სხვა სათაური





პოეზია

სხვა სათაური




ძალაუფლება და ცინიზმი -

სლავოი ჟიჟეკი.
უფლება მომეცით.
გმადლობთ.
სლავოი ჟიჟეკი დაიბადა 1949 წელს.
დაიკავე უოლ სტრიტი.
რევოლუცია!
რადგან დროა .
სწავლა, სწავლა და სწავლა
იყო სოციალისტი საქართველოში ეს მოდურია.
ამერიკული დემოკრატიის წესები -
უნდა მოვკვდე,
მუშებმა არ მიიღონ კომპენსაცია.

 

 

***

უხეში დათვლით 150 000 000
სახელი მათი.

აჩრდილებივით ბინადრობენ
მიტოვებულ ქარხნებში და შრომის კოდექსის
მუხლებს შორის,
მაიაკოვსკის ლექსებს მიღმა,
ყოველგვარი ესთეტიკის მიღმა,
რომელიღაც ქარხნის სტენდზე
გამოკრულ გაზეთ `კომუნისტში,

ისინი იმარჯვებენ ხანდახან და დროებით.
მცირე რამ ახარებთ მათ.
ცოტა რამ ახარებთ მათ.
რა სურთ?
რას გვახსენებენ?
რისკენ გვიბიძგებენ?
ელეკტროავტომატი.
მექანიკურიკომბინატი,
სადაც ცეკვავდნენ რვა საათიანი სამუშაოს დღის ბოლოს.
მიღებულია სამუშაო შტატში (საქართველოს საბჭოთა სოციალუსტური რესპუბლიკა -.ნამგალი და ურო).
გათავისუფლებულია სამუშაო ადგილის არ ქონის გამო (საქართველოს რესპუბლიკა.წმინდა გიორგი გმირავს გველეშაპს.). _ჩანაწერი შრომის წიგნაკში.

 

 

დასაქმებულთა სასაკლაო,
სულებმა საკვამურებიდან დატოვეს ქარხნები
მათ არაფერი სმენიათ პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაზე,
ჰაიეკის და მითუმეტეს ბენდუქიძის ყლეობაზე.
სიღარიბე სადგურებში ყვავის,
სადაც მუშათა შვილები მოგზაურობისთვის ემზადებიან
მატარებლიდან ხომ უკეთ ჩანს მიტოვებული ქარხნები.
ანგელოზები დაზგებთან _ ინდუსტრიული სამოთხე
ვინ ხარ შენ პროფკავშირო?.
როგორ უნდა აუხსნა პატარა მშიერ ონავრებს
რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს?
 

***

დროა დავთმოთ ყველანაირი ესთეტიკა გარდა რევოლუციურის.

რევოლიციურის გარდა უნდა დავთმოთ ყველანაირი ესთეტიკა.

ზუგდიდის თხილის ქარხნებში მომუშავეთა უფლებებს არავინ არ იცავს.

ალჟირში მუშები  ევროპისთვის კერავენ  სამოს.

პირველ მაისს აღარ აღნიშნავენ საქართველოში.

სანტიაგოში სტუდენტები უფასო განათლებას ითხოვენ.

ბერლინში ბაადერ-მაინჰოფის აჩრდილი დაწრწის.

ჩვენში ყველა მუშა ლოთია.

საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედიაა ჩვენში.

ლიტრერატურამ დათმო ყველანაირი ესთეტიზმი,

სოციალურიც დათმო ლიტერატურამ.

 

სიტყვებს მოვაშოროთ არსებითი სახელის

ნიღაბი, ვაქციოთ ზმნად, ყოველი სიტყვა ზმნად ვაქციოთ.

მაგალითისთვის:

მანქანა-იწვის

ბანკი-იძარცვება

ქონება-ნაწილდება.

ავაფეთქოთ! მდიდარს სისხლი გავუყინოთ ძარღვში,

ღარიბს ძალა სანამ კიდევ შერჩენია.

 

2011-2012 წწ.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.