• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ოცდათხუთმეტი ახალი ფურცელი

×
ავტორის გვერდი ლევ რუბინშტეინი 00 , 0000 1957

მთარგმნელი: კაკო ჩიქობავა, ვაკო ნაცვლიშვილი

 

(ქვემორე "შენიშვნები" ბეჭდურ ვერსიაში სქოლიოს სახით არის მოცემული, ხოლო გვერდები (ფურცლები) ცარიელია. მთარგმნელთა კოლექტივი)

 

ფურცელი 1

 

აქ, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა იყოს

 

ფურცელი 2

 

აქ არაფერი არ უნდა იყოს განსაზღვრული

 

ფურცელი 3

 

აქ არ უნდა იყოს არაფერი იმაზე მეტი, რაც უკვე არის

 

ფურცელი 4

 

აქ უკვე შესაძლოა, რამე გამოჩნდეს

 

ფურცელი 5

 

აქ უკვე შეიძლება,  სავსებით კონკრეტული შეგრძნებები გამოჩნდეს

 

ფურცელი 6

 

აქ უკვე შეიძლება, სავსებით კონკრეტული განცდები გამოჩნდეს

 

ფურცელი 7

 

აქ შეიძლება, სავსებით კონკრეტული მოგონებები გამოჩნდეს

 

ფურცელი  8

 

აქ კონკრეტული განაზრებებიც შეიძლება, გამოჩნდეს

 

ფურცელი 9

 

აქ შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ რაღაც მოხდება

 

ფურცელი 10

 

აქ ნამდვილად შეიძლება, რაღაც მოხდეს

 

ფურცელი 11

 

აქ არ უნდა იყოს არაფერი ისეთი, რაც ზემოთ მოცემულს ეწინააღმდეგება

 

ფურცელი 12

 

აქ არ უნდა იყოს არაფერი ისეთი, რაც მოცემულს არ შეესაბამება 

 

ფურცელი 13

 

აქ არ უნდა იყოს არაფერი ისეთი, რაც მომდევნოს შეეწინააღმდეგება

 

ფურცელი 14

 

აქ რამე უნდა დაიწეროს

 

ფურცელი 15

 

აქ უნდა დაიწეროს: `გარკვეული ღირსებების აღიარება _ ეს უკვე რაღაცას ნიშნავს "...

 

ფურცელი 16

 

აქ უნდა დაიწეროს: “უფრო მფრინავია ძილბურანში წარმოთქმული ფრაზა, რომლის მნიშვნელობაც”... და ა.შ.

 

ფურცელი 17

 

აქ უნდა დაიწეროს: “უწყვეტი წამღერებისას მუზებს შორის მეტნაკლებად ეფექტურია მინავლებული სინდისის ქენჯნა.”

 

ფურცელი 18

 

აქ უნდა დაიწეროს: `ნუთუ შესაძლებელია, ცოდნა იმისა, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? ეს თქვენ ხართ, ღმერთმანი"...

 

ფურცელი 19

 

აქ უნდა იყოს მინიშნება სავსებით განსაზღვრულ გარემოებებზე

 

ფურცელი 20

 

ეს ფურცელი უნდა ემსახურებოდეს ზოგიერთების გაფრთხილებას

 

ფურცელი 21

 

უნდა იქონიოს გავლენა შემდგომ მოვლენებზე სრულებით განსაზღვრული წესით

 

ფურცელი 22 

 

უნდა გამოხატავდეს სრულებით გარკვეულ აზრს

 

ფურცელი 23

 

უნდა გამოხატავდეს სრულებით გარკვეულ ავტორისეულ პოზიციას

 

ფურცელი 24

 

მისი მიმართება უნდა იყოს სრულიად ნათელი

 

ფურცელი 25

 

მასზე რეაქცია უნდა იყოს სრულიად გარკვეული

 

ფურცელი 26

 

უნდა ქმნიდეს გარკვეულ შთაბეჭდილებებს 

 

ფურცელი 27

 

სრულიად გარკვეული მნიშვნელობით უნდა გვახსენებდეს ავტორს

 

ფურცელი 28

 

მუდმივად მაგიდაზე უნდა იდოს, რომ ავტორს გვახსენებდეს

 

ფურცელი 29

 

მუდმივად კედელზე უნდა ეკიდოს, რომ ავტორს გვახსენებდეს 

 

ფურცელი 30

 

იმისთვის, რომ გამუდმებით გვახსენებდეს ავტორს, უნდა იყოს სანიშნე წიგნისთვის, რომელსაც ამ მომენტში ვკითხულობთ

 

ფურცელი 31

 

მუდამ შორიახლოს უნდა იყოს და გვევლინებოდეს ნაცნობად, როგორც შეხსენება ავტორის შესახებ

 

ფურცელი 32

 

უნდა გაუჩინარდეს სხადასხვა ქაღალდებს შორის, მაგრამ შემთხვევით აღმოჩენის დროს  აუცილებლად უნდა შეგვახსენოს ავტორი

 

ფურცელი 33

 

მისი ფუნქცია უნდა იყოს განუსაზღვრელი

 

ფურცელი 34

 

მის შემდგომი ბედი უნდა იყოს უცნობი

 

ფურცელი 35

 

ის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სუფთა

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული