გული
ზაფხულის სასახლეებზე მთის ფერდობებზე, თუ ტერასებზე
და მოხდენილ ქალწულებზე, შერბეთს რომ დაატარებენ.
მეაქლემენი კი, იგინებოდნენ და თამაშობდნენ
და მოითხოვდნენ სასმელს და ქალებს,
და ღამის კოცონები გიზგიზებდნენ და თავშესაფარს ვერსად იპოვნიდი
და ქალაქები იყვნენ უკეთურნი და დასახლებანი მტრულად განწყობილნი
და ჭუჭყს მიჰქონდა სოფელი და მაღალი ფასებს:
მძიმე დრო განვვლეთ.
ბოლოს გადავწყვიტეთ ღამე გვევლო სრულად,
გვეძინა ფხიზლად
და ხმები ჩვენს ყურებში მღეროდნენ და გვიმტკიცებდნენ,
რომ ეს ყოველივე იყო სიგიჟე.
 
შემდგომ, სისხამზე, დავეშვით ჩვენ გამთბარ დაბლობზე
ნამიანზე, დათოვლილზე, ბოსტნეულის სუნით გაჟღენთილზე
მდინარითა და წისქვილით, წყვდიადს რომ ებრძოდა. 
და იდგა სამი ხე, დაბალი ცის ქვეშ
და ბებერი, თეთრი ცხენი იქვე ნავარდობდა.
შევედით შემდგომ ჩვენ სამიკიტნოში, ვაზის ფოთლებით, შესასვლელს თავზე
იქ ექვსი ხელი, კართან, კამათელს აგორებდა
და ფეხი, დაცლილ თხიერს აბზრიალებდა.
თუმცა არაფერი იცოდნენ იქ ჩვენთვის და გზა განვაგრძეთ
და ჩავედით საღამო ჟამს; არა მყისიერად
და რადგან ვიპოვნეთ ის რასაც ვეძებდით; თითქოს დავმშვიდდით კიდეც.
 
დიდი ხნის წინათ იყო ეს ყოველივე, მახსოვს
და კვლავ გავიმეორებდი, მე ამ ყოველივეს, მაგრამ მითხარი გთხოვ
აი რა მითხარი, აი რა: საით მივყავდით - მთელ ამ გზას
შობისაკენ თუ სიკვდილისკენ? შობა იყო ეს, უსათუოდ. 
მე თავად ვარ მოწმე. მენახა მანამდის შობა და სიკვდილი
და განსხვავებულნი მეგონენ ისინი: ის შობა
იყო ხანგრძლივი, აუტანელი აგონია, როგორც სიკვდილი, ჩვენი სიკვდილი.
ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს თავს, ამ საუფლოში, მაგრამ რაღას მივეძალოთ ახლა აქ, ამ ძველი თავისუფლებით?
უცხო ხალხს შორის, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ებღაუჭებიან.
ნეტავ სხვა სიკვდილი მეახლებოდეს.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული