• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კიბო

×
ავტორის გვერდი ჯეი ვერძი 00 , 0000 2113

სიკვდილის მეშინია – უკვალოდ გაქრობის. 25 წლის ასაკში პანკრეასის კიბო დამიდგინეს. რა უნდა მექნა? ყლეზე დავიკიდე. სადღაც 6 თვე ვცდილობდი მომეფიქრებინა ისეთი გზა, რომლითაც ვინმეს დავამახსოვრდებოდი ჩემი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც მაქსიმუმ 40 დღე იგლოვებენ, მერე ჩემს გადიდებულ სურათს ჩამოკიდებენ მისაღებ ოთახში და ჰა-ჰა, რომელიმე ძმა თავის შვილს დაარქმევს ჩემს სახელს – თანაც შიშით, ჩემს სახელს რომ ჩემი ბედი არ გაყვეს. რიდი და მოწიწება აჯობებს შიშს, ან სულაც მისი მოძღვარი დაარიგებს, რომ სულაც არ არის საჭირო ჩემი ხსოვნის ასეთი პატივისცემა და მხოლოდ პანაშვიდის გადახდა იქნება საკმარისი. მერე რა რომ არ ვიყავი მორწმუნე, ცოცხლად დარჩენილებმა ჩვენი სულებისთვის უნდა იზრუნონ, ჭიქა წაგვიქციონ, პური გატეხონ, საკურხთი აკურთხონ.

 

***

- შენი ძმების დედაც მოვტყან და შენი მშობლებისაც! – მას ყელის კიბო სჭირს. ბედმა გადაკვეთა ჩვენი გზა. მისი აზრით კოჭის გორება არ არის საჭირო.

- ჰეროსტრატეს დედასაც შევეცი კიდე ზემოდან! – მისი აზრით მიზანი ამართლებს საშუალებას.

გაცნობის პირველივე საღამოს მივდივართ მასთან სახლში, ვსვამთ, ვეწევით, მორფს  ვყლაპავთ, ბოლოს ის იხრება და პირში იღებს. უყვარს ავთვისებიან უჯრედებთან თამაში, ამიტომ ბოლომდე ითხრის. მე ვზივარ და ვფიქრობ, რომ უკვე შევედი ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მოტყნა კიბოს უჯრედები.

- პატარა გაქვს, სქელია, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაწვდენ. – ერთი კვირის მერე ვიღაც მოათრია, ყლის კიბოიანი. ზუსტად ის არის რაც მას უნდა. ის მარწმუნებს, რომ საჭიროა ბოლომდე ავუშვა აღვირი. ვუჯერებ. ვიკუზები და კიბო უკვე ტრაკიდანაც მტყნავს.

 

***

- აი, ამ ყლეს! – და მანიშნებს ვიღაც ახალზე, რომელსაც თავის ტვინის კიბო აქვს – თავისმა მოძღვარმა უთხრა, რომ ეს არის ღმერთისგან მოვლენილი განსაცდელი და ის თუ ამ ყველაფერს გაუძლებს სამოთხეში მოხვდება.

თავისი საოცარი მჭერმეტყველური უნარით, ის არწმუნებს თავის ტვინის კიბოიანს, რომ საჭიროა აღვირის ახსნა. ჯერ თვითონ უწოვს, მერე მე და ყლის კიბოიანი ვტყნავთ – მე პირში, ის ტრაკში.

 

***

- ქართველ ნონკონფორმისტებს ვგავართ – იწყებს ხროტინს. – მარტო ტყნაური შეგვიძლია.

მისი აზრით დროა საქმეზე გადავიდეთ.

გუშინ კომაში ჩავარდა რამდენიმე საათით, მეტასტაზები ტვინში გადაუსვრია – ცოტა დრო რჩება და ამიტომ ჩქარობს.

- ამ ყლის – და მანიშნებს თავის ტვინის კიბოიანზე – მოძღვარით დავიწყოთ.

 

***

უკმაყოფილოა.

- ქართველ ნონკონფორმისტებს ვგავართ – შეიყო ამ ფრაზით! – უნდა მოგვეკლა…

რამდენიმე დღის მერე ასკვნის რომ მოკლვა “პაპსა” იქნებოდა.

- სანამ ქართველ ფუნდამენტალისტებად ვიქცევით, სჯობს რომელიმე ნონკონფორმისტი მოვკლათ. – საოცარი ლოგიკა აქვს.

- ნუ ნერვიულობ – მამშვიდებს – ნონკონფორმისტებსაც ვაჯობებთ.

 

***

ფეისბუქზე, რომელიღაც პოეტის საღამოზე მპატიჟებს.

- not attending მიეცი, ალიბი გვჭირდება. – არაპროფესიონალი ტერორისტია.

როგორც ჩანს სულაც არ კიდია ცხოვრება.

 

***

საღმოდან რამდენიმე დღის მერე სამივეს კარგ ამბავს გვეუბნებიან – კიბომ რეგრესირება დაიწყო.

- ჰო გეუბნებოდი – შედარებით ნაკლებად ხროტინებს – მარტო საქმე შველის ამ ყლეობას.

- ჯერ ის ყლე – თავის ტვინის კიბოიანს გულისხმობს – უნდა დავაგდოთ.

მისი აზრით, თუ თავში გაქვს პრობლემა, ამას არაფერი ეშველება.

 

***

ჩვენს სასამართლო პროცესს არც ერთი ტელევიზია და მედია საშულება არ აშუქებს.

მთავრობას ეშინია.

ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ კიბოს მხოლოდ საქმე შველის.

- ნუ გეშინია – მიღიმის ჯანმრთელად – ამ ციხესაც დავანგრევთ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული