• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ვარდისფერი ხალათი

×
ავტორის გვერდი ნინო როსმანი 31 მაისი, 2025 88

ცოლი მსუქან ვარდისფერ ხალათში, თავზე ტილოსფერი ნაქსოვი ქუდი ახურავს, მოსპორტულო. თავი ტკივა, თუ გაცივდა. ზუის, მოთქვამს, არ გამოსდის რაც უნდა.

ქმარი

იცი რა, სალიერივით ხარ, სალიერი სულ არ იყო უნიჭო, უბრალოდ, ბევრს ფიქრობდა. მოცარტი ადგა და დაარღვია ყველაფერი. მარტივი მუსიკა დაწერა.

ცოლი

ჰოო?

ქმარი

ხო.

ცოლი

ა, ეს იმისავით არის, გლენ გულდის გამო ვირტუოზ მუსიკოსობას თავს რო გაანებებს ორი მეგობარი, ერთი თავს ჩამოიხრჩობს.

ქმარი

მახსოვს, მომიყევი, დის სახლთან.

ცოლი

ჰო.

ცოლი ჩაიბუსა.

იმავე საღამოს, თუ მეორე დილას. ცოლი ისევ ზუის, ისევ მსუქან ვარდისფერ ხალათში. არ გამოსდის რაც უნდა.

ქმარი

გაჭყლეტილი პამიდორივით ხარ.

ცოლი

კეჩუპი არა?

 ქმარი

არა, კეჩუპი გაზავებულია, გამოიყენებ. მაგრამ ძირს დაგდებულ გაჭყლეტილ პამიდორზე ფეხის დადგმაც არ გინდა.

ცოლი გაიბუსა. ლოყები გამოებერა. სამზარეულოში გადის. კარაქიან პურს ჭამს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული