პროფილი





პროზა

პროფილი




დათო ვარ ბაქრაძე , 36 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, 18 წლამდე მუხიანში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე და სტაბილური ცხოვრებაც. მას შემდეგ რაც მშობლების მოტო კატასროფაში დამეხოცენ და მათი დანატოვარი ქონება მათივე დასასაფლავებლად ძლივს მეყო, დიდხანს არცერთ უბანში არ მიცხოვრია, ბინებს ვქირაობ და მეპატრონეებს ფულს არ ვუხდი, ამიტომ ყოველ თვე ახალ ოთახში მიწევს საცხოვრებლად გადასვლა. 
ისეთი დობრი ფიზიონომია მაქვს ყველა მენდობა და გადაუხდელ ქირაზეც არავინ მეჩხუბება. 
თუმცა იყო შემთხვევა ერთმა მოხუცმა კატა მესროლა, მაგრამ არ მწყენია, პირიქით შეშინებული ცხოველი გულში ჩავიკარი და იმდენ ხანს ვეფერე, რომ მისი პატრონიც მოლბა და იმის უფლებაც კი მომცა რომ ახალი საცხოვრებელის პოვნამდე მასთან გავჩერებულიყავი.
 ეს ისე ცოტათი მაინც რომ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. ახლა კი ძირითად ამბავზე გადავალ, რაც ალბათ ძალიან გაინტერესებთ და ესეთი დასირებული სახეებითაც იმიტომ მიყურებთ. 
მოკლედ იმ მომენტის დედა მოვტყან ვიღაც ტიპმა რომ დამირეკა და მითხრა თქვენ მოიგეთ იერუსალმში საშობაოდ გასამგზავრებელი ორ კაციანი საგზურიო. აი იმენა მაგ მომენტის. ახლაც მახსოვს სანამ ეს მასტი მებაზრებოდა, ტაფაზე დაყრილი კარტოფილი სულ დამეწვა და იმ ღამით (სხვათაშორის მეორე დილითაც) მშიერი დავრჩი. 
სადღაც შეხვედრა დამითქვეს და მთხოვეს როცა მოხვალთ პასპორტი თან იქონიეთო. რაღა თქმა უნდა პასპორტი არ მქონდა, ის კი არა და პირადობის მოწმობასაც კარგა ხმის წინ გასვლოდა ვადა, მაგრამ ეგ არ მადარდებდა, სულ სხვა რამ ჩამაგდო საგონებელში კანკრეტნა კი ვერაფრით მივხვდი რატომ მოვიგე ეს პრიზი ან როგორ, მერე პრიზიც გამიტყდა მეთქი თუ მოგებაა ბარეღამ ბინა მომეგო ან კაკ მინიმუმ ტელევიზორი მაინც, ეხლა თქვენ იტყვით ტელევიზორი რად უნდა ამ ჩემისას, სად უნდა დადგას და რამე, არადა მაგრად მიქარავთ მაგას რომ ფიქრობთ, წარმოიდგინეთ ბინას ქირაობ და იქ ტელევიზორი გადაგაქვს, პატრონი წვავს რომ მელეხი ხარ და მაყუთის ბაზარში არ გადააგდებ და ერთი ორი თვეც რომ გადაუცილო ქირის მიცემა მშვიდადაა, ფიქრობს , თუ რამეა ტელევიზორს დავიტოვებ. ხოდა ეგრე. 
პრიზი მაგრად გამიტყდა, მორწმუნეც არ ვარ რომ ეგ იერუსალიმი მიყვარდეს, არც ისტორიკი ვარ რამე რომ იყოს და ინტერესის ამბავში წავიდე, ერთი პრასტოი გადამდგები კაცი ვარ, ცოტა მოსაწევიც მიყვარს და ხანდახან ძმაკაცებთან დალევაც. ძმაკაცებზე გამახსენდა, ეგრევე ერთთან გადავრეკე და ვეკითხები. 
