• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
visual-art

Nan Goldin

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2453

პირველი ფოტოები თავისი დის დაკრძალვაზე გადაიღო. მისი და 18 წლის იყო, როცა თავი მოიკლა. ეს ფოტოები, როგორც თვითონ იხსენებს, თვითიდენტიფიკაციის ერთგვარი საშუალება იყო, რითაც მას, თავისი ადგილი უნდა გაეცნობიერებინა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. 14 წლისა სახლიდან გამოიქცა და იღებდა ყველას და ყველაფერს, რაც მის გარშემო ტრიალებდა: ნარკომანებს, ლოთებს, ტრანსვესტიტებს, ჰომოსექსუალებს და "ბოჰემის" სხვა წარმომადგენლებს. იღებდა " «raw insider»-ის მანერაში, ანუ როგორც იღებენ საოჯახო ალბომისთვის, არა დადგმული კადრების მოყვარულნი. "ჩემი სურვილი იყო, შემენახა ჩემი ცხოვრების ყოველი წამი, შემენახა ყველა იმ ადამიანის შეგრძნება, ვინც მიყვარდა. მინდოდა მეჩვენებინა ჩემი სამყარო, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო სინამდვილეში, ყოველგვარი შელამაზების გარეშე." 

ის ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც აჩვენა სექსი, არა როგორც ლამაზი ეროტიკა ან ბიძური პორნოგრაფია, არამედ როგორც ილუსტრაცია "ჭიქა წყლის თეორიისთვის", ანუ ისევე უბრალოდ, როგორც წყალს ვსვამთ ჭიქიდან, ასევე უბრალოდ ის და მისი მეგობრები სვამდნენ, იჩხერდნენ, უყვარდათ და კვდებოდნენ. ამ ფოტოგრაფმა დიდი გავლენა მოახდინა XXI საუკუნის დასაწყისი ფოტოგრაფიაზე და არა მარტო, ალბათ მთლიანად მასკულტურაზე. ზუსტად «raw insider»-ის ჟანრშია გაკეთებული მრავალი რეალითი-შოუ. 2007 წელს მან Hasselblad-ის პრემია მიიღო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოდ არის აღიარებული ფოტოგრაფიაში. 

რეალობის პარადოქსია, ფოტოგრაფი, რაც უფრო შეუალამაზებლად, პირდაპირ აფიქსირებს, იმას რასაც ხედავს, მით უფრო სიურრეალისტური გამოდის ფოტოები, რეალობა - გაცილებით ირეალურია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგება და ალბათ არც ის არის უცნაური, რომ XX საუკუნის დასასრულის არტ-სიმბოლოდ იქცა არა ვიზუალი გლამურული ჟურნალის გარეყდიდან, არამედ ფოტოგრაფის ავტოპორტრეტი, წითელი პომადით, მოდური ვარცხნილობით და ბოიფრენდის მიერ ჩალურჯებული თვალებით.
 





















ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული