რეგისტრაცია

username

პაროლი

NEWS

advertise

პროზა
გიორგი წითური || 23.07.2010
ჩვეულებრვი არითმეტიკა იყო, საიმონს კოქსი ჰქონდა, ბენჟამენს კი - ნესტოები. განტოლება ამოხსნილი და გადაწყვეტილი იყო. მე კი, ათას რამეს ვიხსენებდი და საიმონს ლაპარაკის საშუაალებას არ ვაძლევდი, ვიცოდი მთავრს მაინც არ გამიმხელდა და რა აზრი ჰქონდა.  
პროზა
ჯაბა ზარქუა || 15.07.2010
პატრიოტებო, ლოთებო, მორწმუნეებო, ათეისტებო, თინეიჯერებო, პარლამენტარებო, პანკებო, ჩოხიანებო, თავისუფლად მოაზროვნეებო, იმბეცილებო, ნარკომანებო, იურისტებო, ექიმებო, დიასახლისებო, ბოზებო, ქურდებო, ყაჩაღებო, ჰომოსექსუალებო, პედოფილებო, შიზოფრენიკებო, მესაფლავეებო, ცხედრებო, ბანკირებო, ქალაქელებო, სოფლელებო, სნობებო, ინტელექტუალებო, გემონებიანებო, უგემოვნოებო
პროზა
ჯაბა ზარქუა || 12.07.2010
ნებისმიერი სიტყვის დაფიქრებით და გამოზომილად თქმა არის საკუთარი გონების გაუპატიურება. ჩვენ არ გვეკუთვნის ჩვენი გონება, არამედ ჩვენ ვეკუთვნით მას და ჩვენ ვართ მოძალადეები, როდესაც ტვინს ხელოვნურად ვუკრძალავთ იმპროვიზაციის საშუალებას. 
კრიტიკა/ესსე
ანასტასია ინასარიძე || 10.07.2010
დაუშვებელია მკითხველის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვის მიზნით. ლიტერატურული კანონმდებლობა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს
კრიტიკა/ესსე
ალექსი ჩიღვინაძე || 05.07.2010
ხვლიკების ბრძოლის ჩვენება, პიქსელებად დაშლილ ეკრანზე, სადაც ერთი პიქსელი - უკვე ბრძოლაში წაგებული ტუალეტის ქაღალდია. ეს იგივეა, რომ ომი, გვამების სხეულებით მოწყობილ პროექტზე აჩვენო. ომი - შიშველ გვამებზე.
პროზა
გიორგი წითური || 04.07.2010
ბენჟამენმა ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც საიმონ ჰანტია, ვერაფერს დავუმალავო და რომ მოაღო პირი, აღარ გაჩერებულა. ჯერ იყო და ერთი ორგანოს სიგრძის გამო, პორნო ინდუსტრიაში მოვხვდიო. საიმონმა ნაღდად დიდი აქვს, ჩემი თვალით მაქვს ეკრანზე ნანახიო, თანაც ისეთი ჯონ ჰოლმსს არ დაესიზმრებაო (პორნოვარსკვლავი იყო ერთი, განარკომანდა და მოკვდა მერე). მერე მეც, ჯონის არ იყოს, ნარკოტიკების მიღება დავიწყეო, “ნამეტნავად” კოკაინი მომწონდაო. ამის გამო ისეთი ძალებით ვეღარ ვმუშაობდი და “მადაგასკარიდან” პირდაპირ ფილადელფიის რომელიღაც სუნიან სასტუმროში მომისროლეს უფულოდ და კოკაინის გარეშეო. ნაღდად თავის მოკვლას ვგეგმავდი, როცა ASBR TV-მ დამირეკა და სინჯებზე მისვლა მთხოვაო. არავის არ უთხრათ, მაგრამ ახლა კონტრდაზვერვის ერთ-ერთი წევრი ვარ და ხან ტელევიზიაზე ვმუშაობ, ხან კი სახელმწიფოზეო. 
visual-art
ანკა კალანდაძე || 02.07.2010
სათამაშოები უფროსებისთვის ჰანს ბელმერისგან, კომპლექსებისგან განთავისუფლებაში რომ დაეხმარებოდა მათ. ყველაზე სასურველ ნაწილებად დანაწევრებული თოჯინები, აწყობილი და შეერთებული ისე, რომ მთლიან ქალთან ურთიერთობის აუცილებლობა ისპობოდა. ამასთან ბელმერმა აღმოაჩინა, რომ სხეულის ორგანოები ლინგვისტურ ნიშნებს ჩამოჰგავდნენ და ყოველი პოზა განსხვავებულ სენსტანციას წარმოადგენდა. 
კრიტიკა/ესსე
პაატა შამუგია || 23.06.2010
ცნობილი ქართული ტოლერანტობის შესახებ ჩემშიც ჯერ კიდევ შემორჩენილი მითი ნელ-ნელა ორთქლდება. ბოლო დროის ბატალიების სამოყვარულო ანალიზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ჩვენთვის მუშტის ენა სოციალური ინტერაქციის ყველაზე მშობლიური ვარიანტია. დიალოგი რა, ველური დასავლელები ხომ არ ვართ?
კრიტიკა/ესსე
გიგი თევზაძე || 21.06.2010
განჯადოება სოციალურ მეცნიერებაში მაქს ვებერის მიერ შემოტანილი ცნებაა (Entzauberung) და ნიშნავს სამყაროს სურათის ცვლილებას – რელიგიასა და სასწაულებზე ორიენტირებული მსოფლმხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობაზე გადასვლას
კრიტიკა/ესსე
ცირა ბარბაქაძე || 07.06.2010
კულტურულმა პარადიგმამ _ "შეშლილობა და შემოქმედება" _ 21 ე საუკუნეში ინტენსიურად შემოაბიჯა. `მოდერნიზმში და ავანგარდში შემოვიდა შეშლილობის სემიოტიზაციის პროცესი, როცა ფსიქოპათოლოგია ხელოვნების სამსახურში ჩადგა. მე20 საუკუნის ხელოვნებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს შიზოფრენიულმა სამყაროებმა. პარანოიდულმა სისტემებმა

Created By www.weber.ge . 2009. Tbilisi. Georgia