ტიფლისი





პოეზია

ტიფლისი




თარგმანი: ალექს ჩიღვინაძე
 
სიცივეებმა დაიჭირეს 
ბახალა ყვავის
ცამ უთვალავი სველი ნისკარტით
დაკორტნა მიწა
წვიმის ფრინველებს სველი ფრთები
ტალახად ექცად
და გუბეებად ახელილი მათი თვალები
უკანასკნელად უყურებენ მზეს
 
დოლის რიტმი და სიმღერა ქართულად
არღნის
მზეს დაჰკრავდა სუნი ვაშლის
ვირზე აკიდებულის
დავითის ჩრდილში იწვა
გოლოვინსკი
ბრინჯაოსფერი კლდეების ფონზე
 
მტკვარი მტრედივით
ღუღუნებდა
და ტრამვაი მეიდანიდან გავარდა
ევროპაში
გაირბინა გოგომ ჩურჩხელასავით 
მკვრივმა
და ყველა ქვეყანაში მოსაღამოვდა
 
ბინდდებოდა
ღრუბლების სიჩქარით
იუველირები ელექტრო დასავლეთში იმალებოდნენ
ვირზე ვაშლები
ხილის სუნი ღამით
 
ხვალ ოთახში
ფანჯრის თეთრი რაფები
ჩვენი წიგნები
სიზმრების ახსნა
გახსოვდეთ...
 
1919.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.