ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

“ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან..

მიხეილ სამხარაძე
13.05.2010

   


რომ არ დამეწერა ამის შესახებ, ვერ მოვითმენდი...
გუშინ, 9 მაისს, ევროპის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ფოტოკონკურს “ქოლგა”-ს წლის 100 საუკეთესო ფოტოს გამოფენა. ამ შემთხვევაში სიტყვა “საუკეთესო” ბუტაფორიას წარმოადგენდა..
არადა, საკმაოდ ორიგინალური ჩანაფიქრი იყო, გამოფენის “მშვიდობის ხიდზე” ჩატარება, უცხო გარემო, სასიამოვნო ხედი გარშემო, სუფთა ჰაერი, მაგრამ ეს ყველაფერი მეათასეხარისხოვანი გახდა, როცა ფოტოებს გადავავლე თვალი..
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ “ქოლგამ” გამოაცხადა 2010 წლის ფოტოკონკურსზე სურათების მიღება, თუმცა აქვე დაამატეს, რომ რამე კონკრეტულ ჟანრს არ მიანიჭებდნენ უპირატესობას და ფოტოგრაფებს ნამუშევრების შეტანა “თავისუფალი თემა”-ზე შემოგვთავაზეს. მე პირადად ნამუშევრების მიღების უკანასკნელ დღეს შევიტანე 5 ფოტო და ყველა სხვადასხვა ჟანრის: პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრი, არქიტექტურა... უცებ მეორე დღეს გადის სიუჟეტი ნიუსებში, რომ ქოლგის ჟიურიმ აარჩია 100 ნამუშევარი.. თავიდანვე არალოგიკურად მეჩვენა, რომ საკონკურსო ნამუშევრების მიღების დამთავრებიდან 2 დღეში 2000 ფოტოდან, ასე მალე შეარჩიეს 100 საუკეთესო. და სამწუხაროდ ჩემი ეჭვი არ აღმოჩნდა უსაფუძვლო..
წელვანდელი ტოპ 100 ფოტოდან ამ სტატუსს მხოლოდ 20 თუ დაიმსახურებდა, მართლა რომ თავისუფალი თემის ფარგლებში აერჩიათ ფოტოები. მისულ საზოგადოებას ხელში შერჩათ ფოტოები ჟანრში “ლტოლვილები”.. ფოტოების დიდი ნაწილი წარმოადგენდა უშუალოდ დევნილების ან მსგავსი ასოციაციის გამომწვევი ფოტოების უნიჭო ნიმუშებს. მაინტერესებს ფოტოკონკურსის ჟიურიმ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა “თავისუფალ თემაზე” შემოტანილი ფოტოებიდან აერჩია 100 საუკეთესო ფოტო, როგორ მოახერხა 90 ფოტოზე გამოსახული ყოფილიყო სოციალური შინაარსის მატარებელი ფოტოები: ბავშვები სილაზე, ბავშვი ჩამონგრეულ კედელთან, ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, მშობლები და ბავშვები სხედან ოთახში, მოხუცები, ბავშვები, ბავშვები, მოხუცები და ასე უსასრულოდ.. არც ერთი - პეიზაჟი, არქიტექტურული ნიმუში,  გლამური, ქალაქის ფოტო, პანორამა, ბუნება, მინიმალი.. არაფერი ადამიანების გარდა.. მე ვერ ვნახე ფოტოგრაფი, რომელსაც მოეწონა 100 “საუკეთესო” ფოტო..
ასეთ ქმედებას ეწოდება უპასუხისმგებლობა, სინაგლე, მოტყუება, უპატივისმცემლობა და “თქვენი აზრი ფეხებზე მკიდიაობა”...
თუ სურდათ მსგავსი ხასიათის ტოპ 100 მიეღოთ, გამოეცხადებინათ კონკრეტული ჟანრი და, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთეს ფოტოებს მიიღებდნენ იგივე “მოხუცები-ბავშვების” ჟანრიდან, ვიდრე ახლა გამოგვიფინეს.. უბრალოდ საწყენია, რომ კონკურსის ადმინისტრაცია ატყუებს იმ ფენას, რომელზედაც არის გათვლილი ეს კონკურსი.. მე პირადად არანაირი სურვილი არ შემრჩა, “ქოლგის” შემდეგი წლის კონკურსზე ფოტოების გატანის... და კარგი იქნება, თუ ზოგადად ფოტოგრაფთა საზოგადოება ბოიკოტს გამოუცხადებს მატყუარა კონკურსს..
კი მაგრამ, რისთვის ტარდება მსგავსი კონკურსები? ამას ყოველთვის აქვს მიზანი. ქოლგის ორგანიზატორებს ზოგადად ასეთი კონკურსების აზრი აშკარად ვერ გაუგია: კონკურსი უნდა იყოს საუკეთსოს არჩევის ფაქტი. საუკეთესოდ მიჩნეული ფოტოები კი უნდა იყოს ერთგვარი მასტერკლასი სხვებისათვის, ვისი ფოტოებიც ვერ გავიდა, ვინც ფოტოგრაფობას აპირებს და სხვა.. ეს უნდა იყოს ეტალონი და აქედან ხალხი უნდა სწავლობდეს, თუ როგორი ფოტოები უნდა გადაიღო, უნდა დახვეწოს თავის ხედვა და გაიზარდოს. კონკურსზე მისულ ხალხს უნდა გაუჩნდეს ერთაერთი აზრი: “რა მაგარია”! “ყოჩაღ, ამის გადამღებს”! “რა ლამაზად დაჭერილი კადრია”! “რა განსხვავებული ხედვაა”! და სხვა.. კონკურსზე რომ მივა დამწყები ფოტოგრაფი და მიწასთან გაასწორებს (თანაც არგუმენტირებულად) ტოპ 100 ფოტოდან 40 ფოტოს, ეს არის კატასტროფა, გემოვნების დეგრადაცია და უკან გადადგმული ნაბიჯი.. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდათ ამ ფოტოების არჩევით კონკურსის ორგანიზატორებს, მაგრამ ფაქტი ერთია: უკმაყოფილებისა და ორონიული ღიმილის მეტი ვერაფერი ვერ ამოვიკითხე მაყურებლის სახეებზე...

p.s.
თავი ვიგრძენი არასრულფასოვან ფოტოგრაფად, რადგან გალერეაში არა მაქვს ლტოლვილების არც ერთი ფოტო.. ერთი უნდა ჩამოვუარო დევნილების ბანაკებს და დანგრეულ კედლებთან უნდა გადავუღო ბავშვებს..



Design by Mikheil Samkharadze
© All rights reserved.