• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
visual-art

სიკვდილის მეტაფორა

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3439

"დიდი ხნის წინ სიკვდილი იყო სიკვდილი და მეტი არაფერი,

ახლა ყველამ იცის, რომ სიკვდილი არის მეტაფორა და მეტი არაფერი.
მორფოლოგიური ჰიდრა, 
დაკიდებული შხამიან ფილოლოგიაზე,
რომლითაც სიცოცხლეს განმარტავენ პედაგოგები.
უსასრულოა სიბეცე მათი". 
 
დავწერე და გავჩერდი. ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან ბანალურს შევეხე. რა უნდა ყოფილიყო სიკვდილზე ბანალური?!  დაბადება–სიცოცხლე–სიკვდილი. მუდმივი რიტუალი. მუდმივი და მოსაწყენი. ამასობაში სიკვდილის შესახებ იმდენი ინფორმაცია ავითვისე, მგონი, მსოფლიოში  ყველაზე ინფორმირებული სიკვდილმცოდნე ვარ. არა, მართლაც ძალიან მოსაწყენი და უადგილოა ეს ონტოლოგიური თუ რამე სხვა "ლოგიური" ტრიადა. მე რომ სამყაროს შემქმნელი  ვყოფილიყავი, ასეთ ვიწრო საყოფაცხოვრებო ტავტოლოგიაში არ ამოვკეტავდი ადამიანებს. და სიკვდილიც გაცილებით საინტერესო ფაქტი იქნებოდა, ვიდრე ხრწნა, ხრწნა და ხრწნა... მე ასე მჯერა, რომ ნებისმიერი ხელოვანი ამ ხრწნის, სიკვდილის უადგილობის წინააღმდეგ მებრძოლი გიჟია, რომელიც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მარცხდება ამ ომში. მარცხდება და არის ამ მარცხშიც რაღაცა ისეთი, რომ იტყვიან, არტისტული და თავაშვებული...
 
აი, მაგალითად, მაქსიმ კაზაკოვი, რომლის ფოტო–კოლაჟში ზემოთ ნახსენები ტრიადა მთელი სიმკვეთრითა გამოსახული და გაშლილი. დაათვალიერეთ და იგრძენით სიკვდილის მლაშე გემო. ალბათ მლაშე იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დააკლიკე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული