კრემლის ერექცია





პოეზია

კრემლის ერექცია




ომის ქრონიკა

დენთის და შიშის სუნი ჩვენი დედების ვაგინაზე,

უკრაინის პერმანენტული ციკლი

სისხლი საუბრობს ჩვენს მაგივრად,

სისხლი მიწას ჭამს.

ვის კლავენ ომში პირველს?

როგორია უყურადღებო ჯარისკაცი?

კრემლი წითლად ღაჟღაჟებს და იძარღვება,

მისი წითელი კოშკები განიცდიან ერექციას

და კიდევ უფრო თავმომწონედ დაგვყურებენ ზემოდან,

სქელკანიანი ნაბიჭვრები.

გაზის კამერაში რუსეთი კეტავს გაზს,

ურჩევნია მუცელი ჟანგიანი მაკრატლით გაგფატროს

(ასე ბევრად უფრო იაფია). „ლარისა ივანოვნა ხაჩუ“.

ღია ჭრილობაზე მარილის მოყრას ჰგავს ჩვენი ცრემლები,

ბიოლოგიური ორგანიზმები, როგორც საქორწინო სუფრა

ისევე ლამაზად არის გაშლილი ომ გადატანილ ქუჩებში.

ჩვენი მუწუკებიანი ტრაკები

მუდამ მზად არიან არაფრისმომცემი სოლიდარობისთვის,

რისი ნათელი მაგალითიც ეს ლექსია

სადაც შეიძება დაღუპულ ჯარისკაცებზე შევხვდეთ

მტიკვენულ წინადადებას მოჭარბებული ემოცისსთვის

(მტკივნეული წინადადება დაღუპულ ჯარისკაცებზე).

იყვირე ყირიმი, იკივლე ყირიმი, ილოცე ყირიმზე,

იცხოვრე ყირიმში, დაანძრიე ყირიმზე,

წლების შემდეგ სადღეგრძელოში გაიხსენე

წადი ყირიმში შენი დედაც მოვტყან

და საბოლოოდ მაინც დაივიწყე,

ზედმეტად მოსაწყენი პროცესია გეთანხმები.

ეძებე ზუსტი სიტყვები თავისუფლებისთვის

და ისწავლე მათი საშუალებით მაინპულაცია.

 

მგონი ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოგრჩა -

ეს ნადვილი ომია და სულაც არ არის გაუმართლებელი,

ვინმემ ეს უნდა გააკეთოს „იობანივროტ“, აჩვენოს შუა თითი

ერეგირებულ კრემლს და ღორივით გასქელებულ „დუმას“.

 

ჩუმად ვილოცოთ, მშვიდობისა და სოლიდარობისთვის

ამინ!

 

15.03.2014


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.