_გიო ძმაკუშ, ასეთი და ასეთი ამბავი მომივიდა, ხომ არ იცი, საიდან, როგორ, რა ხდება ვაფშემც? ის კიდეც იცინის, და მეუბნენა: 
_დავით მაგრამ პონტში ხარ ძმაო და რომ იცოდე ეგ პონტი ჩემი გაჩითულია. შენი ტელეფონიდან დავრეკე რაღაც გათამაშებაში ჯერ კიდევ მარჯანიშვილზე რომ ცხოვრობდი მაშინ და ეტყობა საახალწლო დვიჟენიაში მოიგე. 
მოკლედ ეგ საგზური ან უნდა ვინმეს მივყიდოთ და მაყუთი გავტეხოთ ან ერთად წავიდეთ იერუსალიმში და მაგრად ვიგულაოთ. 
მე ეგრევე გაყიდვის ვარიანტს მივაწექი, მაგრამ ის მასტები რომ ვნახე მითხრეს არ გამოვა, უეჭველი შენ უნდა წახვიდეო და მოკლედ მეც რა მექნა დავრეკე ისევ გიოსთან, სასწრაფოდ ფული ვაჩალიჩე და პასაპორტი გავაკეთე, მერე ახალი წლის დღეებში რაღაც რეკლამაშიც გადამიღეს , ესე ვამბობდი მადლობა ამას და ამას , იმას და იმათ რადგანაც ჩემი ბავშვობის ოცნება ამისრულეს და წმინდა მიწაზე წასვლის შანსი მომცესთქო. 
რაღაც ესეთივე გადაცემაშიც მიმიყვანეს, ოღონდ სულ ორი წუთით, იქ მაგარი ჩაჯმული პონტი იყო, იდეაში ვითომ იღბლიანი ხალხი ვიჯექით და მერე პირდაპირ ეთერში ვბაზრობდით ვის რაში გვიმართლებდა ცხოვრების განმავლობაში. მანდაც რაღაცეები მოვიგონე, ვითომ ტოტალიზატორში სულ ვიგებდი და ლატარიებშიც, და ნარდში სულ დუშაშები მომდიოდა, სხვებიც ისეთი სახეებით იჯდენ ვერაფრით იტყოდი რომ როდესმე რამეში გამართლებოდათ. იქიდან გამოსულს ვიღაც ჩემსავით იღბლიანი გოგო ამეკიდა, რაღაც ლატარიაში მოეგო 40 ლარი, ალბათ წასასვლელი არსად ქონდა და ერთად ვსვით არაყი პირველი კორპუსის ეზოში. იქ რემონტია ახლა და ხალხი თითქმის არაა. ეს კიდევ დაიქოქა და ათასი ამბავი მოყვა, თურმე აქ სწავლობდა ადრე, ფილოლოგიურზე და მერე გამოუგდიათ. ვიღაც ლექტორებს აგინებდა. ფული ვერ გადავიხადე და გამოცდებზე არ დამიშვესო. ისეთი გამართული ქართულით იგინებოდა დავუჯერე, მერე ჩემთან სახლში წავიყვანე და მაცივრის გამოხსნის დროს რომ არ ჩამძინებოდა ალბათ მოვტყნავდი კიდეც. მერე ცოლად მოვიყვანდი. გვეყოლებოდა. ორი ლოყებწითელა ბიჭი და ერთი გრძელნაწნავიანი გოგონა, რომელსაც ნინის დავარქმევდით და ოპერად გერმანიაში გავაგზავნიდით, როგორც კი 20 წელი შეუსრულდებოდა და გოეთეში სერტიფიკატს აიღებდა, მერე ალბათ ძმებსაც წაიყვანდა და რიგ რიგობით ხან ერთს უყიდიდა მარიხუანას, ხან მეორეს სუბეტოქსის თეთრ მარცვლებს, ბოლოს ოპელს გამოგვიგზავნიდა და იმის გამო რომ ფხიზელს საჭესთან ჯდომის ძალიან მეშინია, მცხეთის-თბილისის გზატკეცილზე ამოვყირავდებოდი და ხერხემალში გადატეხვას თუ გადავურჩებოდი მანქანაშივე დავიწვებოდი და სიკვდილის წინ მეუღლის კივილისგან შეწუხებული პიონერის ჯიშის მაგნიტოფონის ხრინწიან ხმას ბოლომდე ავუწევდი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ჩამეძინა.
