ქუჩაში ორჯერ





პროზა

ქუჩაში ორჯერ




 და კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისა არს_ეკლესიასტე 


თქვა გუკამ არაკი: 
მოხუცს ქოუს ეძახდენ. ქუჩის გადაღმა ცხოვრობდა მუყაოს კორპუსში. სახლში ვერ ფსამდა ეშინოდა კუთხეები დალპება და ჩაიხევაო, ამიტომ საღამოობით როდესაც ვიტრინებ განათებული უნივერმაღის წინ მანქანების გრძელი რიგი დადგებოდა, ქუჩას კოჭლობით გადმოჭრიდა, ორ ცარიელ მანქანას შორის ჩადგებოდა და სარკეებზე დაკიდებული თან ქანაობდა, თან ფსამდა. ადრე ასეთ დროს ღიღინიც უყვარდა. ძირითადად ბრაიან ფერის ან სიმფლ რედის რომელიმე კომპოზიციის რიტმში ჯდებოდა და ისე ირწეოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც 94_ში მხედრიონელებმა საყვარელი ხავერდის დათუნია თვალწინ გამოუფუშეს აქაოდა მუცელში ოქრო აქვს დამალულიო და თან სარეცხის თოკზე გასაშრობად გაკიდებული ჯინსებიც ჩამოუხსნეს, გადაეჩვია. გადაეჩვია სიცილსაც,თუ სადმე რაიმე სასაცილოს მოკრავდა თვალს ან ყურს  საპირისპირო მხარეს გარბოდა, და თუ გაქცევა არ ხერხდებოდა, ჯერ თვალებს ხუჭავდა, შემდეგ კი განზე გაფშეკილი ცერები ისე ღრმად შეყავდა ყურის ვიწრო ნახვრეტებში, რომ მხოლოდ ზღვის თუ ტელევიზორის თუ რაღაც მესამის შიშინი ესმოდა და ისე იწყენდა თითქოს სამუშაოდან ახლახანს გამოგდებული სოკოლოვი იყო, პეროვსკაიაზე, რომელიღაც ჩაბნელებულ ბარში სტოიკასთან მიმჯდარი და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, თან შიგდაშიგ ბოღმიანი ხმით იმეორებდა, აი ასეა ბებერო, აღარავის აღარ ვჭირდებით...და ხო, ჭამასაც გადაეჩვია , თუმცა ეს უკანასკნელი უფრო გაუჭირდა, რადაგანაც იმ საბედისწერო საღამოს ნაჭამი ნახევრად ფენოვანი ხაჭაპურის გემო ძალიან ხშირად ახსენებდა თავს და სიზმარშიც ისე უტიფრად ექცეოდა, რომ ძილის წინ პირში სოდის ჩაყრა დაიწყო და ხანდახან  აქაფებულიც იღვიძებდა. 
იმ დილითაც ასე მოხდა... 

