ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

იარე

მორელი
03.06.2017

   


მა-დონა (ჩემი ქალბატონი)

დედები არ შობენ პოეტებს,
ისინი ნომრით-F63.9,
არიან კოდირებულნი
და წმინდა ქალწულთა თითებიდან ჩნდებიან,
როგორც ქალის-სახელ შერქმეული ქარიშხლები,
რომლებიც ელეონის მთაზე არხევენ
სიცოცხლის ხეებს.
ისინი იბადებიან მაშინ, როდესაც
მოწყდებიან ქალწულთა თითებს,
ბუდიდან გადმოვარდნილი ჩიტებს მსგავსად,
რომლეთაც ისღა დარჩენიათ,
ისწავლონ ფრენა.

და შემდეგ ისმის პოეტური ნეო-ნენია.

მა-დონა,
შენი ცრემლები ჰგვანან სარკეებს,
რომლებიც ერთმანეთს ისე მისჩერებიან,
როგორც სასიკვდილოდ გამზადებული
იუდა და არღავანი.

მა-დონა,
მე შენი სახლის გაბზარულ კედელზე,
გროტესკულად ჩამოკიდებული ფოტო ვარ,
რომელიც შენს ბავშვობას უნდა ჩამოენგრეს თავზე.

მა-დონა,
მე, ჩემი სულის ხორცშესხმულ დემონს,
კვეთებულის ლოცვების მსგავსად ვუმეორებ:
მა: დედები არ შობენ პოეტებს!
დო: დედები არ შობენ პოეტებს!
ნა: დედები არ შობენ პოეტებს!

და მაინც,
შენს ცრემლებზე
არეკლილ ჩემს თავს,
გამოესახა დემონის ფრთები,
რომლის კალთებიდან, შენი სისხლი ჩამოიღვენთა.

 

 

 

(დ.ხ-ს)

და ამოხეთქავს ვეზუვი როგორც,

ქარხნის ღია პირიდან მომწამლავი აირები.

 

ადამიანები გარდაცვალებამდე,

როდესაც მეტალ-სტაზები

შეაღწევენ მოწამლულ სისხლში,

შეეცდებიან წინააღმდეგობის გაწევას.

 

მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან.

 

ისინი გამოქვაბულში,

ჩრდილების თამაშით გართულ არსებებს ჰგვანან,

რომლებმაც ზნეობრიობის მართვის პულტი სხვებს გადასცეს,

რადგან ვერ შეძლეს განერჩიათ,

ბოროტისაგან კეთილი.

 

მათ ვერ შეძლეს ყურად ეღოთ,

გამოფიტული გვამების გარშემო მოსაუბრე მესიის სიტყვები,

რათა დაემკვიდრებინათ სასუფეველი პარნასის მთაზე,

რადგან

ჩამქრალი ვეზუვი,

ჩამქრალი ვეზუვი,

ჩამქრალი ვეზუვი,

გამოიღვიძებს!

 

იარე

იარე, სანამ ნაბიჯებს შერჩათ ძალა

გაბზარონ ხმელეთი,

რათა გამოჩნდნენ წინაპრის ძვლები,

როგორც წარსული,

რომელიც ჭიპლარივით უნდა გადაჭრა ახლა

და მოისროლო სანაგვე ყუთში.

 

იარე, რომ იგრძნო სუნი,

როგორ იწვიან ფავორიტიზმის მსხვერპლნი

და

როგორ ანგრევს მათი განწირული მოთქმა,

უკუმრჩომ ქალაქს.

 

იარე, რომ შეძლონ სხვებმა

ნეოფიტების მსგავად,

აგიწყონ ფეხი მომალისაკენ

და უკუაგდონ ბუტაფორია,

გასაღებული რეალობად მტარვალთა მიერ.

 

იარე,

იარე, მსგავსად მესიის,

რომც წითელ ჯვარზე გაგაკრან ბოლოს.

 

იარე,

იარე, მსგავსად მესიის,

რომელიც აცვი შენ თვითონ ჯვარზე.

 

In hoc signo vinces!

In hoc signo vinces!

In hoc signo vinces!