მარინეს ეპოსი





პოეზია

მარინეს ეპოსი




თარგმანი: პაატა შამუგია
 

ესკიმოსებმა არიეს პერუ

ბებიაჩემი ებრძვის ხეთებს

დედამ შუტიხი ბედუინებს გადასცა 

ერთხელ ღამით, სავსემთვარეობისას

მას შემოხვდა ლომი, რომელმაც ლევ ტოლსტოი შეჭამა 

ჩვენ გავნაწილდით პალატაში, კამერაში,

კრაკოვის მიუსაფართა სახლებში,

პანამის ციხეში,

გენუის ბრმათა სკოლაში 

ჩემმა დამ თავი შესწირა

მდედრობითი ბაღლინჯოების გადარჩენას

უსასრულო და მოწყენილ დერეფნებში

ატარებდა ის ათახთახებულ  და ბრჭყვიალა არსებებს

საჩვენებელი თითის ფრჩხილით. 

ბედი დაყლეებული გამომგონებელია,

მუდმივად გარაჟში რომ გდია უსაქმოდ. 

პარიზში მე ვიცნობდი ქალს რუსეთიდან

იატაკს რომ ხეხავდა გულმოდგინედ

პირში ვარდგაყრილი, თითქოს კარმენივით. 

მამა მკვდარს თამაშობდა გერმანულ ფილმში.

ფილმი უხმო იყო.

ახლა ის ძალიან ჰგავს ედგარ პოს

მაროკოულ ფესში 

ჩვენ ვიდექით არიზონაში

ვარდისფერ სასტუმროსთან

და ვმღეროდით:

“მიყვარხარ, სიცოცხლევ,

მერე რა, რომ ხშირად დამცინი”. 

ხვალ მე მივიღე ლამაიზმი,

ლამაისტებს იქ ტიბეტში წმინდა მთა აქვთ,

საიდანაც ლოს-ანჯელესი ჩანს. 

სარდინიული თხის ყველი,

ბერძნული ზეთისხილი,

ვენგერული ძეხვი,

სავსე მაგიდა:

მოგონებები ყოველთვის ჭამას მანდომებს. 

მძინარე ზვიგენის ზურგზე მწოლიარენი

ქარიშხალში მივცურავდით ატლატიკის გავლით

ბებიაჩემის დაკემსილი საქორწილო სამოსი

იალქანად გამოვიყენეთ. 

ამერიკაში კინოეკრანები უზარმაზარი იყო, როგორც პირამიდები.

ბროდვეი, ეს მდინარეა, როგორც ამაზონი,

სადაც ჩაძირულთა თავები ცურავენ ღია თვალებით,

ათასობით ოფელია და ვალენტინი. 

იაპონიაში მოჩვენებებს ხელით იჭერდნენ

ვახშმისათვის.

ამსტერდამში საშობაო ნაძვის ხეს

ბორდელში დგამდნენ. 

მე კუთხეში ვდგავარ ვიღაც ზულუსთან ერთად

და ორივე ვიცდით,

სანამ ჩამორეკავს ეს კრეტინული ზარი,

სანამ ბოშა  შემოგვთავაზებს ჯადოქრულ დოზას,

სანამ მოჭენდება ჩვენთან გენერალი ვაშინგტონი

და თავს დაგვიკრავს მორიდებულად. 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.