უყურე ფილმს, რაშიც ფული გადაიხადე





პოეზია

უყურე ფილმს, რაშიც ფული გადაიხადე




თარგმანი: პაატა შამუგია

 

მე სამჯერ მძიმე ვარ,
ვიდრე ვიქნებოდი იუპიტერზე.
შენი სამზარეულო მერკურიზე რომ იყოს,
მე ვიქნებოდი ნახევარჯერ შენზე მძიმე,
მაშინ როცა მაგიდასთან ზიხარ.
ურანოსზე ჩემი წონის მეოთხედი ხორცია,
ან საკუთარ თავს ხორცად აღვიქვამ.
ვენერაზე სინათლე წარმოქმნის რეალურ ხმებს ჩემ გარშემო,
რაც მე ბედნიერად წარმომაჩენს ფოტოებზე.
ასე მუშაობს რაოდენობა რაგინდარა ყოფნაში.
ფაქტია, რომ გარკვეულ პლანეტებზე ოთხ კიბეზე
ერთდროულად ასვლას შევძლებდი.
წარმოიდგინე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცხენი:
უაზროდ ლამაზი ოქროს ცხენი, მბზინავი ბეწვით.
მარსზე ის ცარიელი ხელჩანთის წონა იქნებოდა.
 
ასეთ რამეებს თვალი უნდა გაუსწორო.
 
---------------------------------------
ტოდ კოლბი - პოეტი და პანკ-ჯგუფი "მთვრალი ხომალდის" ფრონტმენი. 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.