პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
საწყისი
რუბრიკები
პოეზია
პროზა
კრიტიკა / ესე
რეცენზია
ფილოსოფია
პოლიტიკა
ინტერვიუ
მულტიმედია
ვიზუალური არტი
ციტატიუმი
უწონადობა
ჩვენ შესახებ
ავტორები
კონტაქტი
პოეზია
ეტიუდები
×
ავტორის გვერდი
ერნსტ მაისტერი
00 , 0000
1876
მთარგმნელი: დათო ბარბაქაძე
(ამონარიდი)
*
ღამე, რომელშიც
ალმასის მთა გაბრწყინებულა,
ყვავს და ბულბულს კი
საქანელად უქცევით
ახალი მთვარე.
*
შენს ხელისგულზე
როდი მთავრდება
ეს უგრძესი
წვიმის ძაფები.
*
სადაც ჯვარია
ქვიშის საათი,
ფესვს იდგამს ელვა.
*
ზრუნვა: ქარივით
შემოევლება
ის თვალმოკრული
ზღვის დასალიერს,
დაუდგება
მისივ ფსკერს
აფრად.
*
ნაკლული რისად?
არც ბავშვი გეტყვის
და არც – ფრინველი.
დრო, სხვამხრივ მიზნით შეპყრობილი,
უცებ სივრციდან
გაგესიტყვება.
გვერდით ჩაგივლის
გონება
ლამაზმუხლებიანი.
*
ზღვისპირს –
სიცილი, მათ
დაიჭირეს მეტყველი თევზი.
მაგრამ ის ამბობს
იმას, რასაც ყველა გულისხმობს.
*
მოკვალთულია
ეს ქვა, რომელსაც
ჩემს ხელში ვმალავ
და მე ვიცი იმავდროულად:
მისი ვარდნის
სავალზე ვდგავარ.
*
შემოსული
მის ჭორს
შეავსებს.
აღწერით
ძველი
სივრცე
იზრდება.
ირგვლივ კი ყოვლისმომცველია
განუმარტავი,
თხემით ტერფამდე
აუცილებლის.
*
მოულოდნელად
გამოცხადდნენ,
დაბადებულნი,
რათა იმას მისალმებოდნენ,
ვინც მათ შორისვე
მყოფობდა უკვე
და ბინადრობდა.
საჭიროება
შემოიქცა
საჭიროების ჭეშმარიტებად.
სიკვდილი როდი
მოვიდოდა მოსილი. თუმცა,
ის, მშვენიერი,
გამოჩნდებოდა.
ამავე რუბრიკაში
რობერტო ბოლანო - რომანტიკული ძაღლები
ზაურ ჭიშკარიანი - ChatGPT
დათო ჟორდანია - საფიცარი ამაოება
გივი ავალიანი - ტვირთი
კულტურის სანიტარი გიორგი ბუნდოვანი - გამარჯვების მანდალა
კვირის პოპულარული
1
ჩარლზ ბერნსტაინი - გმადლობ, რომ მმადლობ
2
მათე წიკლაური - ჯოზეფ კონრადის `შვიდი კუნძულის ფრეია` - მყარად დადექი, - ტალღამ არ უნდა წაგაქციოს
3
პაატა შამუგია - მტრის ხატი
4
რობერტო ბოლანო - რომანტიკული ძაღლები
5
ქეთი ჩუხროვი - ნებისმიერი საპროტესტო ხელოვნება არ არის პოლიტიკური