- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელები: ნორიკ ბადოიანი და ლიკა ჭანუყვაძე
ეს მაიკლ მურის ჯარისკაცებია,
კამერაში რომ ამბობენ :
„მოკვლა არ არის სასიამოვნო,
მაგრამ ეს ჩემი სამსახურია
და მე მას კარგად შევასრულებ.”
ეს არაბი ქალია
ალმოდებულ ბაღდადში,
რომ ამბობს:
„ალაჰი თქვენზე იძიებს შურს!“
და შემდეგ:“სადა ხარ ალაჰ!
ჯერ ცოცხლები რატომ არიან!“
ეს ჩემი გარდაცვლილი კლასელია
ჭორფლებით და ლურჯი მელნით თითებზე,
რომელიც მეუბნება:
“გადამაწერინე ამოცანა ორ ფეხითმოსიარულეზე—
„A პუნქტიდან პუნქტ B-სკენ დაიძრა სიკვდილი
მეორე ფეხითმოსიარულე კი მე ვიყავი,
და მე ვერ მოვასწარი მეპოვნა სიჩქარე.““
ეს ბიჭია ბესლანიდან,
თავის დას რომ გადაეფარა
და ნაწილ-ნაწილ აკრიფეს
ქირურგიის მნათობებმა,
ბინტების მიღმა რომ ამბობს:
„აბა კიდევ როგორ უნდა მოვქცეულვიყავი
მე ხომ მამაკაცი ვარ.“
ეს პოეტი იაროსლავ მოგუტინია,
გადაპარსული თავით,
რომელიც ამობს:“ბიძიებო
მომეცით ფული კოლჰოტებისთვის.
მომეცით ნუ დამცინით,
თორემ
დაგხვრიტავთ,დედას მოგიტყნავთ ყველას.“
ეს ტელეოპერატორი მიშაა,
ახლახან ტრავაით გატანილ
ბომჟს რომ უღებდა,
რომელიც ამბობს:
„სისხლის სამათლის კოდექსი რომ არა ,
მე გავანდგურებდი
კაცობრიობის ნახევარს
საკუთარი ხელებით
დავჩეხავდი და დავჩეხავდი,
დავჩეხავდი და დავჩეხავდი.“
ეს კათოლიკური სკოლის მასწავლებელია
მანჩესტერში,
მოსწავლეებს რომ ეუბნება:
„წადით მალე სახლში,
თორემ დღეს სამყაროს დასასრულია
და გუდ ბაის თქმას ვერ მოასწრებთ
დედ-მამასთვის.“
ეს წინასწარმეტყველია თოქ-შოუდან,
კარგად დაყენებული ხმით
რომ ამბობს:
„მე ვხედავ სისხლს
მხოლოდ სისხლს
და არფერს სისხლის გარდა“
ეს ჩემი საყვარელია,
რომ ამბობს:
“მე მინდოდა გავჩენილვიყავი ბრმა-ყრუ-უფეხო,
მაშინ მეცოდინებოდა
როგორ ვიცხოვრო.
ახლა კი არ ვიცი.
მე არაფერი არ მინდა,
მხოლოდ შენი მოკვლა.
და განა ეს მიშველის ?“
ეს მე ვარ,რომ ვამბობ:
„ყველაფერი კარგად იქნება“
და საკუთარ სიტყვებზე ვიცინი,
როგორც წარმატებულ ხუმრობაზე,
თუმცა ანეკდოტი ძალიან ძველია.
ეს ღმერთია,
რომელიც ამბობს
რაღაცას ისეთ უბრალოს,
ისეთ უბრალოს
თითქოს და არავისთვის.