ბალზაკის ნაბიჭვარი





ინტერვიუ

ბალზაკის ნაბიჭვარი




თარგმანი: პაატა შამუგია

ასწორებს “დისნეი-ლენდი” 

(ინტერვიუ ფრედერიკ ბეგბედერთან)
 
რატომ ვწერ? იმიტომ, რომ ვერ ვპოულობ პასუხს კითხვაზე - “რატომ ვარსებობ?” მე ის ვერ ვიპოვე ნარკოტიკებში, რელიგიაში, სიამოვნებაში, ოჯახში. მერე იყო ლიტერატურა. ესეც ნარკოტიკია. ასე რომ არა, ვინ აიძულებს ადამიანს, იჯდეს სახლში გამოკეტილი და ქუჩაშიც არ გავიდეს? მე, როგორც ნარკომანს, მჭირდება ჩემი ლიტერატურული “დოზა”, სხვანაირად “ლომკა” მექნება და აგრესიული ვხდები.
 
ვხედავ, რომ ნარკოტიკები შენთვისაც მთავარი თემაა, როგორც შენი გმირი ოქტავისათვის.
 
დიახ, მე ვსაუზმობ კოკაინით, მერე ჭამა აღარ მინდება. საერთოდაც, არ ვჭამ ხოლმე. ვფიქრობ, მე შევალ ლიტერატურის ისტორიაში, როგორც “დაექსტაზებული მთხრობელი”. თუ ბეროუზმა დაწერა ჰეროინზე, ემისმა - კოკაინზე, ვიღაცამ ხომ უნდა გააუკვდავოს ექსტაზი. ეს ხომ აბსოლუტურად ლიტერატურული ნარკოტიკია, რომელიც ექსპრესიას გვიძლიერებს.
 
თქვენ სცადეთ სარეკლამო ბიზნესის განადგურება ლიტერატურის საშუალებით. და ტელევიზია? არ გინდათ, დააამარცხოთ მტერი მისივე იარაღით?
 
დაფიქრდით, სხვაგან სად შეიძლება – თუ არა წიგნის ფურცლებზე – მასირებული ანტისარეკლამო კამპანია აუწიო ისეთ უსასრულო გიგანტს, როგორიცაა “დანონი?” ტელევიზიაში ეს შეუძლებელია, რადგან მთელი ტელეინდუსტრია რეკლამაზე დგას და არ მოგცემს იმის საშუალებას, გააკრიტიკო რეკლამის იდეა.
 
და ლიტერატურაში რატომ უნდა ებრძოლო? ვთქვათ, ნაბოკოვი სულაც ასე მიიჩნევდა, რომ ლიტერატურა სოციალურ პრობლემებთან და დიდ იდეებთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.
 
ნაბოკოვის ტალანტი რომ მქონდეს... მაგრამ მან საკუთარი თავის შესახებაც კი არ იცოდა არაფერი. მწერლები, როგორც წესი, ცუდად იცნობენ თავიანთ შემოქმედებას. ნაბოკოვმა ამერიკის სოციალური პორტრეტი შექმნა “ლოლიტაში”. ადრე ვწერდი ხოლმე ავტობიოგრაფიულ ოპუსებს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მწერალი - მეომარია. რეკლამა ახალი ცენზურაა, იდეოლოგიაა, რომლთან ბრძოლა საჭიროა ირონიითა და სატირით. არტისტი უნდა აუჯანყდეს ვაჭრულ მსოფლიოს.
 
ჰო, მაგრამ თქვენ თვითონ იქეცით ლეიბლად, თანაც პოპულარულ ლეიბლად.
 
ჰო, მე ვიქეცი პროდუქტად და ვიყიდები შესაბამის ფასში – დაახლოებით 99 ფრანკად. წარმოიდგინეთ, რამხელა ანაზღაურება მაქვს მხოლოდ ათი პროცენტის მიღებიდანაც კი. გაცილებით მეტი, ვიდრე სარეკლამო ბიზნესში.
 
თქვენი კმაყოფილი გამომეტყველებიდან გამომდინარე, მიგაჩნიათ, რომ მწერალი ბურჟუაზიული უნდა იყოს?
 
სელინი როგორც ამბობდა, მწერალი მუსიკოსი უნდა იყოს. მე, ცხადია კლასიცისტი კომპოზიტორი არ ვარ, უფრო როკ-ვარსკვლავი ვარ, მთელი მისი პრაქტიკული აქსესუარებით.
თანამედროვე მწერალს სრული უფლება აქვს, ჰყავდეს ლიმუზინი და სკანდალურად აღმოჩნდეს ყოველკვირეულ “სვეცკი” ქრონიკებში, როგორც მიკ ჯაგერი.
ჩემკენ გამოემართეთ, ნარკოტიკებო და გაფუჭებულო გოგოებო! მე მინდა მქონდეს საკუთარი ატრაქციონების პარკი, როგორც მაიკლ ჯექსონს. ასწორებს დისნეი-ლენდი მწერლებისათვის. ბოლოსდაბოლოს, მეც მინდა ბავშვებთან დაწოლა.

 
ბალზაკის ნაბიჭვარი
 
 

თქვენ არც ისე ხშირად სარგებლობთ ფრანგული ლიტერატურის ტრადიციებით, განსაკუთრებით - მეოცე საუკუნის...
 
ვხვდები, საითკენაც მიგყავთ. მიუხედავად ამისა, ოქტავი მიმაჩნია ბალზაკის რასტინიაკის ნაბიჭვრად. საერთოდაც, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ ვაღწევთ შეთანხმებას მკითხველსა და მწერალს შორის: ეს უკანასკნელი გულს უხსნის მკითხველს და იტოვებს უფლებას – შეაცდინოს, მოატყუოს, მიანიჭოს სიამოვნება, შეაწუხოს. წერა ღირს იმიტომ, რომ გამოიწვიო სხვადასხვა ემოციები. მაგ: მე მიყვარს ჩემი მკითხველების დაცინვა.
 
და ამაში ხედავთ ლიტერატურის ფუნქციას?
 
უნდა წერო, რომ მოჰყვე შენ ცხოვრებას, რაც ფრანგული ლიტერატურის ტრადიციაა ( ამ მხრივ, კუდში მივყვები რუსოს და პრუსტს) და გააკრიტიკო საზოგადოება.
 
ჰენრი მილერს თუ ეთანხმებით, რომელიც თვლიდა, რომ პოეტს შეუძლია მთელი სამყაროს შეცვლა?
 
აი, წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვალა სამყარო “კაპიტალის” შემდეგ. ვთქვათ, ეს არაა საუკეთესო მაგალითი, მაგრამ კერუაკის წიგნის “გზად” გამოსვლის შემდეგ მართლა სხვანაირია სამყარო. თუ სამყაროს შეცვლა არ შეგიძლია, მაშინ ის უნდა აღწერო.
 
თქვენც ისეთი ცხოვრების წესი გაქვთ, როგორიც თქვენს ბოჰემურ პერსონაჟებს?
 
კი, მე მიყვარს ორგიები, გოგოები, გართობა და გარყვნილებები. როდესაც წიგნს წერ, გიწევს “სახელითა აზროვნებისაითა” უარი თქვა საკუთარ ცხოვრებაზე. მაგ: ფლობერი ან პრუსტი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ.მე ცხოვრება მიყვარს და ნაკლებად მამაცი ვარ სამონაზვნო კელიისთვის.
ესაა მიზეზი, რის გამოც მე გენიოსი არ ვარ.
დიდება სასიამოვნოა, მაგრამ ის მოუხერხებელია.
შთამბეჭდავია სელინჯერის ცხოვრება, რომელსაც მობეზრდა დიდება და დავიწყებაში მოკვდა. 65 წლის მერე მას არცერთი ინტერვიუ არ მიუცია, არცერთ ჟურნალში არ იყო მისი სახელის ხსენება. ასეთი ფინალისთვის დიდი შინაგანი რეზერვი დამჭირდება.
მე ახლა ყოველდღე, დღეში ათზე მეტ ინტერვიუს ვიძლევი. კლოუნობა მიწევს.
 
შემდეგი რომანიც თანამედროვეობის მწარე კრიტიკა იქნება?
 
დიახ, მე ვწერ რომანს 11 სექტემბრის მოვლენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ორი უზარმაზარი იდეოლოგიის შეჯახება იყო: კომუნიზმისა და კაპიტალიზმის. 11–მა  სექტემბერმა ამ უკანასკნელის სრული კრახი დაგვანახა.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.