• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ქართველი ფსიქოპატი

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2833

მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერხითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მხეცი მძჳნვარეჰ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. 

იაკობ ხუცესი. "შუშანიკის წამება"

- მიშველეთ! მომკლა! - დაიბღავლა ანტონმა და გარეთ გავარდა.
ზურაბი დინჯად გამოჰყვა. კარებში შესდგა და ჩანგალს დაჰხედა, რომელიც ხელში შერჩენოდა. ჩანგალზე ანტონის ტუჩი იყო ჩამოცმული.

მიხეილ ჯავახიშვილი. "ცხრა ქალწული"

რამდენიმე თაობაა, რაც ჩვენ ვიბადებით ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყითა და ტყუილით, როგორც ჰაერი, წვიმის წვეთებით გაჯერებული. ვერავის ექნება პრეტენზია, გამოვიდეს ამ პერიოდიდან და ტანსა და სულში არ ატაროს ასეთი დაბადების კვალი. ჩვენ რომ ვიღვიძებთ რაღაც შესაძლებლობების წინაშე, ვიღვიძებთ ისეთები, როგორებიც დავიბადეთ. და ამ დაბადების ნიშნები გვემჩნევა. ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და რაც მთავარია, უვიცობის, სიბნელის ნარჩენები. ეს სიბნელე და უვიცობა გამოხატულებაა იმ ფაქტისა, რომ დანგრეულია, თვით აზროვნების შესაძლებლობის ენობრივი ველი. 

მერაბ მამარდაშვილი


თავი I – წითელი თაგვი

გოგო საწოლზე იწვა, შიშველი. ფეხები რომ გააშლევინა, თავი მორიდებისგან ოდნავ გვერდზე გადახარა. ყლეზეც კი არ უყურებდა, მხოლოდ თვალებში. თითქოს მთელი მისი სხეულისგან მხოლოდ ეს ნაწილი დარჩენილიყო, მხოლოდ თვალები, სიბნელეში მოხვედრილი "დისნეის" პერსონაჟივით. როცა ის თავის რაკეტის მის კოსმოსში შესრიალებას ცდილობდა, გოგო ნელ-ნელა იხევდა უკან. რიტმულად მოძრაობდნენ, ქშენდნენ, კვნესოდნენ. კაცი ცოტა ხანში იქვე ტუმბოზე დადებულ დანას გადასწვდა. ხელში აიღო, შეათამაშა და გაიღიმა, ქალიც თითქოს მიხვდა, რომ თამაშს დაწყებას აპირებდნენ და დანაზე წაეპოტინა. თუმცა მან არ დაუთმო. დაასრიალებდა მის სხეულზე, ძუძუებს შორის, ყელზე, ხელებზე, თან ბასრი პირით. ქალი სიამოვნებისგან კრუსუნებდა, ტუჩებს იკვნეტდა, მაგრამ თითქოს ბოლომდე არ ენდობოდა და ცდილობდა მისი ხელი მოეშორებინა. უცებ დანა თავსზემოთ აიზიდა და ძლიერი მოქნევით ჭიპში ჩაესო გოგოს. რამდენიმე ძლიერი დარტყმა, ისევ და ისევ, პირი დააფჩინა, თვალები გაუფარდოვდა, ცდილობდა როგორმე ხელი შეეშალა, სანამ კაცმა დანა არ დაუნაცვლა და ყელი არ გამოღადრა. სწორედ მაშინ გაათავა, როცა ყელიდან წამოსული სისხლის პირველი წვეთი ჩაიკარგა ჭიპის ადგილას გაჩენილ წითელ ღრმულში.

ადგა. ოთახი მოათვალიერა, გარედან მანქანების ხმაური შემოდიოდა. ჩამოჯდა სავარძელში და უხმოდ შეჰყურებდა, მის მიერ წამების წინ შექმნილ უძრავ ინსტალაციას. შემდეგ წამოხტა, თითქოს დენმა დაარტაო. ოთახში გაიარ-გამოიარა. სისხლი სველი პირსახოცით ჩამოიწმინდა. შეიმოსა. დანა გაწმინდა და ჯიბეში ჩაიდო. უკვე გარეთ უნდა გასულიყო, რომ მისი ყურადღება კუთხეში დადგმულმა ყვითელი ქვიშით ნახევრად ამოვსებულმა აკვარიუმმა მიიპყრო, რომელშიც თეთრი თაგვი დაბორიალობდა.

მივიდა აკვარიუმთან, ხელში აიღო და საწოლთან მიიტანა. თაგვი ამოვიყვანა. ძალიან პატარა, ფუმფულა, სითბოს წყარო იგრძნო ხელში. ძლივს შეიკავა თავი იმისგან, რომ არ გაეჭყლიტა. ხელი გაშალა და მობუზულ არსებას შეხედა. გაეღიმა. სული შეუბერა, შემდეგ დაიხარა და ქალის მუცელზე გაჩენილ ღია ჭრილობაში ჩასვა.