 გაღვიძებულს კი მაცივარი და ჯიბეები ცარიელი დამხვდა, ჩემი ლოგინიც არსად ჩანდა, მაგიდაზე კი პატრა წერილი იდო, რომელში არცერთი გრამატიკული შეცდომა არ იყო და ეწერა: კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო მიხელ, ისე ტკბილად გეძინათ გაღვიძება მომერიდა. 
სამი დღის შემდეგ გაფრინდით. აღმოჩნდა რომ გიოს ფრენის ეშინოდა, რბილი სავარძლები კი სწყენდა და გალურჯებული მთელი გზა მუხლებზე აეროპორტში ნაჭამ მაკარონს, პომიდვრის წყალწყალა საწებელს და ხელსახოცის ნარჩენებს მარწყევდა, რომელიც სრულიად შემთხევით გადაეყლაპა, როდესაც ტუჩის კუთხეებს ფაქიზი მოძრაობებით იწმენდდა და თან საქართველოს ჰიმნს ღიღინებდა. მე ილუმინატორიდან ვიყურებოდი და უფასო არაყს ვწრუპავდი. ჯერ ისევ თურქეთის თავზე მივფრინავდით, როდესაც ორმა მგზავრმა საკმაოდ ხმამაღლა გამოგვიცხდა , რომ მიუხედავად იმისა რომ წვერი სუფთად ჰქონდათ გაპარსული მაინც ალ კაიდას წევრები იყვნენ და ძალიან არ მოსწონდათ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც თურმე ჯარისკაცებს აგზავნიდა ერაყსა და ავღანეთში. 
მათ ჯერ ყველა გაგვკოჭეს, შემდეგ პილოტებს ერთმანეთთისთვის მინეტის კეთება აიძულეს და პატრა ლატარია მოაწყეს, რომელშიც რაღათქმა უნდა ისევ მე გავიმარჯვე, შემდეგ პარაშუტი ჩამაცვეს, პრეზიდენტთან წასაღები წერილი ტრუსებში ჩამტენეს და გადმომაგდეს. 
ვარდნის დროს შემცივდა და მოფსმა მომინდა, მაგრამ გავიხსენი თუ არა ღილები წერილი გაფრინდა, ამ დროს თვითმფრინავის აფეთქების ხმაც მომესმა და დადარდიანებულს შარდი ღვარად წამსკდა, რამაც თურქეთეს ზოგიერთ რაიონებში შარდიდობა გამოიწვია და მიწეზე ფეხის დადგმაც კი ვერ მოვასწარი, რომ იანიჩარების შთამომავლებმა ციხეში მიკრეს თავი.
 სასამართლოზე 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. ეჰ, თქვენ არ იცით რა ცუდია თურქული ციხე. ყოველ დღე გარგარს და ოხრახუშს გაჭმევენ. სასეირნოდ მარტო ორშაბათობით გიშვებენ , ისიც 15 წუთით და ისიც ღამით. 
ეჰ, თქვენ ალბათ თურქული ღამეც არ იცით. ისეთი ცუდია ცისკენ ახედვაც არ მიგინდებათ...მოკლე თორმეტი წელი საუკუნესავით გაიწელა, განთავისუფლების შემდეგ ბადრაგმა საზღვამდე მომაცილა. იქიდან უფულობის გამო ბათუმამდე ფეხით ვიარე. სადაც ისევ დამიჭირეს... 
_მართლაც საოცარი ამბავია. ახლა რას აპირებთ ბატონო მიხელ?_იკითხა აცრემლებულმა წამყვანმა, რომელსაც სახე ზაზუნას მიუგავდა. 
_არ ვიცი. ჯერ ვეცდები სადმე ბინა დავიქირავო, შემდეგ კარგად გამოვიძინო და თუ მოვახერხე პრეზიდენტთანაც მინდა შეხვედრა. 
_რამე უნდა გადასცეთ? 
_უნდა მოვუბოდიშო. მე ხომ მისი წერილი დავკარგე... 
_ძალიან კარგი. ახლა კი. ჩვენ თქვენთვის ერთი პატრა სურპრიზი გვაქვს. სტუდიაში ვთხოვ გოგონას, რომელმაც დიდი ხნის წინ ლოგინი მოგპარათ. გთხოვთ მიესალმოთ. მარიამ ზოიძე... 
ტაში. 
ტაში. 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.