- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: ლუკა ეხვაია
სტილი პასუხია ყველაფერზე.
წმინდა გზა მოსაწყენ და სახიფათო საქმესთან მისაახლოებლად
სტილურად გაკეთებული მოსაწყენი რამ
უსტილოდ ჩადენილ სახიფათო საქმეზე უმჯობესია
შეასრულო სარისკო რამე სტილურად, არის ის, რასაც მე ხელოვნებას ვუწოდებ
ტორეადორი შეიძლება იყოს ხელოვნება
კრივი შეიძლება იყოს ხელოვნება
სიყვარული შეიძლება იყოს ხელოვნება
სარდინის კონსერვის გახსნა შეიძლება იყოს ხელოვნება
ბევრს არ აქვს სტილი
უმრავლესობას არ შეუძლია შეინარჩუნოს სტილი
მე სტილური უფრო მეტი ძაღლი მინახავს, ვიდრე ადამიანი,
თუმცა, ბევრ ძაღლსაც არ აქვს სტილი.
კატებს აქვთ ის უხვად.
როდესაც ჰემინგუეიმ საფანტის ტიპის იარაღით ტვინი კედელზე გაასხა, ეს იყო სტილი.
ხანდახან ადამიანები გვთავაზობენ სტილს
ჟანა დარკს ჰქონდა სტილი
იონე ნათლისმცემელსაც
ქრისტესაც
სოკრატესაც
ცეზარსაც
გარსია ლორკასაც.
ციხეში მე შევხვედრილვარ სტილურ კაცებს.
მე შევხვედრილვარ უფრო მეტ სტილურ კაცს ციხეში, ვიდრე მის გარეთ.
სტილი განსხვავებულია, იმით თუ როგორ მუშავდება და როგორია შექმნის შემდეგ.
ექვსი ყანჩა წყნარად დგას გუბურაში,
და შენ, დედისშობილა, გამონარნარდები სააბაზანოდან, ისე რომ ზედაც არ შემომხედავ.