დილას გამომძიებელმა ცხოვრებაში პირველად ნახა, როგორ ამოდიოდა ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებული გვამიდან წითელი თაგვი.

თავი II – ქართლის დედა

"ბილბორდის ადამიანები, მუდამ გაღიმებულნი, მუდამ რაღაცას რომ გვთავაზობენ, მუდამ უძრავად, შენს მოძრაობას დაკვირვებულნი, განათებულ, უზარმაზარ გზატკეცილებზე, დაგვყურებენ აქეთ-იქეთ მიმომქროლთ, ყველაზე დიდი ბილბორდის, ცისქვეშეთის სიკვდილ-სიცოცხლის მომხმარებლებს. მართლაც კოსმოსის ყველაზე დიდი ბილბორდი ცაა. რომელიც გვთავაზობს მზის, მფრინავი თეფშების, სუიციდის, პარაშუტების, ღმერთის, თოვლის, კომეტების და ანგელოზების რეკლამას. აი, ასე და ჩვენც მოვიხმართ ამ ყველაფერს. ბანჯგვლიანი საქმოსანი ბიძები ყიდულობენ ანგელოზებს და შემდეგ ანალური სექსის დროს გავეშებულები ღრიალებენ: “გაწიე შენი დაწყევლილი ფრთები, ხელს მიშლის!” იყიდება პარაშუტები და ჰოლივუდის მთვარე, წვიმა ხომ იყიდება და იყიდება, კაფის დაორთქლილ ფანჯრებსა და ცხელ ყავასთან ერთად. იყიდება უცხოპლანეტელების სახეები, დირიჟაბლები, თვითმფრინავები და ადგილ-მამული მთვარეზე"

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალი დახურა და მოისროლა. მანქანა აეროპორტისკენ მიქროდა. კიდევ კარგი ცოტა ხნით მაინც მივფრინავ, გაიფიქრა მან და მინა ჩამოსწია. ჰაერი გიჟივით დაეტაკა სახეზე. თვალები მოჭუტა. გაეღიმა, საშინლად ეფსმებოდა. მინა დახურა და ისევ ჟურნალის კითხვას მიჰყო ხელი. “თბილისში მანიაკ მკვლელთა ბანდის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. 24 თებერვალს, საღამოს 9 საათზე, "მაკდონალდსში" შავად შენიღბული ადამიანები შეცვიდნენ და 16 წლის მარიამ შენგელიძე გაიტაცეს, რომელიც ამ დროს თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონას ეცვა ვარდისფერი ქურთუკი, თეთრი “ღუნღულა” სვიტერი და მინი-კაბა. ის ძალის გამოყენებით ჩააგდეს მანქანაში. დილას კი ქუჩაში გამოსულმა თბილისელებმა “ქართლის დედის” ძეგლზე, უცნაური ობიექტი შენიშნეს, ეს იყო ძეგლზე წითელი თოკით მიბმული გაშიშვლებული მარიამ შენგელიძის გვამი.”

სააკაშვილმა ჟურნალი დახურა და უცებ ჩეშირული კატის სახე მიიღო და ისტერიული სიცილი აუვარდა. მთელი გზა ვერ გაჩერდა, გიჟივით ხარხარებდა. ტრაპზე ასვლისასაც ვერ იკავებდა თავს. მის გამყოლებს ვერაფერი გაეგოთ და დაბნეულები გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა თვითმფრინავი მიწას მოს წყდა. “არა, რა ეს ნამდვილად მშვენივრად მოვიფიქრე, გვამის ქართლის დედაზე მიბმა” - გაუელვა თავში და კმაყოფილი გადაწვა სავარძელში.

თავი III – ალადინი

მიხეილ სააკაშვილი კაბინეტში იჯდა და მედიტირებდა. ისე ინტენსიურად რთავდა არხებს, რომ მხოლოდ მისი ქვეცნობიერი, პეპლების საჭერი ბადესავით, ახეხებდა ზოგიერთი კადრისა და სიტყვის დაჭერას. "ცხოვრება მშვენიერია!" – სააკაშვილი მედიტაციური მდგომარეობიდან გამოარკვია ამ ფრაზამ. წამყვანი მაღალი, უშნო ცხენს მიმსგავსებული ქერა ქალი, სტუმრად მიწვეულ ნორჩ პოეტებს შეუდარებელი მჭერმეტყველებითა და მახვილგონიერებით უსვამდა დადაისტურ და კრეტინულ შეკითხვებს.

- დღეს პოეზიის დესაკრალიზება მოხდა – სიტყვა აიღო ჭაბუკმა პოეტმა.

ნეტავ ამათ რაღა უნდათ? - გაიფიქრა სააკაშვილმა. - თვითონ მაინც თუ იციან? ნამდვილი პოეზია - მკვლელობაა. შეუძლიათ მათ ამის გაგება, შეგრძნება და განხორციელება? არაფერიც, არ შეუძლიათ.

ცოტა ხანი კიდევ უყურებდა გადაცემას, სანამ გული არ აერია. ისე როგორ გავს ეს წამყვანი ერთ-ერთი მულტფილმის პერსონაჟს, ნეტავ რომელს? ჯაფარს - და გაუნათდა. ჰო, ზედგამოჭრილი ჯაფარია. ჰაჰა. მე, მე ალადინი ვარ, ჩემი მაიმუნი აბუ კი ვანო - გაიფიქრა მიშამ და ხმამაღლა ახვიხვინდა.

ბოლო დროს უცნაური რამ დასჩემდა, ხანდახან თავის თავს ელაპარაკებოდა. მისი მეორე მე კი ისეთი ხუმარა ვინმე გახლდათ. იმ დღესაც ძმათა სასაფლაოზე, ისეთი ანეგდოტი გაახსენა, რომ ძლივს შეიკავა თავი: "დედა, დედა იცი მე დღეს მამა ვნახე." და დედა პასუხობს: "რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეგრე ღმად ნუ თხრი ქვიშაში" 

ალბათ ეს შინაგანი მონოლოგები და დიალოგები იმის ბრალია, რომ საოცრად მოსაწყენი გახდა ცხოვრება. უეცრად თავში ერთი მშვენიერი იდეა მოუვიდა. დაცვას დაუძახა და პარიკის, ხელოვნური ულვაშების, ჯინსების, ქურთუკის, შავი სათვალეების და ზურგჩანთის მოტანა მოსთხოვათ. მისი სხვა ახირებების ფონზე, ეს ბრძანება დაცვას არც კი გაკვირვებია.

ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ კარზე კაკუნი გაისმა. მიშა გულმოდგინებით შეუდგა მოტანილი სამოსის მორგებას. მშვენიერი იდეაა რა, მეც ქართველი მეფეებივით გადაცმული ვივლი თბილისში. მე ხომ ალადინი ვარ. მაგრამ სარკეში რომ ჩაიხედა გაეცინა:

- ალადინი კი არა მარიო ჩიმარო ვარ.

გრძელი თმები მხრებზე ეყარა, ხშირი ულვაში და შავი სათვალე ხომ მოუხდა და მოუხდა. "ისე ჩემზე უკეთესი მეფე სად უნდა იპოვნონ, იმ გამწლეულ ბაგრატიონებს აღარ ვჯობივარ? ღვთის ნებაა, ღვთის ნებაა - რამდენიმე ათასი და ისეთ სპეც-ეფექტებს გააკეთებ ნებისმიერ ღმერთს შეშურდება."

კიდევ რამდენიმე წუთი გააგრძელა სარკესთან პოზიორობა და ფიქრი. თან ელვისის მოძრაობებს აკეთებდა. შემდეგ მოწყინდა და მაგიდასთან მივიდა. უჯრა გამოაღო. კარგა ხანს ჭოჭმანობდა, შემდეგ კი რატომღაც "კოლტი" აირჩია და ორი ცალი ქამარში გაირჭო. დაიბარა: "ხალხში უნდა გავერიოო" და რამდენიმე ათეული საიდუმლო დერეფნის, მძიმე კარის, დასირებული სიფათების (ზურგსუკან დამცინავი ღიმილის) და გაკვირვებული თვალების გავლის შემდეგ გარეთ აღმოჩნდა. ღრმად ამოისუნთქა. "დღეს ტურისტი ვიქნები, უცნობი ხალხის შიშებსა და ტკივილებში მოგზაური ტურისტი."

მთელი რუსთაველი ფეხით გაიარა. მერე მიხვდა, რომ სიარულის მანერა ცოტა უნდა შეეცვალა, თორემ იცნობდნენ. ამიტომ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, წელში ოდნავ მოიხარა და პეროვზე ჩაუხვია. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ერთ ბართან შეჩერდა, რომლიდანაც ხმამაღალი მუსიკა გამოდიოდა. ბარი სავსე დახვდა. მხოლოდ ერთ კუთხეში იდგა ცარიელი მაგიდა. ისიც იქითკენ გაემართა, კარგად მოკალათდა, მიმტანს ინგლისურად მოსთხოვა ვისკი, თვითონ კი ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხანში მისმა ფიქრებმა მიმტანის ტრაკის ფორმა მიიღო, რომელმაც ვისკი მიუტანა და ნარნარით გაბრუნდა უკან.

საშინლად მოსაწყენია ეს ყველაფერი. რამდენი ასეთი ბარი არსებოს, თავისი მუსიკოსებით, რომლებიც ერთად ცხოვრობენ სვამენ და ჟიმაობენ, დრო კი სადღაც გაურბით. თავისი ლოთებით, ბარმენებითა და ტურისტებით. - ფიქრობდა ის. მუსიკამ უკვე თავი მოაბეზრა. ვისკი ბოლომდე ჩაცალა, იარაღი ხელით მოსინჯა და უცებ ფეხზე წამოვარდა. შენელებული კადრის ჩვენება რომ შეგვეძლოს, დავინახავდით ტყვიას, რომელიც ზუილით კვეთდა ჰაერს, შემდეგ ვოკალისტის შუბლს თითქოს მოსაფერებლად შეეხო, თანდათან გახვრიტა კანი, ერთი მილიმეტრი, ორი მილიმეტრი, სამი მილიმეტრი -- აი, ტყვია მთლიანად თავშია, სისხლი და ვოკალისტი უკან ეცემა დასარტამ ინსტრუმენტებს. მეორე ტყვია უკვე ბარმენის ტვინს სტუმრობს, მისი სისხლის წვეთები კი თითქოს ხარისხის აღმნიშვნელად ესხმება სასმელის ბოთლებს. ბარმენს - დრამერი და ბას-გიტარისტი მიყვებიან ჯოჯოხეთისკენ. შემდეგ ორ ტყვიას - მიშასგან მარცხნივ მჯომი გოგო და ბიჭი იმსახურებს. ნეტავ მიმტანმა სად შეყო თავის დიდრონი ტრაკი - ინტერესდება მიშა. შემდეგი ტყვია გადაეცემა (საზეიმო პაუზა) - ქალბატონს ფანჯარასთან! ყველა მაგიდის ქვეშ მიიწევს, თითქოს ჩანგლები დაუცვივდათ - სტუმარი იცის, ეშმაკი მოდის თქვენს წასაყვანად!

სააკაშვილი ბარს თვალს მოავლებს და ჩქარი ნაბიჯით გარეთ გამოდის. "ცხოვრება მშვენიერია" - წინ მთელი ღამე და ახალი თავგადასავლებია.

თავი IV – მუ-მუ ბრუნდება

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ამ რომანის წერა დავიწყე. არ ვიცი შეიძლება გავგიჟდი, მაგრამ ვგრძნობ რომ მითვალთვალებენ. ყოველთვის როცა სახლში ვბრუნდები, უკან მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის. მივიხედავ და არავინ ჩანს. მოსვენება დავკარგე...

ერთხელაც შუაღამისას გამომეღვიძა. ვხედავ კომპიუტერთან ვიღაც ზის. კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი, ალბათ მეჩვენება-მეთქი. საწოლზე წამოვჯექი, ხმაურზე მომიბრუნდა და ვის ვხედავ, თვით მიხეილ სააკაშვილს მთელი თავისი არსებით. მას ვორდის რომელიღაც ფაილი გაეხსნა და კითხულობდა. შეწყვიტა და მეუბნება:

- მშვენიერია, მშვენიერია... კარგად წერ, ხო იცი შენ. მაგრამ მაინც ვერასოდეს შეძლებ, ისე მძაფრად აღწერო მოვლენები, როგორც სინამდვილეში ხდება. რეალურად ყველაფერი გაცილებით სასტიკი, საზიზღარი და გულისამრევია.

შემდეგ ჯიბიდან იღებს ფოტოებს და მიწვდის. ვანთებ ლამფას, იმედი მაქვს რომ სინათლეზე მაინც გაქრება, მომშორდება თავისი საზიზღარი სურათებიანად. მაგრამ ადგილიდან არ იძვრის. ფოტოებზე ვხედავ დასახიჩრებულ გვამებს, ცალკეულ კიდურებს, სხეულზე ამოჭრილ წარწერებს. მიშა მოლოდინისგან ცქმუტავს, თითქოს მე ცნობილი კრიტიკოსი ვიყო და ის შეფასებას ელოდეს ჩემგან. სურათები დავათვალიერე და უკან დავუბრუნე. გამომართვა და ჯიბეში ჩაიბრუნა.

- ჰა, მოიფიქრებდი ამას? შეგიძლია მსგავსი საშინელებები აღწერო?

მე ვაღიარებ, რომ არ შემიძლია. მართლა არ მეყოფა ფანტაზია, ისეთი რამეებზე დავწერო, რაც ფოტოებზე ვნახე. ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენ. ველოდები, რომ ნაჯახით გამიჩეხავს თავს, ან თუ თან არ აქვს კლავიატურით მაინც.

- მწერალო, მწერალო, გგონია მოგკლავ?
- რა გინდა? – ვეკითხები განწირული ხმით.
- ის ანეგდოტი იცი? გერასიმი ბრუნდება სახლში. აღებს კარს, სავარძელში ბასკერვილების ძაღლი ხვდება და თესლურად უღიმის. ეუბნება: ხედავ გერასიმ, მე მაშინ გადავრჩი. ტრილერი - მუმუ ბრუნდება!

არ მეცინება. რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ მომკლავს.

- მწერალო, შენ შეგიძლია ასეთი ისტორიის მოგონება? მისმინე: დილას გამეღვიძა, თვალები გავახილე და რას ვხედავ, გვერდზე ტრუპი მიწევს. ვა, ნუთუ ძილში მოვკალიმეთქი – ვფიქრობ. მაგრამ საშინელი შესახედია, რამდენიმე დღის მკვდარს ჰგავს, თან სუნიც ასდის. აბა, ამდენი ხანი მეძინა? გვერდზე ვტრიალდები და რას ვხედავ, მეორე გვამი, საზარლად აქვს პირი დაფჩენილი, ცალ ძუძუში დანა აქვს გათხრილი. სისხლი გამხმარია. მაღლა ავიხედე და რას ვხედავ, მთელი ჭერი გვამებით არის დაფარული, თითქოს გაზის კამერას დავყურებდე ზევიდან, ლევიტაციის მდგომარეობაში ან ნუდისტების პლიაჟს მაჰმადიან მშობელთა კავშირის აბლავის შემდეგ. მოკლედ მთელი ჭერი გადავსებულია, თან სულ კაცები არიან და ნათურებივით კონწიალობენ მათი ინსტრუმენტები. უცებ ერთ-ერთ მათგანს ძვრება და ჩემს გვედზე მწოლიარე ქალს პირდაპირ ხახაში უვარდება. მეორე უკვე თავში მხვდება. წვიმასავით მოდის. წამოვარდი. იქვე კუთხეში წითელი ქოლგა დევს, ვშლი და შიშველი წითელი ქოლგით დავრბივარ და დავხტივარ ყლეების წვიმაში და სისხლის გუბეებში. ჰო, რომანტიულია? აბა, შეგიძლია ამის აღწერა ალექსს?

ჩემს სახელს ძალიან სასაცილოდ გამოთქვამს, მაგრამ მე სულ არ მეცინება.
- რა გინდა? შემეშვი – ვეუბნები გამწარებული.
- შეგეშვა? კი მაგრამ შენ თვითონ არ დაიწყე? ქართველი ფსიქოპატიაო, პრეზიდენტის მემუარებიაო, მკვლელობები... იცოდე, მნიშვნელობა არა აქვს პრეზიდენტი ვიქნები თუ არა, მთელი ცხოვრება არ მოგეშვები.
- თავი დამანებე, დამანებე თავიი…- ვღრიალებ. ისიც ღრიალს იწყებს, ასე ერთმანეთის პირისპირ ვზივართ და სახეში შევღრიალებთ ერთმანეთს. ერთი წუთი მაინც გრძელდება ეს. მერე მიშას ღრიალი თანდათან ხარხარში გადასდის და მშვიდდება. დგება. ყოველ მომენტში ველოდები თავდასხმას.
- ნახვამდის ალექსსს – ნელ-ნალა უკან იხევს ოთახის სიღმეში და სიბნელეში უჩინარდება.
გაოგნებული, დაზაფრული და შეშინებული ვზივარ საწოლში. ვდგები ვიცმევ და გარეთ გამოვდივარ. ქუჩა ცარიელია. ქვემოთ მივუყვები და სადღეღამისო მაღაზიაში ვყიდულობ სამ ქილა ლუდს და სიგარეტს. ვბრუნდები და ქუჩაში ლამპიონთან ვჯდები ბარდიულზე. ვსვამ ლუდს. ნეტავ ეს ყველაფერი დამესიზმრა თუ ცხადში მოხდა? ნაბიჯების ხმა მესმის, ვხედავ როგორ ბრუნდება სახლში ჩემი დაღლილი სტრიპტიზიორი მეზობელი.
- ვა, ალექს? აქ რას აკეთებ?
- რავი, რაღაც კოშმარი დამესიზმრა.
გვერდზე მიჯდება, ვეწევით. ლუდს ვთავაზობ. ისიც სვამს.
- როგორ ჩაიარა საღამომ?
- ჩვეულებრივ... ვიღაც ბიძა დათვრა, გაჭედა და ამ დროს შემოვიდა მაგის შვილი, სასაცილოები იყვნენ მამა-შვილი, ბიძას ენა დაება.
ჩუმად ვართ. ვსვამთ ლუდს.
- შენ რას შვები, წერ?
- კი ვწერ – ვეუბნები და ვუღიმი. მერე იმ ანეგდოტს ვუყვები, სააკაშვილმა რომ მომიყვა. იცინის. ძალიან ლამაზი სიცილი აქვს.
- წავედი, წავედი... დავიძინებ. – მკოცნის და მიდის. ქუჩა ცარიელია. მალე გათენდება.

თავი V – მიხეილს უყვარს მასაჟი. (ინტერნეტ ფორუმი)

......................................................
Posted by: Shalvari 9 Mar 2009, 21:21

http://drdot.blog-city.com/greetings_from_georgia_former_soviet_union.htm

მიხეილ სააკაშვილი ივნისში ბერლინში, ხოლო თებერვალში საქართველოში სარგებლობდა მოგრუპიო მასაჟისტის დრ. დოტის მომსახურებით.
......................................................
Posted by: Shalvari 9 Mar 2009, 21:39
A groupie is a person who seeks sexual and/or emotional intimacy with a celebrity or other authority figure. (ვიკიპედია).
......................................................
Posted by: Tsira 9 Mar 2009, 21:43
ყველაფერ ,,სიკეთესთან" ერთად არც სექსუალური აღვირახსნილობაა მაგ ვაჟბატონისთვის უცხო! ჯერ კიდევ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ამაზრზენი ჭორები დადიოდა მის სექსუალურ მადაზე. თუმცა რა გასაკვირია, ქართველი მამრია ეგეც!
......................................................
Posted by: Shalvari 9 Mar 2009, 21:50
მე ვთქვი, მო-გრუპიო. 80-იან წლებში, დრ. დოტმა დაიწყო კარიერა დეფ ლეპარდის კონცერტზე მისვლით (14 წლის ასაკში) და გაუკეთა მასაჟი. მერე დაყვებოდა ძალიან ბევრ ჯგუფს და უკეთებდა მასაჟს კულისებში. (როლინგ სტოუნზი, სტინგი, ფრენკ ზაპა, აი მართლა ძალიან ბევრი ჯგუფი). მერე გაბლატავდა და ფულის აღება დაიწყო. მერე უკვე პოლიტიკოსებზე გადავიდა-სავით (არაბეთის პრინცი, კიდე ვიღაცა). მის ბლოგზე ზემოთ რომ დავდე ძალიან ბევრი სურათი და ვიდეოა. ეხლა მასაჟის გარდა რასაც უკეთებდა ეს არ წერია.
......................................................
Posted by: the_lizard_king 9 Mar 2009, 21:59
საღოლ მიშა
კიდევ ერთხელ ჩააფურთხე ქართველ ხალხს სულში
......................................................
Posted by: Ruglen Holon 9 Mar 2009, 22:06
სექსუალური კაცი მაგი !!!
......................................................
Posted by: abirvalg 9 Mar 2009, 22:06
Internet_Contraband
მიშას თვითმფრინავში მასაჟისტს რა უნდოდა ვკიტხულობ. საწყალი ქალი, თურმე ეკლესიებს და რელიგიას ვერ იტანს, მიშას დაცვას კი ეკლესიები მოუტარებია, თქვენ კი ამბობთ ღმერთი არ სწამსო
......................................................
Posted by: Tsira 9 Mar 2009, 22:36
თქვენ გგონიათ ეგ უბრალო ძუკნაა? და ასე ,,უპრაგონოდ" დადის? არ გამიკვირდება აშშს დაზვერვაზე მუშაობდეს ....
......................................................
Posted by: Shalvari 9 Mar 2009, 23:17
Tsira
კი ბატონო, შესაძლებელია, რომ მართალი ხარ, მაგრამ ეს ცალკე და დიდი თემაა, რომელიც ამ თემის ჩარჩოებში არ ეტევა. აქ კი ლაპარაკია ქვეყნის პირველი პირის ექსცენტრიულ ვიხოდკებზე და გადამხდელების ფულების ხარჯვაზე და არა ჰეტერონორმატიულ-პატრიარქალური კულტურის ბატონობაზე. ამ თემაზე ჟიჟეკი ამბობდა - აღმოსავლეთ ევროპაში - ორიენტალიზმი, სიბნელე, ქალებს ცემენ და აუპატიურებენ და მათ ეს მოსწონთ, ხოლო დასავლეთ ევრობაში, ცივილიზაცია, კულტურა, ქალებს ცემენ და აუპატიურებენ და მათ ეს არ მოსწონთ.

თავიდან მეც არ მჯეროდა მაგრამ იმდენი მასალაა რომ ეჭვის საფუძველსაც არ ტოვებს.
......................................................

მიშას პარანოია

......................................................
Posted by: goga_g 11 Mar 2009, 01:09
რომელი ნიშანია უტყუარი დასტური რო მიშა აფრენს?

გალსტუკი რო შეჭამა/ედუჩას ჩაი რო დაულია/სი-ენ-ენ-ზე ომის დროს რო აბდაუბდობდა/
განმუხურში რო რუს გენერალს ებლატავა/ერეკლეს რო შეედარა/ნინო ბურჯაბნაძე რო გაატეტჩერა/ და ა. შ.
......................................................
Posted by: westsider 11 Mar 2009, 01:13
QUOTE
selecting all
არ შეიძლება?+ყველა მისის გამოსვლა და სიტყვა.
......................................................
Posted by: Dato-Tolordava 11 Mar 2009, 01:45
გორის კადრები იყო ყველაზე საშინელება. საშინლად დამცირებულად ვიგრძენი მაშინ თავი!! არასოდეს დამავიწყდება, რუსმა გოგომ რომ მომწერა, აი ეს არის თქვები ფარჩაკი პრეზიდენტი, რომელსაც თვითმფრინავის ეშინიაო.
......................................................
Posted by: djindjidrinji 11 Mar 2009, 01:57
Dato-Tolordava
შიში არის ადამიანის ბუნებრივი რეაქცია, ევოლუციით არის ჩადებული. შიში რომ არა, დღეს არც ერთი არ ვიქნებოდით ცოცხლები კი არა, გაჩენილები, იმიტომ რომ ადამიანი არ იარსებებდა. ასე რომ, ეგ კადრები არაფერზე არ მეტყველებენ...
......................................................
Posted by: chorven:) 11 Mar 2009, 01:59
რომელი ერთი, რომელი ერთი მაგის დედა ვატირე, უცხოელი არ მინახავს, მაგისი ჰალსტუხის ჭამა რომ არ შეეხსენებინოს!!!
......................................................
Posted by: T_b_i_l_i_s_o 11 Mar 2009, 02:05
გაჩერებული საათიც კი სუტკაში ორჯერ მართალია
......................................................
Posted by: ტანკე 11 Mar 2009, 02:05
ინსტრუქციები ჰალსტუხის მოხმარებისთვის:

პირველ რიგში საჭიროა მოვიწვიოთ ტელევიზიები, მას შემდეგ რაც ჟურნალისტები თავის კუთვნილ ადგილებს დაიკავებენ, ხელის მარტივი მოძრაობით, საჩვენებელსა და ცერა თითებს შორის მოქცეულ ჰალსტუხს ვათავსებთ პირის ღრუში, შემდეგ გამალებით ვღეჭავთ. შედეგი გარანტირებულია, აქვს ორი აბი ვალიუმის ეფექტი.
უკუჩვენებები: ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს შენზე კაიფს; ჰალსტუხი მალე ხუნდება;
......................................................
Posted by: tserovanis meri 11 Mar 2009, 02:11
ის რომ ჰგონია რომ ამ ხალხს სძულს. არადა ყველას უყვარს, და ეთაყვანება.ის რომ მარტო ერთი ნახატი წაიღო სახლში და მთელი მუზეუმი არ გაზიდა, მაინც არავის ესმის ფერწერა საქართველოში . ის რომ სანდრა არ დანიშნა ჯან დაცვის მინისტრად, რამეტუ ასეთი ექთანი დიდი ხანია არ გვყოლია. ის რომ დედამისი არ დანიშნა განათლების მინისტრად, რამეთუ ასეთი უნივერსიტეტი 1 წელიწადში არავის შეუქმნია ის რომ ამდენი მონა ჰყავს იგვლივ და მინც იძახის რომ დემოკრატია და ევროპული ქვეყანა გვაქვსო
......................................................
Posted by: Dr_Gonzo 11 Mar 2009, 09:57
იცით რა არ მესმის, რატომ ლაპარაკობთ მიშას პარანოის შესახებ. მხოლოდ მას-მედიაში გავრცელებული, ერთი შეხედვით უმწიკვლო ფაქტებით? და იქიდანაც ყველაზე მთავარს არ იხსენებთ, 7 ნოემბერს. როცა მთელი ქალაქი იყო პარანოიალური, დაზაფრული, ყველას ეშინოდა, რომ მოკლავდნენ ცემით. ამას რომ თავი დავანებოთ, რატომ არ ლაპარაკობთ იმ სადისტურ მკვლელობებზე, რომლებიც მთელს საქრთველოში ხდება. რომელი მანიაკი შეძლებს მათ ჩადენას, თუ გარკვეული ძალაუფლება არ გააჩნია. ჭორია ხო, ის რომ შემთხვევის ადგილებთან თითქმის ყოველთვის ხედავენ პრეზიდენთის ექსკორტს. თანდათან იზრდება შაოსანთა რიცხვი. თქვენ კიდევ მკვლელობათა კანონზომიერებაზე და სატანისტ მანიაკზე ლაპარაკობთ, თითქოს მთელი საზოგადოება ბებერ, ლოთ, არაფრისშემძლე გამომძიებლად ქცეულა. დროა ერთხელ და სამუდამოდ გავახილოთ თვალი და დავინახოთ ჩვენი სისხლიანი პრეზიდენტი, რომელიც მომავალ მსხვერპლს უღებს ბოლოს, ის შეიძლება თქვენი და, ძმა ან შვილია, ის შეიძლება ძალიან ახლოს ცხოვრობს თქვენთან და მკვლელი სულ მალე თქვენამდე მოაღწევს!
......................................................

ტექსტი აქ წყდება. ავტორის გვამი მეზობელმა სტრიპტიზიორმა აღმოაჩინა. მას თავი ხის ჯვარცმით ჰქონდა გაჩეხილი. მიმდინარეობს გამოძიება. 

ბოლოსიტყვაობა

“ქართველი ფსიქოპატი ანუ მიხეილ სააკაშვილის მემუარები” ბრედ ისტონ ელისის რომანის ”ამერიკელი ფსიქოპატიის” მინი-რიმეიქია. ეს წიგნი 1991 წელს გამოქვეყნდა და მასში აღწერილმა სექსისა და ძალადობის სცენებმა დიდი ფურორი მოახდინა. პირველმა გამომცემლობამ, რომელმაც ელისს საკმაოდ სოლიდური ავანსი გადაუხადა, უარიც კი თქვა რომანის გამოქვეყნებაზე. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტექსტის ორიგინალათან შედარებით შემდეგი გამოცემაც საკმაოდ შერბილებულია. “ამერიკელი ფსიქოპატისგან” განსხვავებით, რომლის პერსონაჟიც მანჰეტენის მდიდარი მკვიდრი, 26 წლის წარმატებული ბიზნესმენი პატრიკ ბეიტმენია (ბეტმენში არ აგერიოთ), “ქართველი ფსიქოპატი” – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო რომანის მოქმედება 30 წლის შემდეგ ხდება. მთავარი პერსონაჟი პატრიკი, რომელიც არის ტიპიური Yuppie (Young Urban Professional), კეთილშობილი ოჯახის, კარგად აღზრდილი შვილი და ამავ დროს წარმოდგენილია მისი ალტერ-ეგო - მანიაკი, რომელიც კლავს ახალგაზრდა ქალებს, მეძავებს, კონკურენტებს ბიზნესსში, უმუშევრებს, ბომჟებს, ჰომოსექსუალებს, საქსაფონისტს, ტაქსისტს, პოლიციელებს, მოახლეს, ღამის გუშაგს. ეს არის - სატირა, რომელიც ეხმიანება იმ დროინდელი საზოგადოების მორალურ დეგრადაციას. ხოლო ქართულ ვარიანტში ერთ მხარეს არის ლიბერალი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა მოქამაგე, დემოკრატიის გარანტი, ქველმოქმედი, რომელიც ტირის გაჭირვებულთა დანახვაზე და მეორე მხარეს არის მისი ალტერ-ეგო ნაცისტი, დიქტატორი, მოძალადე, ომის გამჩაღებელი, სადისტი, ნეკროფილი.

ასევე თუ ამერიკის ახალგაზრდობა 80-იანებში ავადმყოფურად მიისწრაფოდა იაპების მდგომარეობისკენ (ჰიპების საწინააღმდეგო პოლუსი) და ეს ასე თუ ისე “ბუნებრივი” მოვლენა იყო. საქართველოში დღეს ამ მისწრაფებამ უცნაური მუტაცია განიცადა. ყველას პრეზიდენტობა სურს და ბევრი ძალაუფლება, თავის პარტია, კლანი, ნათესაობა, ვისი მეშვეობითაც დააშინებს თანამემამულეებს და მოიპოვებს თავის ძალიან, ძალიან, ძალიან კუთვნილ ადგილს საზოგადოებაში. და მაინც რატომ გამიჩნდა იდეა, მსგავსი სკანადლური რომანის ქართული რიმეიქის მთავარ პერსონაჟად მექცია მიხეილ სააკაშვილი. მიზეზი მისსავე გაუწონასწორებელ ბუნებაში, მის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და იმ ჭორებში უნდა ვეძებოთ, რაც მასზე ვრცელდება. მაგ: როგორ მხეცურად სცემა პრემიერ-მინისტრი; რომ დაიბარა ინგა გრიგოლია და ორალური სექსი შესთავაზა; ან როგორ ერთობოდა კიევში... და კიდევ მრავალი და მრავალი. მოკლედ რომ არა მისი საჯაროდ ცნობილი ქცევები, ალბათ არანაირი საბაბი არ იარსებებდა, ამ ჭორების გაჩენისთვის. გარდა ამისა, განსხვავებებთან ერთად, მართლაც ბევრი საერთო სახასიათო შტრიხი აქვს ბატონ პრეზიდენტს პატრიკ ბეიტმენთან. ბეიტმენიც მელომანია, ისევე როგორც სააკაშვილი. თუ პატრიკის საყვარელი ჯგუფებია: Genesis, Houy Lewis and The News da Talking Heads. სააკაშვილი უსმენს ბუბა კიკაბიძეს, წურწუმიას და უიტნი ჰიუსტონს. .

ტექსტში მოთხრობილი ყველა შემთხვევა მოგონილია.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული