სატრფიალო





პოეზია

სატრფიალო




რა გინდა სახლში, სახლში რომელშიც
შენი ლოგინად
ჩავარდნილ გოგოს დასანიშნავად,
დღეს ან ხვალ სიკვდილი სტუმრად მოგივათ.
 
იქ კარგს რას ნახავ? - მის მაკარონივით
გაწვრილებულ კიდურთ და კიდურთ,
ზეწარივით ფერმკრთალ სხეულს და ჩავარდნილ თვალებს,
რომლებსაც ამაოდ ეცდები მზერა აარიდო.
 
გადავარდნილი სამუშაოს
საძებრად შენი ქმარი ამ მწირხელ - 
ფასიანთა და უმუშევართა
ქვეყანაში რას შეაკოწიწებს?
 
სახელმწიფო კი მკურნალობას,
როგორც ამბობ (როგორც ფინაჩი
სახელმწიფოს მახასიათებელია),
მხოლოდ ნახევრად დაგიფინანსებთ.
 
ისიც იმ შემთხვევაში, თუ მეორე ნახევარს მოაგროვებთ.
აბა, როგორ? - რაც გაცვიათ, იმის გარდა ნაფოტი
არ დაგრჩათ გასაყიდი.
სახლში რა გინდა? ჩემთან წამოდი.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.