- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფეხაკრეფით ჩავიარო,
ლექსის მძვინვარება არ გავაღვიძო.
ნაპერწკალზე ხანძარი არ გავაჩაღო.
სიო ქარიშხლად არ მოვაქციო.
სულ ისეთ გზას მივსდიო,
რომელიც არ გრძელდება.
სულ წრეზე ვიარო –
ჩიხში ვიმოგზაურო.
ყოველთვის ერთი თვის ოცდახუთი რიცხვიდან,
მეორე თვის ოცდახუთ რიცხვამდე ვიარსებო.
ყოველი თვის ოცდახუთი –
პურია ჩვენი არსობისა.
და დავივიწყო ძველი სიმღერები.
წარსულს ჩავაბარო
კალმის წვერის სიმტკიცე.
ისედაც, სადღა არის
მეტაფორის და სიმბოლოს
ორი ღია ფანჯარა?
26. 10. 2011