თქვა ლეომ არაკი: 
გიო იქ მუშაობდა, აი იქ რუხი ჩასვრილი შენობა რომ არს, ორ ტბას შუა, აი უპატრონო ძაღლები რომ მიყავთ და ხან ნემსებს უკეთებენ და ხან ხარაკირს. ნუ ეხლა შენ მეტყვი ხარაკირს კი არ უკეთებენ , არამედ იკეთებენო , მაგრამ არ ღირს, ეს კაკრას ის ბაზარია, ძალიან რომ გაგედება და ხარაკირის გაკეთება მაგრად გჭირდება, მაგრამ ტრაკი არ გაქვს, ან ხელი გიკანკალებს ან ტვინი და იტოგში ვიღაცეები ამას ამჩნევენ, ჩუმად უკნიდან გეპარებიან, თავზე ტომარას ჩამოგაცმევენ  და ისე რომ ვერც ხვდები რა ხდება, გეხმარებიან. მოკლედ დაიკიდე , ვაგრძელებ. იტოგში გიო მანდ შრომობდა, შრომობდა თავდაუზოგავად და შრომობდა  4 წელი და კიდევ რამდენიმე თვე. მამენტ ბევრი არაფერი ევალებოდა,  დახოცილ ძაღლებს ძვლებს აცლიდა და კამათლებს, ავგაროზებს, სასტვენებს, ყელსაბამებს, წვივსაკრავებს, ჩარჩოებს და კიდევ რაღაც სუვენირებს ამზადებდა, მერე ამ ყველაფერს უფროს აყიდინებდა და ყოველი თვის პირველ რიცხვში დამსახურებულ ხელფასს იღებდა. ხელფასი დიდი არ იყო, ორ ჩვეულებრივ უკანა ჯიბეში თავისუფლად ეტეოდა, მაგრამ მას ყოფნიდა. ან კი როგორ არ ეყოფოდა, მარტო ცხოვრობდა, აი იქ, იმ ქუჩის გადაღმა, მუყაოს კორპუსში, მეზობლები ვერ იტანდენ, მის ვიწრო და მოხრილ ზურგს უკან ასე ამბობდენ ყარს ეს დედამოტყნული ხანდახან იბანაოს მაინცო, მაგრამ ვიღაცისგან გაეგოთ ოქროს ხელები აქვს და ყველაფერს აკეთებსო, ამიტომ იმის იმედით ოდესმე რამე რომ გაგვიფუჭდეს უფასოდ გავაკეთებინებთო ცხვირზე ხელ მოჭერილები, მაგრამ ბოლომდე გაღიმებულები ესალმებოდენ და ერთმა ბავშვიც კი მოანათლინა. ის ბავშვი მალევე მოკვდა, მაგრამ რაც მართალია სუნი აქ არაფერ შუაქში ყოფილა, უბრალოდ სახლს აივანი ჩამოეხა და მეხუთე სართულიდან გადმოვრდნილმა აკაკიმ მამამისის ფეხებთან დალია სული, რომელიც ამ დროს მსოფლიო სპორტში კრისტიანო რონალდუს ტრამვაზე კითხლობდა და ისე წუხდა, რომ შვილის სიკვდილი მაინცდამაინც აღარც განუცდია. არც გიოს მოუკლავს გლოვით თავი, მაგრამ რადგანაც ნათლული ცოტათი უყვარდა კიდეც. გასვენებისთვის ხორცეულიც საკუთარი ხარჯებით იკისრა... აუ  რას ვამბობდი ტო ?თფუ დამავიწყდა 
და აქ გუკამ თქვა: 
_აუ ჩემი. შენ ვინ ხარ ტო. რას მიედ მოედები ვაფშე. არაკს ყვები თუ ყვერებს იფხან. დალაგდი რა ცოტა. 
და მაშინ ლეომ თქვა: 
რა იყო ბიჭო. რას მეტაკე. პროსტა გუშინ იმდენი რამე მოხდა , მაგარი დაძაბული ვარ. ჯერ ბიძაშვილმა იხიპიშა გაღმელებთან და იქ ისეთი სტრანი ბაზარი იყო, კინაღამ ხელიც მოგვხვდა, მერე გოგოსთანაც ვიჩხუბე, შიგა აქვს მაგ ჩემისას, წამში თორმეტ მესიჯს მწერს, ყველაზე რა უპასუხებს, მერე მამაჩემაც მთელი ღამე მორალი მიკითხა. არ მოწონს რა როგორც ვცხოვრობ, სადმე სასწავლებლად გაგიშვებო მეჩალიჩება. ასე თქვა აქ რა პონტია, წადი ინგლისში და იქიდან კაცი ჩამოხვალო, ინგლისია თუ კუზანოვი. კი არა და კუზანოვი რად მინდა კაცი არა ვარ ისედაც, ამხელა შლანგი მკიდია ფეხებს შუა, შენ სხვა რამე თქვი თორე. მოკლედ ამ გიოს ერთი სტრანი ჩვევა ქონდა. ყოველ დილით იპარსავდა. ეხა შენ შეიძლება იფიქრო, მერე რა არის ამაში უჩვეულო და რამე, მაგრამ აქ სხვა ბაზარია. ტიპი იმენა ფეხის თითებიდან იწყებდა პარსვას და მხოლოდ კეფაზე იტოვებდა ცოტა თმას, ისიც იმიტომ რომ იქ შრამი ქონდა და მაგრად უტყდებოდა ვინმეს რომ ენახა. ეგ შრამი თურმე ბებიამ აკიდა ბავშვობაში, გაცხელებული დუგმა მიადო და გაუჩერა, არადა ეგ დუგმა ხომ აზრზე ხარ, იმენა თავწაკვეთილი ყლის ფორმა აქვს, და შრამიც ეგეთი დარჩა რა. ანუ რას გიხსნი ეგ იაპონური კიკინა , იმენა მასკიროვკაა და მეტი არაფერი. კაროჩე. პარსვას რომ რჩება, რაღაც ძალიან მყრალი პოსლე ბრიტია აქვს და იმას ისხამს ყველგან, და ეგ სტრანი სუნიც მაგიტომ ასდის, არდა თვითონ მოსწონს და რა ქნას.  გუშინ დილით კიდევ საქაფებელი გამოელია. ხოდა მთხოვა . ჩემთან რაღაც პონტში კარგად არის, მატყობს რომ იმენა ყველაფერს ვხვდები და ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ,  ნომერიც აქვს ჩემი, მობილურის,  და დილით დამირეკა  ქაფი გაჩითე სადმეო, და კაროჩე რაღაცეებს დამპირდა ძვლის სუვენირების ბაზარში, შენ გოგოს გაუსწორდებაო, შეგირიგდებაო, მოკლედ გავარდი მე ეგრევე, და ვფიქრობ ეს ქაფი საიდან გავჩითო, ფულიც არ მაქვს. და მოკლედ გამახსენდა მოხუცი, ეგრევე გზაზე გადავარბინე და იტოგში ეგ ბაზარი ხომ ისედაც ვიცი, სოდა და რამე, შევედი მოვქაფე და ავვარდი ზემოთ, ამან კიდე რომ ნახა ქაფი პარკით მივუტანე გააფრინა და რაღაცას ყვიროდა, მაგრად გამიტყდა , თან შიშველი იყო და შლანგიც ახვრულად უქანავებდა აქეთ იქით. ავიღე და პარკი გადავუგდე,  ყვირილში ვერ დაინახა და ზედ გადაესხა. იტოგში გამომეკიდა  გაფსიხებული, კიბეები ისე ნელა ჩამოვირბინეთ რომ ამასობაში პაჩტი მოსაღამოვდა. და ბოლოს , იმენა წვალების და ათასი სტრაშნი საფეხურის შემდეგ პირველ სართულზე ჩამოვაღწიეთ  და კაკრას უნდა გამოვარდე ქუჩაში რომ ვხედავ გასავლელში მოხუცი დგას, და ამასაც ხელში შლანგი უჭირავს, აი აქ უკვე ძაან გამედო. საით გავიქცე რას მივახტე აღარ ვიცი, და ვდრუგ  ბაბუმ გამიღიმა, ეს თავის შლაგბაუმი აწია და გაიარეო მითხრა...და გამოვარდი ეგრევე 

და  უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი და ერთი იგი ვითარმე განტფეს_ეკლესიასტე 

და მამამ თქვა არაკი 
_ბავშვებო გამოდით სადილის დროა. 



მისამღერი 

შენ ისე ძირს ხარ ქართულო ცაო 
რომ დღეს დილითაც აგარტყი თავი 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.