მე კაცი არ ვარ





პოეზია

მე კაცი არ ვარ




თარგმანი: თორნიკე ჭუმბურიძე

 

მე კაცი არ ვარ. არ შემიძლია თავი ვირჩინო. არც ის,რამე ვიყიდო ჩემი ოჯახისთვის.

მე კაცი არ ვარ. მუწუკები და პატარა ყლე მაქვს.

მე კაცი არ ვარ. არ მიყვარს ფეხბურთი, კრივი და მანქანები.მიყვარს გრძნობების გამოხატვა. მეგობრისთვის მხარზე ხელის შემოხვევაც კი.

მე კაცი არ ვარ. არ მოვერგები როლს, რომელიც ჩემთვის მედისონ ავენიუმ, ფლეიბოიმ, ჰოლივუდმა და ოლივერ კრომველმა შექმნეს. ტელევიზორი არ განსაზღვრავს ჩემს ქცევას.

მე კაცი არ ვარ. ერთხელ ციყვს ვესროლე და  დავიფიცე,რომ აღარასდროს მოვკლავდი ვინმეს. ხორცზე უარი ვთქვი. სისხლის დანახვა ცუდად მხდის. ყვავილები მიყვარს.

მე კაცი არ ვარ. როცა ნამდვილი მამაკაცები მცემენ და საზიზღრობას მიწოდებენ, მათ წინააღმდეგობას არ ვუწევ. ძალადობა მძულს.

მე კაცი არ ვარ. ციხეში ჩავჯექი, ჯარში რომ არ წავსულიყავი. არასდროს გამიუპატიურებია ქალი. არ მეზიზღებიან შავები. არაფერს ვგრძნობ, როცა ვხედავ, როგორ აფრიალებს ქარი დროშას. არ ვფიქრობ, რომ ან  უნდა  მიყვარდეს ამერიკა  ან დავტოვო ის. ვფიქრობ, რომ მას უნდა დავცინო.

მე კაცი არ ვარ. არასდროს მქონია გონორეა.

მე კაცი არ ვარ. ფლეიბოი ჩემი საყვარელი ჟურნალი არ არის.

მე კაცი არ ვარ. როცა უბედური ვარ, ვტირი.

მე კაცი არ ვარ. არ  მიმაჩნია თავი ქალებზე აღმატებულად.

მე კაცი არ ვარ. დამცავ ტრუსებს1 არ ვიცვამ.

მე კაცი არ ვარ. ლექსებს ვწერ.

მე კაცი არ ვარ. სიყვარულზე და მშვიდობაზე ვმედიტირებ.

მე კაცი არ ვარ. არ მსურს, გაგანადგურო.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.