არაპოპულარული ლექსების ავტორი





პოეზია

არაპოპულარული ლექსების ავტორი




მე გადავრჩი

 

იყო დრო როცა მე ვიყავი ძალიან ლირიული

და გოგოებს ვუხსნიდი სიყვარულს

მიტაცებდა უოლტ უიტმენი, სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი ტომას ელიოტსა

და სკოტ ფიცჯერალდს

და მჯეროდა დიადი ამერიკული ოცნების.

მერე რაღაც მოხდა ჩემში

და მე შევიცვალე …

მე მივატოვე სკოლა და მეგობრები

მე ისინი აღარ მჭირდებოდნენ

ისინი პატარები ჩანდნენ..

ისინი იყვნენ ძალიან პატარები.

 

მე ახლა მეცინება ამ ყველაფერზე

მაგრამ მაშინ ძალიან მტკიოდა.

მე ვიყავი საშინელ დეპრესიაში

მაგრამ გადავრჩი

და ამით ვამაყობ

და მივხვდი

თუ მე სამყაროში ყველაზე სუსტმა ადამიანმა

ჰანს პრომველმა შევძელი ბრძოლა

და გადავრჩი

რათა ვაკეთო ის რაც მინდა

ის რაც მჭირდება

ის რაც სუნთქვის საშუალებას მაძლევს

თქვენ ყველანი შეძლებთ ამას

ჩემო მეგობრებო

ჩემო პატარა კლასელებო.

 

ერთხელ მარბელ ჰილზე სეირნობისას

ჩემი ყოფილი კლასელი ენი პრაიზი

შემხვდა

და მითხრა

შენ ჰანს პრომველი არ ხარ, ჩემი კლასელი ?

და მე მას ვუთხარი

- ჰანს პრომველი მოკვდა.

ენიმ ვერ გაიგო

ენის არაფერი ესმოდა

პატარა საცოდავი ენი პრაიზი

რომელსაც უფროსკლასელი მამიკოს ბიჭები ხმარობდნენ.

ნეტავ სად არის ახლა ?

 

 

შემოდგომა მანჰეტენზე

 

მე მესმის ხეების სუნთქვა

და მარტოობით დაღლილი ადამიანების კვნესა.

“ყველაფერი რასაც ვგრძნობთ ოდესმე გაქრება”

ამბობს ჩემი ბავშვობის მეგობარი დინ ლამბერტი

და ლუდის ბოთლს ზეცისკენ იშვერს.

ის ფატალისტია და უყვარს მეტაფორებით ლაპარაკი

განსაკუთრებით მას მერე რაც მეგობარმა გოგომ მიატოვა.

მას სითბო და სიყვარული აკლია.

 

მოსაწყენია შემოდგომა მანჰეტენზე

როცა არავინ გიყვარს

და ვერ ხედავ ჰოლივუდურფინალიან სიზრებს .

მაგრამ ასჯერ უფრო ცხადად ხედავ

მარტოობით დატანჯულ ადამიანებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებსა და იაფასაინ ბარებში

სადაც ისინი საკუთარი აუტანელი ცხოვრების დასავიწყებლად მიდიან

ისინი დაივიწყეს

მათ არაფრის იმედი არ აქვთ

ისინი ყოველ ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობენ.

სად გაქრა მათი მიზნები და ამბიციები ?

ნუთუ ყველაფერი რასაც ვგრძნობთ

ოდესმე მართლა გაქრება.

 

მე არ ვიცი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი

მაგრამ მგონია რომ ცუდად დამთავრდება.

 

 

 

არაპოპულარული ლექსების ავტორი

 

მე არ ვარ პოპულარული ლექსების ავტორი

და ამაზე გული ძალიან მწყდება

ჩემს ლექსებზე გოგოები არასოდეს დასველდებიან

მათ იაფასიანი ლირიზმი და ყალბი არტისტულობაც აკმაყოფილებთ.

 

ჩემი ლექსები ყვირიან

ჩემი ლექსები ჩხუბობენ

ჩემი ლექსები სიყვარულს ითხოვენ

ჩემი ლექსები ვერ იტანენ პუნქტუაციას

და საშინლად ეგოისტები არიან

ჩემი ლექსებს ვერანაირ ლიტერატურულ ჩარჩოში ვერ ჯდებიან

ჩემი ლექსები ხანდახან იგინებიან კიდეც.

 

რატომ არ უყვარს ხალხს ფიქრი ?!

ვამბობ მე საშინლად მთვრალი

და იმედგაცრუებული.

რატომ არ აქვთ მათ გემოვნება ?!

იქნებ მე არ მესმის მათი ?!

 

მე ახლა რომელიმე ნიუ-იორკის სუპერ თანამედროვე მუზეუმის

ჰოლში უნდა ვკითხულობდე ლექსებს

და ამბოხებული ახალგაზრდების კუმირი უნდა ვიყო

მე კი ვზივარ სახლში

ამ მოსაწყენი ზამთრის მიწურულს

ვუყურებ მანჰეტენის ცას

და ვფიქრობ ვარსკვლავებზე

პოეზიის ვარსკვლავებზე

მკითხველებით განებივრებულ ონავარ პოეტებზე

და მათ მოსაწყენ ლექსებზე და უფრო მოსაწყენ ცხოვრებაზე.

და ახლა ძალიან, ძალიან მინდა

ერთ-ერთი მათგანი ვიყო.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.